„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის თანახმად, პროკურატურა ყველაზე გაუმჭვირვალე სახელმწიფო სტრუქტურაა - 24.06.2010
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესაფასებლად ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის ვებ-გევრდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კვლევის ფარგლებში 52 განცხადება გაიგზავნა 10 საჯარო დაწესებულებაში, რომელთა შორის იყო პარლამენტი, ფინანსთა, იუსტიციის, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები, უზენაესი სასამართლო, პროკურატურა, ცენტრალური საარჩევნო კომისია, სახალხო დამცველის ოფისი და კონტროლის პალატა. განცხადებები დაწერილი იყო როგორც რიგითი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების, ისე ეთნიკური უმცირესობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ.
წაიკითხეთ სრულად
"რუსთავი 2"–სა და "იმედს" დააჯარიმებენ? - 11.06.2010
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ტელეკომპანიების “რუსთავი 2”-ს და “იმედის” მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა, რომელიც სასამართლოს გადაეცემა. ოქმი არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯანმრთელი სამყაროს” საჩივრის საფუძველზე შედგა.
მის თანახმად, ტელეკომპანიებმა საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-12 პუნქტი, კერძოდ, 30 მაისის არჩევნების დღეს გამოქვეყნებულ ეგზიტპოლის შედეგებზე არ მიუთითეს გარკვეული რეკვიზიტები ეგზიტპოლის შესახებ.
წაიკითხეთ სრულად
იაშვილის კლინიკაში გოგონა მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით მოათავსეს - 03.06.2010
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 3 წლის გოგონა, ნუშა პეტროსიანი მედიკამენტური ინტოქსიკაციის სამცხე-ჯავახეთიდან გადმოიყვანეს.
როგორც „მედიანიუსს“ იაშვილის კლინიკაში განუცხადეს, ნუშა პეტროსიანი ჯანდაცვის სამინისტროს კატასტროფის სამსახურმა ახალციხის საავადმყოფოდან იაშვილის კლინიკაში გამთენიისას, დაახლოებით 4 საათისთვის გადმოიყვანეს.
წაიკითხეთ სრულად
ახლგაზრდული მოძრაობები თანამებრძოლების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს იწყებენ - 03.06.2010
ახალგაზრდული ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის დაკავებული მხარდამჭერების გათავისუფლების მოთხოვნით, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი და მედიას ერთობლივი ძალისხმევით საპროტესტო ღონისძიებების გეგმა გააცნეს.
ახალგაზრდული ორგანიზაციის „წინ“ თავმჯდომარე ზუკა ჩაჩანიძის განცხადებით, გაერთიანებული ორგანიზაციები უპირობოდ მოითხოვენ 7 მაისს ტელეკომპიანია „კავკასიის“ ეთერში განვითარებული მოვლენების შემდეგ დაპატიმრებული 8 თანამებრძოლის გათავისუფლებას და იწყებენ ბრძოლას ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტის“ საქმიანობის აღსაკვეთად.
წაიკითხეთ სრულად
რატომ ჩამოვიდა საქართველოში „ეფბიაის“ შეფი?! - 08.05.2010
საქართველოში აშშ-ს ფედერალური ბიუროს დირექტორის რობერტ მიულერის ვიზიტს ექსპერტთა მხრიდან განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. ზოგიერთმა ექსპერტმა ისიც კი განაცხადა, რომ მიულერი სააკაშვილის დასაპატიმრებლად იყო ჩამოსული და ამ საკითხზე მერაბიშვილს და ადეიშვილს უთანხმდებოდა. იყო სხვა ვერსიებს ასახელებდა.
რას შეიძლება უკავშირდებოდეს ასეთი რანგის მოხელის ვიზიტი, ამ საკითხზე ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება.
წაიკითხეთ სრულად
„9 აპრილის საზოგადოება“ 9 აპრილის მუზეუმის აღდგენას მოითხოვს - 09.04.2010
„9 აპრილის საზოგადოების“ თავმჯდომარე თამაზ ბიბილური საპარლამენტო კომისის შექმნას მოითხოვს და ხელისუფლებას 9 აპრილის მუზეუმის აღდგენას სთხოვს.
როგორც „მედიანიუსს“ თამაზ ბიბილურმა განუცხადა, ხელისუფლება შეგნებულად აჭიანურებს აღნიშნული მუზეუმის საქმის გამოძიებას, რომელიც 2000 წლიდან უკვე აღარ არსებობს. „როდესაც თბილისში 9 აპრილის ტრაგედია მოხდა, ამ ტრაგედიის ამსახველი მუზეუმი გავხსენით. მუზეუმში დაცული იყო უნიკალური ფოტომასალა და მდებარეობდა ლესელიძის ქუჩაზე №8-ში. 2000 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ მუზეუმი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაარბია. მიზეზად კი ობიექტის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანა დასახელდა.
წაიკითხეთ სრულად
ტელეკომპანია „მაესტროს“ აპრილიდან მთელი საქართველო უყურებს - 13.03.2010
ტელეკომპანია „მაესტრო" მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს სატელიტზე გავა და მისი მაუწყებლობა საქართველოს მკთელ ტერიტორიას მოიცავს.
ამის შესახებ განაცხადა „მაესტროს" ახალმა გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის" ოფისში 12 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ტელეკომპანია „მაესტრო" ამჟამად თბილისსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში საკაბელო არხებით მაუწყებლობს.
წაიკითხეთ სრულად
"დედამიწის ღერძიდან ბოლო გადახრას პლანეტაზე გამყინვარება მოჰყვა" - 04.03.2010
ბოლო დროს დედამიწის სხვადასხვა კონტინენტზე გახშირებულმა მიწისძვრებმა სპეციალისტების დასკვნით, ჩვენი პლანეტის ღერძიდან გადახრა გამოიწვია, რაც შესაძლოა სერიოზული ცვლილებების მიზეზი გახდეს. რაში გამოიხატება ეს ცვლილებები და როგორ აისახება ის კონკრეტულად საქართველოზე? _ ამ საკითხზე საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსი“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივ რესურსების სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროებისა და გეოლოგიური მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ემილ წერეთელს ესაუბრა.
წაიკითხეთ სრულად
წერეთელი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვეს - 21.02.2010
ზურაბ წერეთელი საპატიო ლეგიონის ჯილდოთი დააჯილდოვეს. ამის შესახებ წერეთელს საფრანგეთის პრეზიდენტმა აცნობა.
საპატიო ლეგიონერის ორდენი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა. ეს ჯილდო ნაპოლეონმა 1802 წელს დააწესა.
წაიკითხეთ სრულად
ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგედია - 15.02.2010
რა მოხდა ვანკუვერში? რატომ დაიღუპა 21 წლის ახალგაზრდა სპორტსმენი? რატომ გაცხადდა, რომ მისი სიკვდილის მიზეზი მისივე შეცდომა იყო? რა რეაქცია მოჰყვება ამას საქართველოს მხრიდან?
ამ კითხვებზე პასუხს მოუთმენლად ელის ქართული საზოგადოება.
უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალურად ამ ოლიმპიადისათვის აშენებული ბობსლეის კომპლექსი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ტრასებით არის აღწურვილი. სიმაღლეთა სხვაობა აქ 152 მეტრს აღწევს, ეს კი ძალაინ საშიშია.
წაიკითხეთ სრულად
გამოთხოვება სელინჯერთან! - 30.01.2010
ეს გენიალური ადამიანი ნახევარი საუკუნის განმავლობაში დუმდა! მას არ მიუცია არც ერთი ინტერვიუ და უარს ეუბნებოდა ყველა რეჟისორს, რომლებიც მისი ნაწარმოებების ეკრანიზაციას აპირებდა. ნახევარი წლის წინ სელინჯერმა მაინც გააკეთა ერთი განცხადება, ის გაბრაზდა, როდესაც ერთ-ერთმა სრულიად უცნობდა მწერალმა სელინჯერის უკვდავი ნაწარმოების "თამაში ჭვავის ყანაში" გაგრძელება დაწერა. გაბრაზებულმა სელინჯერმა მთელი ამერიკა შემოიარა და ამ ფაქტს აპროტესტებდა.
წაიკითხეთ სრულად
სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შიმშილობის დაწყებას აპირებენ - 29.01.2010
სოციალურად გაჭირვებული მოქალაქეები სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს განყოფილების ხელმძღვანელის ზურაბ ნატროშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ. ღატაკები სააგენტოს ხელმძღვანელს დახმარებების არასწორად დანიშვნაში ადანაშაულებენ. იმ შემთხვევაში თუ ვითარება რამდენიმე დღეში არ შეიცვალა, სოციალურად გაჭირვებულები სააგენტოს დედოფლისწყაროს განყოფილებასთან უვადო შიმშილობის აქციის დაწყებას აპირებენ, _ აცნობეს `მედიანიუსს~ კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან.
შოციალურად გაწირვებული მოქალაქეების თქმით, სააგენტო საარსებო შემწეობებს შიმშილის პირზე მყოფების ნაცვლად, შეძლებულ ოჯახებს უნიშნავს.
წაიკითხეთ სრულად
სახელმწიფო კვების პროდუქტების ხარისხზე ცონტროლს გააძლიერებს - 28.01.2010
საქართველოში კვების პროდუქტებზე კონტროლი მკაცრდება. როგორც `მედიანიუსს~ სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, სურსათის უვნებლობის შესახებ კანონში შესული ცვლილებები შეეხება საქართველოში არსებული ყველა მსხვილ საწარმოს, რომელიც ხორცს, თევზს, პურს, სასმელს და სხვა პროდუქტებს აწარმოებს. მონიტორინგი დაწესდება კვების ობიექტებზეც. მცირე დარღვევების შემთხვევევაშიც კი საწარმოებს სპეციალური სანქციები დაეკისრებათ. 2011 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრო მონიტორინგს დახლზე არსებულ ყველა პროდუქტზე დააწესებს.
წაიკითხეთ სრულად
გამომცემლობა „დიოგენემ“ მთარგმნელებისთვის კონკურსი გამოაცხადა - 23.01.2010
გამომცემლობა „დიოგენემ“ პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელებისთვის კონკურსი გამოაცხადა და დააწესა „ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია“, ნებისმიერი ენიდან ქართულ ენაზე თარგმანისთვის.
როგორც გამომცემლობა „დიოგენეს“ დირექტორმა თამარ ლებანიძემ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გამართულ პრესკონფეენციაზე განაცხადა, „ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია“ დაწესდა იმიტომ, რომ სამივე სიტყვა: ახალგაზრდა, მთარგმნელი და პოეზია, სწორედ კოტეტიშვილის სახელს უკავშირდება.
წაიკითხეთ სრულად
სოხუმი ქართველი მოსწავლეების გადაადგილების კონტროლს ამკაცრებს - 21.01.2010
სოხუმის რეჟიმი გალის რაიონიდან ქართველ მოსწავლეებს მხოლოდ საკონტროლო-გამშვები პუნქტების გავლით გამოატარებს.
ამის შესახებ გალის რაიონში სოხუმის რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა, რუსლან ქიშმარიამ განაცხადა.
აღნიშნული განცხადება ქიშმარიამ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში 20 იანვარს გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
მისი თქმით, საზღვარზე რამდენიმე საკონტროლო-გამშვები პუნქტი არსებობს და ამ პუნქტების გავლით მოსწავლეებს შეუფერხებლად შეუძლიათ საზღვრის გადაკვეთა.
წაიკითხეთ სრულად
"მოსკოვი და რუსეთის სხვა ქალაქები შესაძლოა ეთნიკური ომის პოლიგონებად გადაიქცეს" - 21.01.2010
19 იანვარს მოსკოვში მილიციამ დაარბია მიტინგი, რომელიც ადვოკატ სტანისლავ მარკელოვის და ჟურნალისტ ანასტასია ბაბუროვას მკვლელობის წლისთავს ეძღვნებოდა. აქციის ორგანიზატორები რუსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ. აქციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი რუსეთში ფეხმოკიდებული ქსენოფობიის გაპროტესტებაც იყო.
როგორც აქციის ორგანიზატორმა, “19 იანვრის კომიტეტის” წარმომადგენელმა არკადი პიროგოვმა განაცხადა, ქსენოფობია თავად რუსეთს უქმნის საფრთხეს, მაგრამ კრემლი შეგნებულად თუ შეუგნებლად წამახალისებელის როლს ასრულებს.
წაიკითხეთ სრულად
კვირის ლექსი - 08.01.2010
ვახუშტი კოტეტიშვილი
უცნაური რეცეპტი
მე ავად ვიყავი და მკურნალს ვეძებდი,
უეცრად მოფრინდა ცისფერი ფერია,
რაღაც უცნაური გადმომცა რეცეპტი,
რომელიც ანთებულ ყაყაჩოს ფერია.
წაიკითხეთ სრულად
მსოფლიოში ეიჩ1ენ1 ვირუსით 12 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა - 06.01.2010
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი მარგარეტ ჩენი ჟენევაში ღორის გრიპთან დაკავშირებით სპეციალური მოხსენებით გამოვიდა და წარადგინა იმ ქვეყნის მონაცემები, სადაც 2009 წელს, პანდემიური გრიპი ყველაზე მეტად მძვინვარებდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ე.წ. ღორის გრიპმა მსოფლიოში, გასულ წელს 12 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო საერთაშორისო საზოგადოებას ვირუსთან ბრძოლა 2011 წლამდე მოუწევს. „ყურადღების მოდუნება, ჯერჯერობით ნაადრევია. მსოფლიოს ღორის გრიპთან აქტიური ბრძოლა 2010 წელშიც მოუწევს. ჩვენი მონაცემებით, დღეისთვის, ღორის გრიპისგან გარდაცვალების 12 220 ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა მაინც უნდა აღინიშნოს, რომ პანდემია შემცირებისკენ წავიდა“, - განაცხადა ჩენმა.
წაიკითხეთ სრულად
ხორციელად შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - 05.01.2010
25 დეკემბერს (ახალი სტილით - 7 იანვარს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს თორმეტ ქრისტიანულ დღესასწაულთაგან ერთ-ერთს - ხორციელად შობას უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
ეს უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული დღესასწაული წმ. ეკლესიამ პირველსავე საუკუნეში დააწესა მოციქულთა მიერ:
„დაიმარხენით, ძმანო, დღენი სასწაულებისანი, და მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, დღე ქრისტეს შობისა“;
წაიკითხეთ სრულად
ქართულ ბაზარზე ცოცხალი ნაძვის ხის გაყიდვა ნებადართული იქნება - 24.12.2009
დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ, ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, სპეციალური ბრიფინგი გამართა და მოსახლეობას მოუწოდა, არ მოჭრან ნაძვის ხეები, რითაც ზიანი ადგება გარემოს და ძვირფას ნარგავებს.
მინისტრის განცხადებით, გარემოს დაცვის სამინისტროში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც უკანონოდ მოჭრილი ნაძვის ხეების რეალიზაციის ფაქტებს გამოავლენს. გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ მკაცრი კონტროლი და პატრულირება საქართველოს ყველა რეგიონში განხორციელდება.