მთავარი ჩვენ შესახებ სასარგებლო ლინკები გალერეა ფორუმი კონტაქტი  
  გორის ასფალტის გადამამუშავებელ ქარხანაში უბედური შემთხვევის შედეგად 28 წლის ნიკოლოზ ბაზანდარაშვილი გარდაიცვალა
  სიახლეები

«    ივლისი    » «    2010    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 


 
 
  მთავარი თემა

გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლი აიღეს 

გორის ცენტრალური მოედნიდან შუაღამისას ხელისუფლებამ სტალინის ბრინჯაოს ძეგლი აიღო.

ეს დრო სავარაუდოდ იმიტომ შეირჩა, რომ თავიდან აეცილებინათ იმ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ძეგლის აღებას.

ძეგლი გორში, სტალინის მუზეუმში გადაიტანეს; მის ადგილას კი 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომში და ასევე სტალინური საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის შესაქმნელად კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო კონკურსი უკვე გამოაცხადა.


 

  პოლიტიკა
 
თბილისის ახლად არჩეულმა მერმა სამუშაო გეგმა წარადგინა
დღეს თბილისის ახლად არჩეული საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, თბილისის მერმა გიგი უგულავამ 120-დღიანი სამუშაო გეგმა წარადგინა. სხდომის დაწყებამდე 2006-2010 წლების მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა უგულავას თბილისის გასაღები გადასცა. Gგიგი უგულავას განცხადებით, მისი მუშაობის მთავარი პრიორიტეტი იქნება სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესება. უგულავამ ერთ-ერთ პრიორიტეტად თბილისის 24-საათიანი წყალმომარაგებაც დაასახელა.
წაიკითხეთ სრულად >>

 
ირაკლი ალასანია: ლევან გაჩეჩილაძე თავის წარუმატებლობაში ყველას ადანაშაულებს საკუთარი თავის გარდა
“ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია “დაიცავი საქართველოს” ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის კრიტრიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ “ალიანსი” იმ გზით მიდის, რომელიც სწორად მიაჩნია, ამიტომ ოპონენტების მოსაზრებებს მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. ალასანიას თქმითვე, ლევან გაჩეჩილაძე იმ პოლიტიკოსთა რიცხვში ჩაეწერა ვინც საკუთარ წარუმატებლობას ყველას აბრალებს, საკუთარი თავის გარდა.
წაიკითხეთ სრულად >>

 
  საზოგადოება
 
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის თანახმად, პროკურატურა ყველაზე გაუმჭვირვალე სახელმწიფო სტრუქტურაა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესაფასებლად ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ვებ-გევრდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კვლევის ფარგლებში 52 განცხადება გაიგზავნა 10 საჯარო დაწესებულებაში, რომელთა შორის იყო პარლამენტი, ფინანსთა, იუსტიციის, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები, უზენაესი სასამართლო, პროკურატურა, ცენტრალური საარჩევნო კომისია, სახალხო დამცველის ოფისი და კონტროლის პალატა. განცხადებები დაწერილი იყო როგორც რიგითი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების, ისე ეთნიკური უმცირესობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ.
წაიკითხეთ სრულად >>

 
"რუსთავი 2"–სა და "იმედს" დააჯარიმებენ?
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ტელეკომპანიების “რუსთავი 2”-ს და “იმედის” მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა, რომელიც სასამართლოს გადაეცემა. ოქმი არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯანმრთელი სამყაროს” საჩივრის საფუძველზე შედგა. მის თანახმად, ტელეკომპანიებმა საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-12 პუნქტი, კერძოდ, 30 მაისის არჩევნების დღეს გამოქვეყნებულ ეგზიტპოლის შედეგებზე არ მიუთითეს გარკვეული რეკვიზიტები ეგზიტპოლის შესახებ.
წაიკითხეთ სრულად >>

 
  ეკონომიკა
 
გეშინოდეთ Fecebook-ის ქურდების
ჰაკერი, რომელიც ინტერნეტში სახელი - კირლოსით შედიოდა Fecebook-ის "პაროლებს" იპარავდა. მან უკვე გატეხა და მოიპარა სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რომელიც 1,5 მილიონ ადამიანს ეკუთვნოდა და პარალელურად ამისა გაყიდა 700 000 ასეთი გზით მოპარული ინფორმაცია. როგორც ვარაუდობენ, ის ეროვნებით რუსია.
წაიკითხეთ სრულად >>

 
რადიო “ჰერეთი” საერთაშორისო ორგანიზაციებს და ომბუდსმენის აპარატს დახმარებას სთხოვს
რადიო “ჰერეთის” დირექტორი რამაზ სამხარაძე უახლოეს დღეებში საერთაშორისო ორგანიზაციებს, უფლებადამცველებს და ომბუდსმენის აპარატს თხოვნით მიმართავს, რომ რადიო “ჰერეთს” დედაქალაქში ლიცენზიის მიღებაში დახმარება გაუწიონ. როგორც დღეს საგანგებო პრესკონფერენციაზე რამაზ სამხარაძემ განაცხადა, კომპანია ორი წლის განმავლობაში დედაქალაქში ლიცენზიის მიღებას უშედეგოდ ითხოვს.
წაიკითხეთ სრულად >>

 
  კრიმინალი
 
საქართველოში საერთაშორისო ნარკოკარტელის ხუთი წევრი დააკავეს
ქუთაისსა და თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა საერთაშორისო ნარკოკარტელის 5 წევრი: ანასტასია ზაუტაშვილი, მევლუდ სვანიძე, რომან მუსემიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი.ამ საკითხთან დაკავშირებით შს სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსმა შოთა უტიაშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა. შს სამინისტროს ინფორმაციით, 1968 წელს, საქართველოში დაბადებული ნუგზარ ბოჭორიშვილი (საბერძნეთის მოქალაქე, მცხოვრები ესპანეთში) დაკავებულთა ჯგუფს რეგულარულად უგზავნიდა ჯართს პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან. ტვირთში გადამალული იყო კოკაინის დიდი პარტიები საერთაშორისო ბაზრებზე შემდგომი განაწილების მიზნით.
წაიკითხეთ სრულად >>

 
ნარკორეალიზატორები სათბურში ორ მილიონ ევროს ინახავდნენ
საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა სპეცოპერაციის შედეგად, წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთიდან 2 მილიონამდე ევრო ამოიღეს. ეს ინფორმაცია “მედიანიუსს” შსს-ში დაუდასტურეს. წინასწარი ცნობით, ფული, რომელიც ბოჭორიშვილების სათბურიდან ამოიღეს, ნარკორეალიზატორებს ეკუთვნით.
წაიკითხეთ სრულად >>

 
  უფლება და კანონი
 
რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპულმა კომისიამ საქართველოზე ანგარიში გამოაქვეყნა
გამოქვეყნდა რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც კომისიის წევრთა საქართველოში ვიზიტისა და საქართველოს მიერ რეკომენდაციებისა და რჩევების შესრულების შედეგებს ასახავს. როგორც `მედიანიუსს~ საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, მოხსენებაში დადებითად არის შეფასებული საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების, კულტურათაშორისი დიალოგის წახალისებისა და რელიგიური შემწყნარებლობის განმტკიცების მიმართულებით გატარებული რეფორმები.
წაიკითხეთ სრულად >>

 
პირობით ვადამდე გასათავისუფლებლად რეკომენდაცია 66 პატიმარს გაეწია
პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიამ სააღდგომოდ გათავისუფლების რეკომენდაცია 66 მსჯავრდებულს გაუწია. კომისიამ სულ 235 პატიმრის საქმე განიხილა, რომელთაც ყველა კატეგორიის დანაშაული აქვთ ჩადენილი. 66 პატიმარს შორის 7 ქალია. აღსანიშნავია, რომ სიაში არცერთი არასრულწლოვანი არ მოხვედრილა. როგორც კომისიის წევრმა საპარლამენტო უმრავლესობიდან ეკა ხერხეულიძემ განაცხადა, ამას ერთადერთი მიზეზი აქვს – კომისიისათვის წარდგენილი არასრულწლოვნები სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაცისგან დადებითად არ ხასიათდებიან და ჩადენილ დანაშაულებს არ ინანიებენ, რაც მათი გათავისუფლების რეკომენდაციის გასაწევად ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა.
წაიკითხეთ სრულად >>

 
 
  რეგიონები
 
გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლი აიღეს
გორის ცენტრალური მოედნიდან შუაღამისას ხელისუფლებამ სტალინის ბრინჯაოს ძეგლი აიღო. ეს დრო სავარაუდოდ იმიტომ შეირჩა, რომ თავიდან აეცილებინათ იმ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ძეგლის აღებას. ძეგლი გორში, სტალინის მუზეუმში გადაიტანეს; მის ადგილას კი 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომში და ასევე სტალინური საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის შესაქმნელად კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო კონკურსი უკვე გამოაცხადა.
წაიკითხეთ სრულად >>

 
გორის ასფალტის გადამამუშავებელ ქარხანაში უბედური შემთხვევის შედეგად 28 წლის ნიკოლოზ ბაზანდარაშვილი გარდაიცვალა
გორის ასფალტის გადამამუშავებელ ქარხანაში უბედური შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 28 წლის ნიკოლოზ ბაზანდარაშვილი გარდაიცვალა, როგორც თვითმხილველები აცხადებენ იგი ასფალტის დამგებმა მოწყობილობამ ჩაითრია და არტერია გადაუჭრა, იგი ადგილზევე გარდაიცვალა. ასფალტის ქარხანაში უკვე იმყოფებოდნენ შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები და მათ შემთხვევის ადგილზე წინასწარი მოკვლევა ჩაატარეს. გარდაცვლილის ცხედარი კი ცოტა ხნის წინ გორის სამხედრო ჰოსპიტალის პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც მას სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.
წაიკითხეთ სრულად >>

 
  უცხოეთი
 
ნელსონ მანდელას შვილიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტის ნელსონ მანდელას შვილიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა. გოგონა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნისადმი მიძღვნილი კონცერტიდან ბრუნდებოდა, როდესაც შემთხვევა მოხდა. მანდელას შვილიშვილს 9 ივნისს 13 წელი შეუსრულდა. ჯერ-ჯერობით ავტოავარიის გამომწვევი დეტალები არ არის ცნობილი.
წაიკითხეთ სრულად >>

 
წყალდიდობის შედეგად ვარშავის მეტროპოლიტენში წყალი ჩავიდა
გასულ ღამით ვარშავაში დაწყებულმა წყალდიდობამ ჩაძირა მეტროპოლიტენის სადგურები “იმელინ”, “სტოკლოსი” და “კაბატი”. გარდა ამისა, წყლით აივსო ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი. წყალდიდობამ ზიანი მიაყენა მარია სკლოდოვსკა-კიურის სახელობის ონკოლოგიურ ცენტრს. პოლონური წყაროების ცნობით, ვარშავას ურსინოვის რაიონში, წყლის დონე ნახევარ მეტრს შეადგენს. წყალმა ელექტროგადამცემები წააქცია და პოლონეთის დედაქალაქს ელექტროენერგიით მომარაგების მხრივ, პრობლემები შეექმნა.
წაიკითხეთ სრულად >>

 
  პრესის ფურცლებიდან
 
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე გარდაიცვალა
ხუან ანტონიო სამარანჩი ბარსელონაში გარდაიცვალა. ის 89 წლის იყო. სამარანჩის სიკვდილის მიზეზი გულის უკრამრისობა გახდა. ხუან ანტონიო სამარანჩი 1920 წლის 17 ივლისს დაიბადა. მართალია მან ბიზნესმენისათვის საჭირო განათლება მიიღო, მაგრამ სპორტული ჩინოვნიკის კარიერა არჩია.
წაიკითხეთ სრულად >>

 
ჩინეთში Google-ს სისტემამ მუშაობა შეწყვიტა
The Los Angeles Times გამოცემის ცნობით, ჩინელები ბევრს წვალობდნენ, მაგრამ ვერ შედიოდნენ google-ს ინტერნეტ გვერძე, საქმე ისაა, რომ გვერდი იხსნებოდა, მაგრამ ინფორმაციის მაგივრად, ეს მხოლოდ ცარიელი ფურცელი იყო. რა მოხდა? ზოგიერთი ბლოგერის ცნობით, ეს შეიძლება გამოწვეული იყო სახელმწიფოს მიერ სისტემაში გაშვებული ცენზურით, ანუ ზოგიერთი გვერდის დაბლოკვით. შესაძლებელია დაბლოკილი იყო ასოთა წყობა - RFA, რაც შემოკლებულად ნიშნავს - radio Free Asia. ამ რადიოს მოსმენა ჩინეთის ტერიტორიაზე აკრძალულია
წაიკითხეთ სრულად >>

 
  ეს საინტერესოა
 
პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის აღდგენილი ვერსია საქართველოს ეროვნულ არქივს გადაეცა
საქართველოს კინოცენტრის წარმომადგენლებმა და დოკუმენტური ფილმის `აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში~ რესტავრაციის ინიციატორებმა, კინორეჟისორმა ნანა ჯანელიძემ, მარინა კერესელიძემ, ნინო ნატროშვილმა კინოფილმის აღდგენილი ციფრული ასლი, პოზიტივი და ნეგატივი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს გადასცეს შესანახად. კინოდოკუმენტის პრეზენტაცია ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გაიმართა. უხმო ფილმის ნახვა უკვე მუსიკის თანხლებითაა შესაძლებელი, რომელიც სპეციალურად შექმნა კომპოზიტორმა მიშა მდინარაძემ.
წაიკითხეთ სრულად >>

 
მიხალკოვის ფილმი "ჩავარდა"
ნიკიტა მიხალკოვის ახალი ფილმი "მზით გადაღლილნი - 2" "ჩავარდა". როგორც კინოკრიტიკოსები აცხადებენ, ეს ფილმი მოსახლეობამ ვერ გაიგო და ამიტოენება ცარიელ დარბაზებში ხდება.
წაიკითხეთ სრულად >>

 
  თარიღები
 
26 ივნისი
მღვდელმოწამისა ანთიმოზ ივერიელისა, უნგროვლახეთის მიტროპოლიტისა (1716); ქალწულმოწამისა აკვილინასი (293); ტრიფილე კვიპრელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 370); ქალწულმოწამისა ანტონინასი (284-303); ანტ იპატროს ბოსტრელი ეპისკოპოსისა; ღირსთა: ანასი (826) და ძისა მისისა იოანესი (IX). წმიდა წამებული აკვილინა ფინიკიის ქალაქ ბიბლოსის მკვიდრი იყო. იმპერატორ დიოკლიტიანეს დროს გამოცხადებულ ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანი შეიპყრეს და აწამეს. ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს მიწას წმიდანის ცხედარი. მოგვიანებით კი მისი წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და მისი სახელობის ტაძარში დაასვენეს.
წაიკითხეთ სრულად >>

 
25 ივნისი
ღირსისა იოანე (თორნიკე) მთაწმინდელისა, სვინგელოზისა (X); ღირსისა ონოფრე დიდისა (IV); ღირსისა ისიდორე სამთავნელისა, ცამეტ ასურელ მამათაგანისა (VI); ღირსთა: იოანესი, ანდრიასი, ირაკლემონისა და თეოფილესი (IV) ; ღირსისა პეტრე ათონელისა (734). ღირსი მამა ონოფრე დიდი მეუდაბნოე ცხოვრებას ეწეოდა სხვა მამებთან ერთად. ღირსმა მამა ონოფრემ მარტოობაში 60 წელი გაატარა. ღირსი მამა პეტრე ათონელი, ტომით ბერძენი, იმპერატორის ჯარის სარდალი იყო და კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა. 667 წელს სირიელებთან ომის დროს ტყვედ ჩავარდა. დატყვევებულ პეტრეს უფალმა მრავალი სასწაული მოუვლინა, რის შემდეგაც მან მიიღო ქრისტიანობა, უდაბნოში განმარტოვდა და სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა ამგვარ ღვაწლს. ღირსი პეტრე გარდაიცვალა 734 წელს.
წაიკითხეთ სრულად >>

 
 

 

  ანონსები
 

 
 
 
 
 
  გამოკითხვა
 
უნდა აეღოთ თუ არა სტალინის ძეგლი

უპირობოდ, დიახ
არავითარ შემთხვევაში
ხალხის აზრი უნდა გამოეკვლიათ
უნდა აეღოთ, მაგრამ სხვა ფორმით

 


სამკურნალო რჩევები

 © Copyrights 2008 Created By studio SPAR