თბილისის ახლად არჩეულმა მერმა სამუშაო გეგმა წარადგინა - 17.06.2010
დღეს თბილისის ახლად არჩეული საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, თბილისის მერმა გიგი უგულავამ 120-დღიანი სამუშაო გეგმა წარადგინა.
სხდომის დაწყებამდე 2006-2010 წლების მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა უგულავას თბილისის გასაღები გადასცა.
Gგიგი უგულავას განცხადებით, მისი მუშაობის მთავარი პრიორიტეტი იქნება სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესება. უგულავამ ერთ-ერთ პრიორიტეტად თბილისის 24-საათიანი წყალმომარაგებაც დაასახელა.
წაიკითხეთ სრულად
ირაკლი ალასანია: ლევან გაჩეჩილაძე თავის წარუმატებლობაში ყველას ადანაშაულებს საკუთარი თავის გარდა - 11.06.2010
“ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია “დაიცავი საქართველოს” ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის კრიტრიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ “ალიანსი” იმ გზით მიდის, რომელიც სწორად მიაჩნია, ამიტომ ოპონენტების მოსაზრებებს მათთვის მნიშვნელობა არ აქვს.
ალასანიას თქმითვე, ლევან გაჩეჩილაძე იმ პოლიტიკოსთა რიცხვში ჩაეწერა ვინც საკუთარ წარუმატებლობას ყველას აბრალებს, საკუთარი თავის გარდა.
წაიკითხეთ სრულად
თემურ ნანეიშვილი: თბილისი ისევ რჩება მთავარ ოპოზიციურ ქალაქად - 04.06.2010
„ქართული აკადემიის“ გადაწყვეტილება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მხარი დაეჭირა „ალიანსი საქართველოსთვის“, არ ყოფილა სტრატეგიული შეცდომა, რადგან ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში ირაკლი ალასანია ისევ რჩება მთავარ პოლიტიკურ ფიგურად და მისი პერსპექტივები უფრო დიდია, _ ამის შესახებ „მედიანიუსს“ მოძრაობის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თემურ ნანეიშვილმა განუცხადა.
მისივე განცხადებით, არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა, რაშიც გადამწყვეტი როლი კორპუსის ამხანაგობების თავმჯდომარეებმა შეასრულეს.
წაიკითხეთ სრულად
კოკა გუნცაძე: არ შეიძლება დაგეგმო დამარცხება - 04.06.2010
კოკა გუნცაძის განცხადებით, "ალიანსმა საქართველოსთვის" დამარცხების გეგმა თვითონვე შეადგინა, რადგან ვერ უზრუნველყო ერთიანობა, და არც თავად აღმოაჩნდა საკმარისი ძალა ხელისუფლების ალტერნატივად ჩამოყალიბებულიყო.
როგორც “დაიცავი საქართველოს” ოფისში გამართულ ბრიფინგზე გუნცაძემ აღნიშნა, მას არ სურდა გარანტირებული დამარცხების გეგმის და იმიტირებული გამარჯვების ნაწილი ყოფილიყო, სწორედ ამიტომ მიიღო ალიანსიდან წასვლის გადაწყვეტილება.
წაიკითხეთ სრულად
ზვიად ძიძიგური: პარტნიორის გადაგდება ალიანსელებისთვის მისაღებია, ჩვენთვის კი მიუღებელი და არავაჟკაცური - 03.06.2010
30 მაისი არჩევნებისთვის ოპოზიციამ ერთიანობას ვერ მიაღწია. ამის მიზეზად ფორმულა „ყველა _ მინუს ერთი (ნოღაიდელი)“ და ალასანიას კანდიდატურასთან დაკავშირებით „ალიანსის“ ულტიმატუმი დასახელდა. შეუთანხმებლობას ურთიერთბრალდებები მოჰყვა. „ეროვნულმა საბჭომაც“ და „ალიანსმა საქართველოსთვისაც“ თავის გამართლების მიზნით იმაზე დაიწყეს კამათი, ალასანიას მეტი რეიტინგი ჰქონდა თუ ძიძიგურს და ვის უფრო ეკუთვნოდა კანდიდატურის მოხსნა მეორის სასარგებლოდ.
წაიკითხეთ სრულად
აშშ საქართველოში ჩატარებული არჩევნებით კმაყოფილია - 03.06.2010
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელის ფილიპ ქროულის განცხადებით, საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები წინა არჩევნებთან შედარებით, პროგრესით გამოირჩევა და აშშ ულოცავს ქართველ ხალხს არჩევნების წარმატებით ჩატარებას.
როგორც ქროულიმ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არჩევნები მეტად შეესაბამებოდა საერთაშორისო და ეუთოს სტანდარტებს, იყო პროგრესი საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, თუმცა, იყო დარღვევებიც, რომლებიც დამკვირვებლებმა ცალკეულ უბნებზე დააფიქსირეს.
წაიკითხეთ სრულად
რატომ ვერ მისცეს ხმა პატიმრებმა - 30.05.2010
თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაკვირვებას ახორციელებს ამ დროისათვის შემდეგი ტენდენციები ფისქირდება:
• ხმის მიცემა არაუფლებაქმოსილი პირის მიერ;
ბათუმის 79-ე ოლქის 41-ე უბანზე მოქალაქემ ხმა სხვა ამომრჩევლის (ლევან ხარაზიშვილის) ნაცვლად მისცა; ამავე უბანზე ორმა პირმა სცადა სხვა მოქლაქის (მამუკა ლორიას და მამუკა მატკავას) ნაცვლად კენჭისყრაში მონაწილეობა, თუმცა კომისიის წევრებმა მათ ხმის მიცემის საშუალება არ მისცემს.
წაიკითხეთ სრულად
ცხელ-ცხელი საარჩევნო დარღვევები - 30.05.2010
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება ბ-ნ პავლე კუბლაშვილის გუშინდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები საარჩევნო უბნების გარეთ აღწერენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს.
წაიკითხეთ სრულად
გამოსავალი ამათი კეტებით და პანჩურებით გაგდებაშია - 25.04.2010
მოახლოებულ არჩევნებს ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს. მათ შორისაა გოგა ხაინდრავა, რომელსაც ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში სამართლიანი არჩევნების ჩატარების არ სჯერა, გამოსავალს ხელისუფლების კეტის გამოყენებით გაგდებაში ხედავს.
წაიკითხეთ სრულად
"მებრძოლი განწყობილების მქონე ამომრჩევლისთვის ალასანია შესაძლოა მისაღები არ იყოს" - 09.04.2010
პრაიმერისტებმა, სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატად კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური დაასახელა, რაც იმას ნიშნავს, რომ არასაპარალმენტო ოპოზიციის მხარდამჭერების ხმების გაყოფა ძიძიგურს და ალასანიას მოუწევთ. რამდენად შეძლებს ცალ-ცალკე ფლანგზე ბრძოლით ოპოზიცია სახელისუფლებო კანდიდატისთვის მოგებას და რა შანსები ექნებათ ძიძიგურს და ალასანიას, ამ საკითხებზე საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსი“ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
წაიკითხეთ სრულად
„ეროვნული საბჭო“ ქვეყნის საპარლამენტო მოდელსა და თბილისის კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმდა - 09.04.2010
„ევროვნული საბჭოს“ შემადგენლობაში შემავალმა 12-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა დღეს გამართულ ყრილობაზე საზოგადოებას ახალი ინიციატივები გააცნო. „ეროვნული საბჭო“ საქართველოს მოსახლეობას, ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, ქვეყანაში რეფორმების გატარებას საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელებით დაჰპირდა.
„ეროვნული საბჭოს“ განცხადებით, ქვეყანაში გაუქმდება მოქმედი საპრეზიდენტო რესპუბლიკა და საქართველოს საპარლამენტო მმართველობაზე გადავა. ამასთან, „ეროვნული საბჭოს“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის კობა დავითაშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩენებში გამარჯვების შემდგომ მზადაა, თბილისის მთავრობა კოალიციური წესით დააკომპლექტოს.
წაიკითხეთ სრულად
საგარეო უწყება: განმუხურთან რუსული კატარღების შესვლა საფრთხის შემცველია - 05.04.2010
დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმუხურში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად აკვატორიაში რუსული კატარღების შესვლას აგამოეხმაურა და მას საფრთხის შემცველი უწოდა.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ზედამხედვლობა შეზღუდულად ხორციელდება, ყველა მსგავსი ქმედება, საფრთხის მატარებელია.
წაიკითხეთ სრულად
"რუსეთის მსო-ში გაწევრიანებაზე ვეტო-ს არ დადება შეიძლება ამერიკამ გვთხოვოს" - 27.03.2010
უკვე რამდენიმე წელია რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას საქართველო ვეტო-ს ადებს. ბოლო დროს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი აღნიშნულ ორგანიზაციაში უახლოეს მომავალში გაწევრიანდება, რის გამოც ქრისტიან-დემოკრატებმა ეჭვი გამოთქვეს, რომ ამ საკითხზე შესაძლოა საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის ფარული მოლპარაკებები მიმდინარეობდეს.
წაიკითხეთ სრულად
მაგდა ანიკაშვილი: რთულია იმის ახსნა, ხელისუფლება ჯანდაცვის სფეროში რატომ ატარებს გაუმართლებელ ექსპერიმენტებს - 13.03.2010
პროექტ "100 ახალი საავადმყოფოს" ბედი კვლავ გაურკვეველია. პოლიტიკოსთა ნაწილმა, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფოს ინვესტორი კომპანია “ბლოკ ჯორჯიასთან” ხელშეკრულების გაუქმება და გადაცემული სამედიცინო ობიექტების ჩამორთმევა მოითხოვა.
წაიკითხეთ სრულად
ზვიად ძიძიგური: პრაიმერის მთავარი ამოცანა არის ერთი კანდიდატის შერჩევა და არ აქვს მნიშვნელობა ის ძლიერია თუ სუსტი - 27.02.2010
ოპოზიციის მიერ გამართულ კონსულტაციებში აქტიურად განიხილება თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის პრაიმერის გზით გამოვლენა, რასაც ეწინაღმდეგებიან რესპუბლიკელები და "მემარჯვენეები". არჩევნებამდე სამი თვით ადრე, როცა ოპოზიციური პარტიები სარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ერთად უნდა იბრძოდნენ, ნოღაიდელისა და პრაიმერის გამო, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. პრაიმერის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი ექსპერტთა უმრავლესობაც. მათი ვარაუდით, ხელისუფლება ძლიერი კანდიდატის ჩამოსაშორებლად პრაიმერს ძალიან ადვილად გააყალბებს და სუსტ კანდიდატს გაამარჯვებინებს.
წაიკითხეთ სრულად
გია გაჩეჩილაძე: არჩევნების გაყალბებას ქვეყანაში სერიოზული ჭექა-ქუხილი უნდა მოჰყვეს - 20.02.2010
მომღერალ გია გაჩეჩილაძის ("უცნობის") განცხადებით, ხელისუფლება ადგილობრივ არჩევნებს გააყალბებს და ამას მთელი მსოფლიო დაინახავს. მისივე თქმით, ამ გაყალბებას ქვეყანაში სერიოზული ჭექა-ქუხილი უნდა მოჰყვეს.
აღნიშნული განცხადება “უცნობმა” დაიცავი საქართველოს” ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
წაიკითხეთ სრულად
სახელმწიფო საცხოვრებელი ფართით საზღვარგარეთ გასულ დევნილებსაც დააკმაყოფილებს - 16.02.2010
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანის განცხადებით, საცხოვრებელი ფართი, რიგითობის დაცვით, იმ დევნილებისთვისაც იქნება გათვალისწინებული, რომლებსაც თავის დროზე საქართველოს დატოვება გარკვეული მიზეზებით მოუხდათ.
ამ საკითხით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაცის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატი ნუგზარ წიკლაური დაინტერესდა. მისი თქმით, საზღვარგარეთ წასვლა აფხაზეთიდან დევნილ ბევრ ადამიანს მოუხდა, რადგან მაშინდელი ხელისუფლება მათ დასაქმებასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე არ ზრუნავდა.
წაიკითხეთ სრულად
გრიგოლ ვაშაძეს პროკურატურაში უჩივლეს - 29.01.2010
კრემლის იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის «ევრაზიის ახალგაზრდული კავშირის” წევრებმა რუსეთის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტში განცხადება შეიტანეს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვეს.
რუსული წყაროების ცნობით, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქე გრიგოლ ნოდარის-ძე ვაშაძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას გააკეთა განცხადებები, რომელიც ხელს უწყოს ექსტრემიზმს, სოციალური, რასობრივი, ეროვნული და რელიგიური სიძულვილის გაღვივებას.
წაიკითხეთ სრულად
ნოდარ ნათაძე: ამერიკელებს ეშინიათ, საპრეზიდენტო არჩევნებში ივანიშვილმა არ იყაროს კენჭი - 28.01.2010
ტრადიციულად, ქართული ოპოზიცია იმაზე თანხმდება, რომ ვერაფერზე თანხმდება. ძველ წყალგამყოფებს ახალიც დაემატა და ოპოზიცია კვლავ ორ ბანაკად გაიყო: რუსეთთან დიალოგის მოსურნეებად და მოწინააღმდეგეებად. საქართველოს ხელისუფლება კი, ალბათ, შორიდან დიდი სიამოვნებით უყურებს ყოფილი თანამებრძოლების დავას და იმას, თუ როგორ აკერებენ ერთმანეთს ოპონენტები “კრემლის აგენტისა” და “მოღალატის" იარლიყებს.
წაიკითხეთ სრულად
საქართველოში ომის გმირებისადმი მიძღვნილი კიდევ ერთი ძეგლი დაანგრიეს - 27.01.2010
აჭარაში, სოფელ დიოკნისში განადგურებულია სამამულო ომში დაღუპულთა მემეორიალი. მისი ნაწილები საბავშვო ბაღის სარდაფში შეინახეს.
ამ დროისათვის კიდევ ერთი განადგურებული ძეგლის ავტორი, მერაბ ბერძენიშვილი კი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მას რქამდენჯერმე მიმართეს ძეგლის აღდგენასთან დაკავშირებით, მაგრამ ბერძენიშვილმა მათ უარით უპასუხა, რადგან არ არსებობს დანგრეული მემორიალის ესკიზები.