საქართველოში საერთაშორისო ნარკოკარტელის ხუთი წევრი დააკავეს - 03.06.2010
ქუთაისსა და თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა საერთაშორისო ნარკოკარტელის 5 წევრი: ანასტასია ზაუტაშვილი, მევლუდ სვანიძე, რომან მუსემიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი.ამ საკითხთან დაკავშირებით შს სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსმა შოთა უტიაშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, 1968 წელს, საქართველოში დაბადებული ნუგზარ ბოჭორიშვილი (საბერძნეთის მოქალაქე, მცხოვრები ესპანეთში) დაკავებულთა ჯგუფს რეგულარულად უგზავნიდა ჯართს პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან. ტვირთში გადამალული იყო კოკაინის დიდი პარტიები საერთაშორისო ბაზრებზე შემდგომი განაწილების მიზნით.
წაიკითხეთ სრულად
ნარკორეალიზატორები სათბურში ორ მილიონ ევროს ინახავდნენ - 03.06.2010
საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა სპეცოპერაციის შედეგად, წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთიდან 2 მილიონამდე ევრო ამოიღეს.
ეს ინფორმაცია “მედიანიუსს” შსს-ში დაუდასტურეს. წინასწარი ცნობით, ფული, რომელიც ბოჭორიშვილების სათბურიდან ამოიღეს, ნარკორეალიზატორებს ეკუთვნით.
შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა დანაშაულის აღიარების მოთხოვნით დაკავებული ანრი ჭიჭიკოშვილი სასტიკად ცემეს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაკავებულის დამ, ჟურნალისტმა მაია არუთინოვმა აცნობა.
მისი თქმით, დაკავებულის ცემაში შს გურჯაანის სამმართველოს უფროსის მოადგილე გელა ბაწაშვილი და პოლიციის კიდევ ერთი თანამშრომელი მონაწილეობდნენ.
ცემის შედეგად დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაურესდა, რაც ის საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს, საიდანაც ჭიჭიკოშვილი საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წაიკითხეთ სრულად
გონიოს პოლიგონზე აფეთქება მოხდა - 09.04.2010
გონიოს პოლიგონზე, სადაც ქართულ-ამერიკული პროგრამის ფარგლებში წვრთნები მიმდინარეობდა, აფეთქება მოხდა.
როგორც „მედიანიუსს~ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთოის სამსახურის უფროსმა სალომე მახარაძემ განუცხადა, სწავლება განნაღმვის პროგრამაში ტარდებოდა და აფეთქება განნაღმვის დროს მოხდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია და არც დაშავებულები არიან.
წაიკითხეთ სრულად
იარაღით მოვაჭრეები დააკავეს - 21.03.2010
საქართველოში, სამეგრელოში დააკავეს 23 კაციანი ბანდა, რომლებიც იარაღის ვაჭრობით იყვენნ დაკავებულნი.
სქემის მიხედვით, ზუგდიდში არსებობდა იარაღის მაღაზია, სადაც ხდებოდა იარაღის შესყიდვა, ამის შემდეგ იარაღი აფხაზეთში გადაჰქონდათ და იქ ადგილობრივ ბანდებზე ყიდიდნენ. როგორც ირკვევა, ბანდების მიერ საკმაოდ დიდი რაოდენობის იარაღი იქნა გაყიდული.
წაიკითხეთ სრულად
უკრაინაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს - 13.03.2010
კიევში უკრაინელმა სამართალდამცავება საქართველოს 30 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ბინის ძარცვაშია ეჭვმიტანილი.
სამართალდამცავების ცნობით, საქართველოს მოქალაქემ გატეხა 19 წლის ადგილობრივი მკვიდრის ბინა და იქიდან 2,8 ათასი გრივნა და ნოუთბუქი გაიტაცა. საქართველოს მოქალაქე კიევის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
წაიკითხეთ სრულად
7-წლიანი პატიმრობა - 16.02.2010
თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალგაზრდა ქალი, ლ.ჭ-ს განზრახ მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა და 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლოს ინფორმაციით, 2009 წლის 14 ნოემბერს, ლ.ჭ იმყოფებოდა. თბილისში, აკაკი წერეთლის #1 არსებულ სკვერში, სადაც ნაცნობებთან ერთად ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევდა. ლ.ჭ-ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, იქვე სკვერში მყოფ ასევე ქალბატონ ს.კ-სთან, რომელსაც თან მეუღლე ჯ.კ. ახლდა.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ასია დარბინიანს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით და მოთავსებულ იქნა ქ.ბათუმის N3 საპყრობილეში.
N1 სასაზღვრო სექტორ „სარფი“–ს მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე ასია დარბინიანი 23 იანვარს დააკავეს.
წაიკითხეთ სრულად
„ავერსი +“-ის დირექტორი მოკლეს - 28.01.2010
წუხელ თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით კომპანია „ავერსი +“-ის დამფუძნებელი და დირექტორი მამია ტუღუში მოკლეს. მკვლელობა გარდაცვლილის სახლთან მოხდა, რა დროსაც ტუღუში სახლში ბრუნდებოდა.
ექსპერტიზის შედეგად, დადგინდა, რომ გარდაცვლილს თან არ აღმოაჩნდა პირადი ძვირფასეულობა. მომხდარს თვითმხილველი არ ჰყავს, თუმცა ვარაუდობენ, რომ მკვლელობა ერთმა პირმა ჩაიდინა.
წაიკითხეთ სრულად
ნარკოტიკული საშუალების შემოტანისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - 23.01.2010
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა, განსასჯელების ა.შ-ს და გ.უ-ს მიმართ. ა.შ-ს ბრალი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში, ხოლო გ.უ-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, გასაღებაში და ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედებოდა.
საზღვარგარეთ მყოფმა გ-უ-მ, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 144 აბი და 4 აბის ნატეხი "სუბოტექსი" და საერთაშორისო აეროპორტის გავლით შემოიტანა საქართველოში. გ.უ-მ 0.008 გრამი ნარკოტიკული საშუალება 400 ლარის სანაცვლოდ გაასაღა ა.შ-ზე, რომელიც ამ უკანასკნელის დაკავებისას იქნა ამოღებული ხოლო, დანარჩენი შეინახა საცხოვრებელ ბინაში.
წაიკითხეთ სრულად
მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს - 05.01.2010
თბილისის ისან-სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველოს და ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლება ერთობლივად დააკავეს, 48 წლის ჰამლეტ გაჯიევი, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 44 წლის კახა მახარობლიშვილს, მიყენებული ჭრილობის შედეგად მახარობლიშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარადაიცვალა.
საპატრულო პოლიციამ გუშინ ადვოკატი ქართლოს ღარიბაშვილი დააკავა. მას 15 დღიანი პატიმრობა უკვე შეეფარდა და დროებითი დაკავების მეორე იზოლატორშია გადაყვანaილი.
როგორც “მედიანიუსს” დაკავებულის ადვოკატმა ქეთი ბექაურმა აცნობა, ქართლოს ღარიბაშვილი თამარ მეფის გამზირზე მანქანით გადაადილდებოდა, როცა საპატრულო პოლიციამ გააჩერა და ადმინისტრაციული გადაცდომაში დაადანაშაულა.
წაიკითხეთ სრულად
მუხროვანის ამბოხში ბრალდებულთა პროცესი ისევ დახურულ რეჟიმში გაგრძელდება - 06.12.2009
ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2009 წლის 5 მაისს, მუხროვანის ამბოხში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი განახლდება. სასამართლო ამ ეტაპზე ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს სწავლობს. ამიტომაც სასამართლო სხდომები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. ეს ძირითადად ის ჩანაწერებია, რომლებსაც გია ღვალაძესთან მიგზავნილი პირები აწარმოებდნენ. ფარული მასალების გამოქვეყნების ეტაპის შემდეგ, სასამართლო პროცესიც გაიხსნება.
წაიკითხეთ სრულად
ფალსიფიცირებულ არაყსა და კონიაკს კუსტარულად აწარმოებდა - 13.11.2009
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის, ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გამოყენების და გასაღების ფაქტზე პეტრე პაპაშვილი დააკავეს. როგორც ცნობილი გახდა, დაკავებული სხვადასხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით ზესტაფონში კუსტარულად აწარმოებდა ფალსიფიცირებულ არაყს „გომი ორიგინალს“, კონიაკ „თბილისურს“ და ა.შ. ამასთან, ფერადი ასლგადამღები აპარატით აქციზურ მარკებს ამზადებდა.
წაიკითხეთ სრულად
უკრაინაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს - 08.11.2009
უკრაინის ნიკოლაევსკის ოლქის ქალაქ ნოვი ბუგში ადგილობრივმა სამართალდამცავებმა 38 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც ერთ-ერთი მაღაზიიდან მობილური ტელეფონისა და საფულის გატაცებაშია ეჭვმიტანილი.
წაიკითხეთ სრულად
სამართალდამცავებმა უნივერსიტეტის ეზოში ახალგაზრდა ცემეს - 05.11.2009
შს გურჯაანის სამმართველოს და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, რამდენიმე წუთის წინ, გურჯაანში, ქართულ – უკრაინული უნივერსიტეტის ადგილობრივი ფილიალის შენობის ეზოში ახალგაზრდა ცემეს. თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდა ქუჩაში მოდიოდა, რა დროსაც მას სამოქალაქო ფორმაში მყოფი სამართალდამცავები მივარდნენ და ცემა დაუწყეს.
წაიკითხეთ სრულად
ცოტნე გამსახურდიას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს - 30.10.2009
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟს, ცოტნე გამსახურდიას, აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
როგორც `მედიანიუსს" ბრალდებულის ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უკანონოა და გადაწყვეტილება უახლოესი 48 საათის განმავლობაში გასაჩივრდება.
გუშინ ექს-პრეზიდენტის შვილს, სისხლის სამართლის კოდექსის მე-19/108 და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით ბრალი წაუყენეს. კოდექსის თანახმად, მოცემული ნორმები განზრახ მკვლელობის მცდელობისთვისა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა, შენახვისა და ტარებისთვის ითვალისწინებს პასუხისმგებლობას.
წაიკითხეთ სრულად
გამოძიება მსოფლიოს ჩემპიონს თაღლითობაში ადანაშაულებს - 23.10.2009
ფინანსურმა პოლიციამ მკლავჭიდში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ზაურ ცხადაძე დააკავა. საქმე ცოტა ხნის წინათ განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში შევიდა. ჩემპიონს ბრალი თაღლითობაში დასდეს. საქმე მოსამართლე გიორგი არევაძეს აწერია და მისი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.
მოსამართლე ცხადაძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს.
ზაურ ცხადაძე 21 ოქტომბერს დააკავეს. ამის შესახებ `მედიანიუსს” მკვლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო ჯაჭვლიანმა აცნობა.
წაიკითხეთ სრულად
პროკურორი გიორგი ქოქიაშვილი პროკურატურის ორგანოებიდან დაითხოვეს - 20.10.2009
გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი ქოქიაშვილი პროკურატურის ორგანოებიდან დაითხოვეს. ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის მთავარმა პროკურორმა გელა ლაზაშვილმა დაუდასტურა.
შეგახსენებთ, რომ თვითმხილველების ცნობით, 10 ოქტომბერს, საღამოს, კახეთიდან თბილისში მიმავალი გიორგი ქოქიაშვილი, რომელიც საკუთარი ავტომანქანით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, საგარეჯოში 50 წლის ქალბატონს დაეჯახა. დაჯახების შედეგად ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა.
წაიკითხეთ სრულად
ვახტანგ მიქელაძე: "იაპონჩიკს ასე უბრალოდ ვერ მოკლავ" - 12.10.2009
ცნობილი ავტორიტეტი, "კანონიერი ქურდი" ვიაჩესლავ ივანკოვს 13 ოქტომბერს კრძალავენ. ეს პროცედურა ვაგანსკის სასაფლაოზე, მოსკოვში ტარდება.
ყოველივე ამასთან დაკავშირებით, მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს ცნობილი რეჟისორი, დოკუმენტური ფილმების დიდოსტატი, რომელიც ამჟამად იღებს პატიმართა შესახებ ფილმს, ვახტანგ მიქელაძე.
ვახტანგ მიქელაძე: "არ გამოვრიცხავ რომ ამ დღეებში ახალი გარჩევა მოხდეს. "იაპონჩიკი" სტაჯიანი და გამოცდილი ქურდი იყო. მე ვფიქრობ, რომ გამოცდილი ქურდები დასხდებიან და ამ სიტუაციას გაარჩევენ. ამ სიტუაციაზე ბევრს არ ვილაპარაკებ.