გორის ცენტრალური მოედნიდან შუაღამისას ხელისუფლებამ სტალინის ბრინჯაოს ძეგლი აიღო.
ეს დრო სავარაუდოდ იმიტომ შეირჩა, რომ თავიდან აეცილებინათ იმ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ძეგლის აღებას.
ძეგლი გორში, სტალინის მუზეუმში გადაიტანეს; მის ადგილას კი 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომში და ასევე სტალინური საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის შესაქმნელად კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო კონკურსი უკვე გამოაცხადა.
წაიკითხეთ სრულად
გორის ასფალტის გადამამუშავებელ ქარხანაში უბედური შემთხვევის შედეგად 28 წლის ნიკოლოზ ბაზანდარაშვილი გარდაიცვალა - 24.06.2010
გორის ასფალტის გადამამუშავებელ ქარხანაში უბედური შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 28 წლის ნიკოლოზ ბაზანდარაშვილი გარდაიცვალა, როგორც თვითმხილველები აცხადებენ იგი ასფალტის დამგებმა მოწყობილობამ ჩაითრია და არტერია გადაუჭრა, იგი ადგილზევე გარდაიცვალა. ასფალტის ქარხანაში უკვე იმყოფებოდნენ შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები და მათ შემთხვევის ადგილზე წინასწარი მოკვლევა ჩაატარეს. გარდაცვლილის ცხედარი კი ცოტა ხნის წინ გორის სამხედრო ჰოსპიტალის პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც მას სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.
წაიკითხეთ სრულად
იაპონია მესტიის მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაუმჯობესების პროექტს აფინანსებს - 04.06.2010
8 ივნისს დაბა მესტიაში გაიმართება იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი “გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების პროგრამის” ფარგლებში დაფინანსებული “მესტიის მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაუმჯობესების” პროექტის გახსნის ცარემონია, რომელსაც დაესწრება იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მასაიოში კამოჰარა. ცერემონიას ასევე დაესწრებიან წარმომადგენლები ადგილობრივი ხელისუფლებიდან და პროექტთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციებიდან.
წაიკითხეთ სრულად
თემურ შაშიაშვილი მოქალაქეებთან შეხვედრას აღმოსავლეთ საქართველოში გააგრძელებს - 13.03.2010
მოძრაობა „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში ოთხდღიანი ვიზიტის შედეგები შეაჯამა და რეგიონებში არსებულ ვითარებას კატასტროფული უწოდა.
თემურ შაშიაშვილის თქმით, მოსახლეობასთან უშუალოდ შეხება გამოკვეთა პარტიისათვის უტყუარი ჭეშმარიტება, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეეცდება ყველაფერი გაყიდოს საკუთარი ძალაუფლებისა და სკამის შესანარჩუნებლად. რეგიონში ყველაფერს ძალოვანი სტრუქტურები აკონტროლებს და ყველა ბიზნესპროექტის უკან ხელისუფლების ოჯახის წევრები დგანან.
წაიკითხეთ სრულად
აჭარაში შვიდ ოჯახს საკუთრება ჩამოერთვა - 16.02.2010
რესპუბლიკური პარტიის აჭარის ადგილობრივი ორგანიზაცის წარმომადგენლობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მწვანე კონცხზე მცხოვრები 7 ოჯახისათვის დაკანონებული მიწის ნაკვეთების ჩამორთმევის ფაქტს აპროტესტებს. ამის შესახებ აჭარაში არსებული დამოუკიდებელი ტელეკომპანია tv25 იუწყება.
პარტიაში აცხადებენ, რომ მიწის ნაკვეთები მუნიციპალიტეტის საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტიულ ზონაში მდებარეობდა და მოსახლეობას სწორედ ამ მიზეზით ჩამოერთვა. მოსახლეობის განცხადებით, მწვანე კონცხზე მიწების ჩამორთმევა მისი მაღალჩინოსნებისათვის გადაცემის მიზნით ხდება.
წაიკითხეთ სრულად
თელავის რეაბილიტაციის პროექტი ჩავარდა - 29.01.2010
თელავის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ფარლებშიც ქალაქის რამდენიმე ქუჩის სრული რეაბილიტაცია იგეგმებოდა, ჩავარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2008 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, როგორც "მედიანიუსს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, პროექტის დასაფინანსებლად თანხები 2010 წლის ბიუჯეტშიც არ არის გათვალისწინებული.
„თელავის მასშტაბურ რეაბილიტაციაში ხელი რუსეთ - საქართველოს ომმა და ეკონომიკურმა კრიზისმა შეგვიშალა. 2010 წელს პრიორიტეტული მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების აღდგენა და ინფრასტრუქტურის განვითარებაა. ამისათვის 32 000 000 ლარის დახარჯვას ვგეგმავთ.
წაიკითხეთ სრულად
კახეთიდან საზღვრისპირა სოფელი იცლება - 28.01.2010
თელავის რაიონის სოფელი ლაფანყური მოსახლეობისგან იცლება. ამის მიზეზი კი, როგორც ლეიბორისტული პარტიის თელავის რაიონული ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი ნიკა დალაქიშვილის ამბობს, მძიმე სოციალური პირობები და დაუსაქმებლობაა, _ აცნობეს `მედიანიუსს~ რადიო `ჰერეთიდან~.
,,სახლების უმეტესობა დაკეტილია. ახალგაზრდობა სოფელში აღარ ჩერდება, ისინი სამუშაოს საძიებლად საზღვარგარეთ მიდიან. სოფელთან მისასვლელი გზები ამორტიზებულია, არ არის სამუშაო, რის გამოც მოსახლეობას თავის რჩენა უჭირს”, - განაცხადა ნიკა დალაქიშვილმა.
წაიკითხეთ სრულად
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 70 წლისაა - 23.01.2010
22 იანვარს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 70 წელი შეუსრულდა. ამ დღის აღსანიშნავად უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია - ეკონომიკური განვითარება, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები ჩატარდება. ამასთან ევროკომისიის მიერ დაფინანსებული “ტემპუსის” პროექტის დახურვის ცერემონიალი მოეწყობა.
ხვალვე უნივერსიტეტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით მოწყობილი სასწავლო კვლევითი ლაბორატორიები, სამეცნიერო ცენტრები და დარბაზები გაიხსნება. 70 წლის იუბილეზე სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი უნივერსიტეტის ჰიმნი შესრულდება და დროშა აღიმართება.
წაიკითხეთ სრულად
რა ხდება ლანჩხუთში? - 23.01.2010
მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლელა ჩახვაძე ადგილობრივ ხელისუფლებას ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასა და ფულის “გათეთრებაში” ადანაშაულებს, - აცნობეს "მედიანიუსს” მოძრაობის პრესსამსახურიდან აცნობეს.
ლელა ჩახვაძის განცხადებით, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები უკანონო შემოსავლებს ერთ პირთან გარიგებით ან ფასთა კვოტირებით იღებენ. მისი თქმით, ლანჩხუთის რაიონში ამ ტიპის "პროექტები” შპს "გორდის” მეშვეობით ხორციელდება, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების წევრთა ახლობლებით არის დაკომპლექტებული.
წაიკითხეთ სრულად
საფეხბურთო კლუბი „კახეთი“ დაიშალა - 21.01.2010
საფეხბურთო კლუბი „კახეთი“ დაიშალა - ამის შესახებ რადიო „ჰერეთს“ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა მიხეილ დაღუნდარიძემ განუცხადა.
მისი თქმით, საფეხბურთო კლუბი წლების განმავლობაში კახეთის 8 მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით ფუნქციონირებდა, თუმცა კლუბმა შედეგი ვერ აჩვენა, რის გამოც მათ დაფინანსება შეუწყვიტეს.
ამჟამად საფეხბურთო კლუბის წევრები სხვადასხვა კლუბებში არიან გადანაწილებული.
წაიკითხეთ სრულად
სამშობიარო სახლში დედამ ბავშვი მიატოვა - 15.01.2010
გურჯაანის სამშობიარო სახლში დედამ 2 დღის ბავშვი მიატოვა. სამშობიარო სახლის მთავარი ექიმის ნათელა გოგოლაშვილის განცხადებით, ჩვილი თბილისის უპატრონო ბავშვთა სახლში უნდა გადაიყვანონ.
წაიკითხეთ სრულად
ჟურნალისტების მტკიცებით, ახმეტის გამგებელმა თანამშრომლებს მათთან საუბარი აუკრძალა - 06.01.2010
კახეთის საინფორმაციო ცენტრის მტკიცებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის (აღმოსავლეთ საქართველო) გამგებელმა კობა მაისურაძემ გამგეობის თანამშრომლებს კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებთან საუბარი და ურთიერთობა აუკრძალა.
ახმეტის გამგეობის თანამშრომლების განცხადებებზე დაყრდნობით, კახეთის საინფორმაციო ცენტრი იტყობინება, რომ ახმეტის გამგებელმა თანამშრომლები 5 იანვარს, დილით დაიბარა და მოსთხოვა, განემარტათ, რომელმა მათგანმა მიაწოდა გუშინ კახეთის საინფორმაციო ცენტრს ინფორმაცია ახმეტის რაიონში ხე - ტყის მასობრივი ჩეხვის შესახებ.
წაიკითხეთ სრულად
ვაჭრობა ნანგრევებზე - 30.12.2009
ოზურგეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქის აგრარული ბაზრის დემონტაჟით მოვაჭრეებს და მომხმარებლებს საახალწლო სიურპრიზი მოუწყო.
დარსა თუ ავდარში ლუკმა-პურის საშოვნელად გამოსული გლეხები, დანგრეული ბაზრის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ მყიდველს მაინც ელოდებიან.
წაიკითხეთ სრულად
რუსეთის დუმამ ქუთაისის მემორიალთან დაკავშირებით განცხადება მიიღო - 25.12.2009
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ქუთაისში “საბრძოლო დიდების მემორიალის დემონტაჟთან დაკავშირებით, განცხადება ერთხმად მიიღო.
სათათბირო აღშფოთებას გამოთქვამს ძეგლის ბარბაროსულად განადგურების გამო და იმით, რომ “ეს სამარცხვინო ფაქტი საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი ბრძანებით მოხდა”.
განცხადების მიხედვით, საქართველოს ხელმძღვანელობამ გაანადგურა დიდი გამარჯვების აღსანიშნავი ძეგლი, რომელიც ქართველებისა და რუსების და ყველა იმ ხალხის ერთიანობის სიმბოლოა, რომლებიც ფაშისტური ჭირის წინააღმდეგ იბრძოდნენ.
წაიკითხეთ სრულად
რაფიელ ერისთავის სახლ – მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება - 24.12.2009
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ რაფიელ ერისთავის სახლ – მუზეუმის აღსადგენად, 2010 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში 15 ათასი ლარი გაითვალისწინა, _ აცნობეს "მედიანიუსს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან.
როგორც ახმეტის რაიონის სამუზეუმო გაერთიანების უფროსმა თამაზ შაშიაშვილმა განაცხადა, მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დაიწყება. პროექტის ფარგლებში სახლ – მუზეუმის სახურავის შეცვლა და შენობის გარემონტებაა დაგეგმილი.
წაიკითხეთ სრულად
ბათუმის ბერძენიშვილის სახელობის კვლევითი ინსტიტუტი უნივერსიტეტს აღარ შეუერთდება - 19.12.2009
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის კვლევითი ინსტიტუტი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს აღარ შეუერთდება, არ გასხვისდება შენობაც და დაწესებულება მუშაობას ჩვეულ პირობებში გააგრძელებს. ამის შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის წევრებმა მედიისთვის გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის და ამავდროულად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლის, ნუგზარ მგელაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში, პრესასა და საზოგადოებაში, კვლევითი ცენტრის შენობის გაყიდვისა და სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ ბევრი იწერებოდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა მგელაძე ინსტიტუტის უნივერსიტეტთან შეერთების იდეას არ უარყოფს და აღნიშნავს, რომ აჭარის მთავრობაში მოცემული საკითხი მართლაც განიხილებოდა. მისივე თქმით, სპეციალისტთა შეფასებისა და რეკომენდაციების მოსმენის შემდეგ, საკითხის განხილვა შეჩერდა, რაც იმითაც იყო გამოწვეული, რომ საამისოდ არანაირი სამართლებრივი ბაზა არ არსებობდა.
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის” შეფასებით, დღეს მოვაჭრეების მიერ ოზურგეთში სარკინიგზო მაგისტრალის გადაკეტვა ადგილობრივი ხელისუფლების უპასუხსიმგებლო ქმედებებმა გამოიწვია.
მოძრაობის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ლელა ნაცვალაძის თქმით, მოვაჭრეებმა სარკინიგზო მაგისტრალის გადაკეტვის გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, როდესაც აგრარული ბაზრის კარები ჩამოხსნილი დახვდათ, საქონელი კი - გაძარცვული.
წაიკითხეთ სრულად
მგლების შემოსევამ კახეთში მასობრივი სახე მიიღო - 05.12.2009
წუხელ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მგლები გამოჩნდნენ.
მარტოხელა პენსიონერს, სოციალურად დაუცველ მერი კილაძეს ორმა მგელმა მარჩენალი ძროხა დაუგლიჯა, იუწყება რადიო "ჰერეთი".
დედოფლისწყაროს ვეტერინარიის სამსახურმა დაგლეჯილი საქონელი დაუყოვნებლივ დამარხა, რადგან ისინი ცოფის გავრცელების საფრთხეზე საუბრობენ და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
წაიკითხეთ სრულად
დედოფლისწყაროში იუშჩენკოს ნახევარი ტომარა ნარკოტიკი აღმოუჩინეს - 27.11.2009
დედოფლისწყაროს პოლიციამ არასრულწლოვანს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა აღმოუჩინა. დაკავებულია სოფელ ლენინოვკაში მცხოვრები 16 წლის უშანგი იუშჩენკო, - ინტერნეტ პორტალი ,,ქიზიყი".
შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში განმარტავენ, რომ მარიხუანა ექსპერტიზის ჩასატარებლად ქალაქ გურჯაანში გადაიგზავნა.
წაიკითხეთ სრულად
ჯონ ბასი: კახეთში განხორციელებული პროგრამებით კმაყოფილი ვარ - 13.11.2009
საქართველოში აშშ-ს ელჩის ჯონ ბასის განცხადებით, ამერიკა საქართველოს სამხედრო დახმარების გარდა, ფინანსურ მხარდაჭერას ბევრი სხვა სფეროს განვითარებისთვისაც უწევს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კი სოფლის მეურნეობის განვითარებაა.
„კახეთში განხორციელებული პროგრამებით კმაყოფილი ვარ. მე საქართველოს რეგიონებში პირველად გავედი და დღევანდელი ვიზიტი გაცნობითი ხასიათისაა. მსგავსი შეხვედრები სხვა რეგიონებში გაგრძელდება. გურჯაანი ძალიან მომეწონა. კახეთი ჩემს მშობლიურ მხარეს ჰგავს“, - განაცხადა კახეთში სტუმრად მყოფმა ელჩმა.