მთავარი ჩვენ შესახებ სასარგებლო ლინკები გალერეა ფორუმი კონტაქტი  
  გორის ასფალტის გადამამუშავებელ ქარხანაში უბედური შემთხვევის შედეგად 28 წლის ნიკოლოზ ბაზანდარაშვილი გარდაიცვალა
  სიახლეები

«    სექტემბერი    » «    2010    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 


 
 
  ეკონომიკა
 
  გეშინოდეთ Fecebook-ის ქურდების - 24.04.2010
 
ჰაკერი, რომელიც ინტერნეტში სახელი - კირლოსით შედიოდა Fecebook-ის "პაროლებს" იპარავდა. მან უკვე გატეხა და მოიპარა სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რომელიც 1,5 მილიონ ადამიანს ეკუთვნოდა და პარალელურად ამისა გაყიდა 700 000 ასეთი გზით მოპარული ინფორმაცია. როგორც ვარაუდობენ, ის ეროვნებით რუსია.
წაიკითხეთ სრულად

  რადიო “ჰერეთი” საერთაშორისო ორგანიზაციებს და ომბუდსმენის აპარატს დახმარებას სთხოვს - 13.03.2010
 
რადიო “ჰერეთის” დირექტორი რამაზ სამხარაძე უახლოეს დღეებში საერთაშორისო ორგანიზაციებს, უფლებადამცველებს და ომბუდსმენის აპარატს თხოვნით მიმართავს, რომ რადიო “ჰერეთს” დედაქალაქში ლიცენზიის მიღებაში დახმარება გაუწიონ. როგორც დღეს საგანგებო პრესკონფერენციაზე რამაზ სამხარაძემ განაცხადა, კომპანია ორი წლის განმავლობაში დედაქალაქში ლიცენზიის მიღებას უშედეგოდ ითხოვს.
წაიკითხეთ სრულად

  მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების ახალი სია - 21.02.2010
 
ბრიტანულმა სააგენტო Brand Finance-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს 500 ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების სია. პირველი ადგილი, ისევე როგორც წინა წელს, მიიღო სუპერმარკეტების ქსელმა Wall-Mart. ის შეფასდა 41,4 მილიარდ დოლარად. ეს კომპანია ფართოდაა გავრცელებული და ცნობილია როგორც ძალიან დაბალი ფასების კომპანია.
წაიკითხეთ სრულად

  რატომ ძვირდება საწვავი? - 28.01.2010
 
საქართველოს ნავთოპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის ინფორმაციით, საქართველოში საწვავის გაძვირებაზე გავლენა საერთაშორისო ფასებმა მოახდინა. როგორც კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარი საერთაშორისო ფასებს პირდაპირ უკავშირდება.
წაიკითხეთ სრულად

  მსოფლიოს უმუშევრობა იპყრობს - 27.01.2010
 
უკანასკნელი მონაცემებით, მსოფლიოში უმუშევართა რიცხვმა 212 მილიონ ადამიანს მიაღწია. ეს 2007 წელთან შედარებით უპრეცენდენტო ზრდაა, ვინაიდან 2007 წელს უმუშევართა რიცხვი 34 მილიონი ადამიანი იყო. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, წელს უმუშევართა რიცხვი არ გაიზრდება, თუმცა ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში შეიძლება მოიმატოს კიდეც.
წაიკითხეთ სრულად

  უცხოური ინვესტიციები საქართველოში - 23.01.2010
 
ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ყოფილმა თვმჯდომარემ ქენან ილდირიმმა რადიო “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოში უცხოელი ინვესტორების მოღვაწეობაზე გასულ წელს გლობალურმა ეკონომიურმა კრიზისმა იმოქმედა. მისივე თქმით მიმდინარე წელს კი უცხოელი ინვესტორები მაისში ჩატარებული მერის არჩევნების შედეგებს ელოდებიან. სწორედ ამ არჩევნების შედეგები იქნება იმის განმსაზღვრელი თუ რამდენად გაიზრდება უცხოური ინვესტიციები საქართველოში. მისივე თქმით უცხოელი ინვესტორებისათვის მნიშვნელოვანია სტაბილური პოლტიკური გარემო.
წაიკითხეთ სრულად

  თბილისი-მოსკოვის ავიარეისები აღარ შესრულდება - 23.01.2010
 
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ქართულ ავიაკომპანია “ჯორჯიან ეირვეისს” თბილისი-მოსკოვის დამატებითი ჩარტერული რეისების შესრულების უფლება არ დართო. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლების განმარტებით, ქვეყნებს შორის რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენას ორი სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლებების მოლაპარაკებები სჭირდება, რომელთა გამართვის თარიღი უცნობია. რუსული მხარის ცნობით, 8 და 10 იანვარს შესრულებული თბილისი-მოსკოვის ავიარეისები ერთჯერადი აქცია იყო და რეგულარული ავიამიმოსვლის განახლება ამ ეტაპზე არ იგეგმება.
წაიკითხეთ სრულად

  ნავთობის საერთაშორისო ფასი შემცირდა, საქართველოში კი საწვავი მაინც ძვირდება - 15.01.2010
 
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი შემცირდა. საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის ინფორმაციით, ლონდონის წამყვან სანავთობო ბირჟაზე ბრინთ ქრად ტიპის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 0,99 აშშ დოლარით შემცირდა და 78,31 დოლარი შეადგინა. ნიუ-იორკის წამყვან სანავთობო ბირჟაზე კი სვიჩ ქრად ტიპის ნავთობის ფასი ერთ ბარელზე 1,14 აშშ დოლარით შემცირდა და 79,65 დოლარს გაუტოლდა.
წაიკითხეთ სრულად

  ლარის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა - 06.01.2010
 
ლარის კურსმა აშშ დოლართან მიმართებაში 1.6996 ლარი შეადგინა. აქედან გამომდინარე, ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი _ 1 აშშ დოლარი\1.6996 ლარი ძალაში ხვალ შევა. მოქმედი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 1.7013 ლარის ეკვივალენტი იყო.
წაიკითხეთ სრულად

  საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა - 24.12.2009
 
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5 პროცენტს შეადგენს, _ აცნობეს `მედიანიუსს~ ეროვნული ბანკიდან. ნოემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 2.7 პროცენტი შეადგინა, საშუალო წლიური ინფლაცია 1.9 პროცენტს შეადგენს. არსებული პროგნოზებით, ინფლაცია წლის ბოლოს 3-4 პროცენტის, ხოლო მომავალ წელს 6 პროცენტის ფარგლებში იქნება.
წაიკითხეთ სრულად

  გახდება თუ არა იუანი მსოფლიო ვალიუტა? - 20.12.2009
 
არსებობს მოსაზრება, რომ უახლოეს მომავალში იუანი მსოფლიო ვალიუტა გახდება. "მსოფლიო ფინანსური ბაზარის სტაბილურობის შენარჩუნება დოლარსა და ევროს აღარ შეუძლიათ, შეასძლებელია ახალი ვალიუტა გამოჩნდეს, ს იქნება იუანი", - განაცხადა ჰონკონგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკის მფლობელმა. ჩიენთი ვარაუდობეს, რომ მისის ვალიუტა მსოფლიო ბაზარს მოიცავს. მარტში ჩინეთის ორემიერ-მინისტრი ვენ ცზიაბო ეჭვობდა, რომ დოლარის არამყდარი მდგომარეობა შეარყევს ჩიენთის სარეზერვო ფონდების მდგომაერობასაც.
წაიკითხეთ სრულად

  ნავთობის ფასი შემცირდა - 11.12.2009
 
მსოფლიოში ნავთობის ფასი კვლავ შემცირდა. ლონდონის წამყვან სანავთობო ბირჟაზე ბრინთ ქრად ტიპის ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე 0,53 აშშ დოლარით დაიკლო და 71,86 დოლარი შეადგინა. ნიუ-იორკის წამყვან სანავთობო ბირჟაზე კი ლაით სვიჩ ქრად ტიპის ნავთობის ფასი ერთ ბარელზე 0,13 აშშ დოლარით შემცირდა და 70,54 დოლარი შეადგინა.
წაიკითხეთ სრულად

  ომში დაღუპულთა მეუღლეების, მშობლებისა და შვილების სახელმწიფო პენსია 55 ლარამდე იზრდება - 05.12.2009
 
ტერიტორიული მთლიანობისთვის; თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა მეუღლეების, მშობლებისა და შვილების სახელმწიფო პენსია 55 ლარამდე იზრდება. გარდა ამისა, ეს ოჯახები 44 ლარიანი სოციალური სუბსიდიის მიღების უფლებას მოიპოვებენ. აღნიშნული კატეგორიის პირთა სოციალური დაცვის გაუმჯობესების მიზნით, მოქმედ კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის, რის თაობაზეც იმსჯელეს დღეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
წაიკითხეთ სრულად

  სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად მორიგი აუქციონი გამოცხადდა - 03.12.2009
 
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გასაცემად მორიგი აუქციონი გამოაცხადა. აუქციონზე სიღნაღის, ნინოწმინდის, გორის, დუშეთის, ცაგერის, სენაკის, ტყიბულის, ასპინძის, ბოლნისის, აბაშის, ყაზბეგის, თელავის, ვანის, მარნეულის, ადიგენის, დედოფლისწყაროს, ახალქალაქის, კასპის, მცხეთის, წალკისა და ჩოხატაურის რაიონებში არსებული სასარგებლო წიაღისეულის 27 საბადო არის გატანილი.
წაიკითხეთ სრულად

  სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად მორიგი აუქციონი გამოცხადდა - 03.12.2009
 
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გასაცემად მორიგი აუქციონი გამოაცხადა. აუქციონზე სიღნაღის, ნინოწმინდის, გორის, დუშეთის, ცაგერის, სენაკის, ტყიბულის, ასპინძის, ბოლნისის, აბაშის, ყაზბეგის, თელავის, ვანის, მარნეულის, ადიგენის, დედოფლისწყაროს, ახალქალაქის, კასპის, მცხეთის, წალკისა და ჩოხატაურის რაიონებში არსებული სასარგებლო წიაღისეულის 27 საბადო არის გატანილი.
წაიკითხეთ სრულად

  როგორი საწვავია საქართველოში?! - 27.11.2009
 
საქართველოში იმპორტირებული აზერბაიჯანული ბენზინის ხარისხი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ასეთია საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე რეალიზებული საწვავის ხარისხობრივი მონიტორინგის პირველი ეტაპის შედეგი. მონიტორინგის შედეგები საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მოხმარებელთა კავშირმა მასმედიას თბილისში სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გააცნო. კვლევა აღნიშნული კავშირისა და სერტიფიკაციის ორგანოს „მონიტორინგის“ ინიციატივით ჩატარდა.
წაიკითხეთ სრულად

  ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია აუქციონზე გაიყიდა - 13.11.2009
 
ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გრძელვადიანი ტყითსარგებლობისთვის (ლიცენზიის მოქმედების ვადა: 10 წელი) ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით, დღეს აუქციონი ჩატარდა. აუქციონზე გამოტანილი იყო 1 ლოტი - შიდა ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველო, გორის სატყეო უბანი, ბოშურის ყოფილი სატყეო. საერთო ფართობი – 2 568 ჰა, საექსპლუატაციო ფართობი – 125,7 ჰა, სალიცენზიო ფართობზე მოსაჭრელი ლიკვიდური მარაგი - 13 280 მ3.
წაიკითხეთ სრულად

  ერთი უნციის ფასი 1100 აშშ დოლარამდე გაიზარდა - 08.11.2009
 
ლონდონის ბირჟაზე ოქროს ფასმა მორიგი რეკორდი მოხსნა და 1101, 42 აშშ დოლარს მიაღწია. ამ კვირაში ოქროს ფასი 60 აშშ დოლარით გაიზარდა. ფასთა მატების ბიძგი გახდა ინფორმაცია, რომ ინდოეთმა საცავებიდან 200 ტონა ძვირფასი მეტალი შaეიძინა. საინტერესოა, რომ 6 ნოემბერს ოქროს ფასი დაეცა, ვინაიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში უმუშევრობამა სწრაფად იმატა.
წაიკითხეთ სრულად

  ხელისუფლებას `პიარ შეხვედრებიდან` რეალურ თანამშრომლობაზე გადასვლას სთხოვენ - 08.11.2009
 
საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენების ნაწილი ხელისუფლებას განცხადებებიდან კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლას სთხოვს – ეს განცხადება საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და ეკონომიკის მინისტრის დახურულ შეხვედრაზე გაკეთდა, რომელიც `შერატონ-მეტეხი პალასში` შედგა. რადიო “კომერსანტის” ინფორმაციით, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი ხელისუფლებას მედიაზე გათვლილი `პიარ შეხვედრებიდან` რეალურ თანამშრომლობაზე გადასვლას სთხოვს. საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიზნესი ჩრდილში მოექცა, რადგან ხელისუფლება ძირითადად უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე ზრუნავს.
წაიკითხეთ სრულად

  "მთავრობის გადაწყვეტილება სიგარეტის კონდრაბანდის რისკს გაზრდის" - 06.11.2009
 
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეკომენდაციით, იმპორტირებულ და თამბაქოს ადგილობრივ ნაწარმზე აქციზის გადასახადი გათანაბრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მწარმოებლები სიგარეტის ერთ კოლოფზე 40 თეთრის ნაცვლად, 60 თეთრს გადაიხდიან. მთავრობის გადაწყვეტილებას ექსპერტები და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები არაერთგვაროვნად შეხვდნენ.
წაიკითხეთ სრულად

 
 
 
 
 
  გამოკითხვა
 
უნდა აეღოთ თუ არა სტალინის ძეგლი

უპირობოდ, დიახ
არავითარ შემთხვევაში
ხალხის აზრი უნდა გამოეკვლიათ
უნდა აეღოთ, მაგრამ სხვა ფორმით

 


სამკურნალო რჩევები

 © Copyrights 2008 Created By studio SPAR