მთავარი ჩვენ შესახებ სასარგებლო ლინკები გალერეა ფორუმი კონტაქტი  
  გორის ასფალტის გადამამუშავებელ ქარხანაში უბედური შემთხვევის შედეგად 28 წლის ნიკოლოზ ბაზანდარაშვილი გარდაიცვალა
  სიახლეები

«    სექტემბერი    » «    2010    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 


 
 

გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლი აიღეს 

გორის ცენტრალური მოედნიდან შუაღამისას ხელისუფლებამ სტალინის ბრინჯაოს ძეგლი აიღო.

ეს დრო სავარაუდოდ იმიტომ შეირჩა, რომ თავიდან აეცილებინათ იმ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ძეგლის აღებას.

ძეგლი გორში, სტალინის მუზეუმში გადაიტანეს; მის ადგილას კი 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომში და ასევე სტალინური საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის შესაქმნელად კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო კონკურსი უკვე გამოაცხადა.

კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სტალინის ძეგლი გორის ცენტრში იყო ”ახირებული და გაუგებარი დაუდევრობა.” მისი თქმით, ძეგლის დემონტაჟი ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცენტრალური მთავრობის თანხმობით განახორციელა. 

ძეგლის აღების შესახებ ხელისუფლებას წინასწარი განცხადება არ გაუკეთებია.

შუაღამისას პოლიციამ სტალინის ძეგლს ალყა შემოარტყა და ჟურნალისტებს მისი აღების პროცესის გადაღების საშუალება არ მისცა. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, როდესაც ისინი დემონტაჟის გადაღებას ცდილობდნენ.

გორში მდებარე ტელეკომპანიამ „თრიალეთი“ თავის Facebook-ის გვერდზე დაახლოებით ღამის 2 საათზე გზავნილი გამოაქვეყნა, სადაც წერია: „გორში სტალინის ძეგლს იღებენ. პატრულმა ალყაში მოაქცია ტერიტორია. „თრიალეთის“ გადამღები ჯგუფი იღებდა სიუჟეტს და პოლიციამ წაართვა კამერა და განათება და ჟურნალისტი ლადო ბიჭაშვილი და ოპერატორი იმედა გოგოლაძე წიხლებით სცემეს“. 

მოგვიანებით, ლადო ბიჭაშვილმა განაცხადა, რომ მას მოგვიანებით დაუბრუნეს კამერა, თუმცა ჟურნალისტებზე თავდასხმის ამსახველი კადრები უკვე წაშლილი იყო.  მისი თქმით, „თრილეთის“ გადამღებ ჯგუფს მოგვიანებით ასევე მისცეს გადაღების უფლება.

ვიდეოკამერას, რომელიც გორის ცენტრალურ მოედანზეა დამონტაჟებული და რომლის საშუალებითაც livegeorgia.ge-ზე ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე მოვლენების ნახვაა შესაძლებელი, ჩამოაფარეს ობიექტივზე, რათა მოედანზე განვითარებული მოვლენები არავის ენახა. ხოლო როდესაც დაახლოებით ღამის 3:30 გადაღება აღდგა, გამოჩნდა ცარიელი ცხრამეტრიანი კვარცხლბეკი გორის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წინ.

1952 წელს დადგმული ექვსმეტრიანი ძეგლის ბედი დროდადრო დებატების წყარო ხდებოდა საქართველოში. ბოლოს ამ ძეგლზე დისკუსიები შარშან შემოდგომაზე გაიმართა, როდესაც კარგად ორგანიზებული აქტივისტების ჯგუფმა კამპანია წამოიწყო გორის ცენტრალური მოედნიდან ძეგლის აღების და მისი სტალინის მუზეუმში გადატანის მოთხოვნით. ზოგიერთები ძეგლის განადგურებასაც მოითხოვდნენ. მათ, ვინც ძეგლის აღების წინააღმდეგ იყვნენ, ამის სხვადასხვა მიზეზები ჰქონდათ – ერთი ნაწილი ამის წინააღმდეგი იყო იმიტომ, რომ უბრალოდ სტალინი ზოგიერთი ქართველისთვის, ძირითადად კი უფროსი ასაკის თაობისთვის, სიამაყის წყაროა. თუმცა, ზოგიერთები აცხადებდნენ, რომ ძეგლის აღება ვერ დაეხმარებოდა მენტალიტეტის შეცვლას და რომ ძეგლი ქვეყნის ისტორიის ნაწილია, რამდენადაც არასასიამოვნო შეიძლება ყოფილიყო ის.

სულ ბოლოს სტალინის ძეგლმა საზოგადოების ყურადღება აპრილში მიიპყრო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადების გამო. რუსულ გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში მერაბიშვილმა, რომელიც ცდილობდა აეხსნა, რომ საქართველოს და რუსეთს „განსხვავებული ღირებულებები“ გააჩნია, განაცხადა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ქართველმა დეპუტატმა გივი თარგამაძემ რუსეთის სამხედრო მეთაურს, რომელიც იმ დროს გორს აკონტროლებდა, სტალინის ძეგლის აფეთქება შესთავაზა ფულის გადახდის სანაცვლოდ.

„მათ [რუსმა სამხედროებმა] ხომ დაბომბეს გორი, მაგრამ სტალინის ძეგლს არ შეხებიან,“ – განაცხადა მერაბიშვილმა. „ისინი შეურაცხყოფილნი დარჩნენ [ამ შემოთავაზების გამო]. ყველა დანარჩენზე ისინი მზად იყვნენ აეღოთ ფული, მაგრამ არა ამისთვის,“ – განაცხადა მერაბიშვილმა.

წყარო: civil.ge

 
 
 
 
 
  გამოკითხვა
 
უნდა აეღოთ თუ არა სტალინის ძეგლი

უპირობოდ, დიახ
არავითარ შემთხვევაში
ხალხის აზრი უნდა გამოეკვლიათ
უნდა აეღოთ, მაგრამ სხვა ფორმით

 


სამკურნალო რჩევები

 © Copyrights 2008 Created By studio SPAR