მთავარი ჩვენ შესახებ სასარგებლო ლინკები გალერეა ფორუმი კონტაქტი  
  გორის ასფალტის გადამამუშავებელ ქარხანაში უბედური შემთხვევის შედეგად 28 წლის ნიკოლოზ ბაზანდარაშვილი გარდაიცვალა
  სიახლეები

«    სექტემბერი    » «    2010    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 


 
 
  უცხოეთი
 
  ნელსონ მანდელას შვილიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა - 11.06.2010
 
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტის ნელსონ მანდელას შვილიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა. გოგონა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნისადმი მიძღვნილი კონცერტიდან ბრუნდებოდა, როდესაც შემთხვევა მოხდა. მანდელას შვილიშვილს 9 ივნისს 13 წელი შეუსრულდა. ჯერ-ჯერობით ავტოავარიის გამომწვევი დეტალები არ არის ცნობილი.
წაიკითხეთ სრულად

  წყალდიდობის შედეგად ვარშავის მეტროპოლიტენში წყალი ჩავიდა - 04.06.2010
 
გასულ ღამით ვარშავაში დაწყებულმა წყალდიდობამ ჩაძირა მეტროპოლიტენის სადგურები “იმელინ”, “სტოკლოსი” და “კაბატი”. გარდა ამისა, წყლით აივსო ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი. წყალდიდობამ ზიანი მიაყენა მარია სკლოდოვსკა-კიურის სახელობის ონკოლოგიურ ცენტრს. პოლონური წყაროების ცნობით, ვარშავას ურსინოვის რაიონში, წყლის დონე ნახევარ მეტრს შეადგენს. წყალმა ელექტროგადამცემები წააქცია და პოლონეთის დედაქალაქს ელექტროენერგიით მომარაგების მხრივ, პრობლემები შეექმნა.
წაიკითხეთ სრულად

  ტიმოშენკომ მუქარა დაიწყო - 24.04.2010
 
მას შემდეგ რაც, უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალა, ახალი მმართველობა რუსეთის მიმართ დატკბა და რუსულ გემებს მის ტერიტორიაზე ყოფნის ვადა 25 წლით გაუხანგრძლივა. ამ ფაქტმა აღაშფოთა ოპოზიციაში მყოფი იულია ტიმოშენკო. მან განაცხადა, რომ ამის წინააღმდეგ იბრძოლებს. ტიმოშენკო აღშფოთებულია ვინაიდან, უკრაინის პრეზიდენტის იანუკოვიჩისა და რუსეთის პრეზიდენტის მედვედევის ხარკოვში შეხვედრის დროს მოხდა ახალი, ფარული ხელშეკრულების გაფორმება, რომელშიც ახალი ერთობლივი წარმოების დაწყებაა.
წაიკითხეთ სრულად

  ყირგიზეთის პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი თანამდებობიდან გადადგა - 16.04.2010
 
ყირგიზეთის პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა უფლებამოსილება მოიხსნა. ბაკიევის განცხადების ტექსტის ორიგინალი ჟურნალისტებს დღეს დროებითი მთავრობის წარმომადგენელმა ედილ ბაისალოვმა გააცნო. მანამდე, ყირგიზული წყაროების ცნობით, ბაკიევმა განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ, დროებით მთავრობას ფაქსით გადაუგზავნა. ამ დოკუმენტს პრეზიდენტის ძმამ ახმად ბაკიევმა ყალბი უწოდა და განაცხადა, რომ ბაკიევი არ გადამდგარა.
წაიკითხეთ სრულად

  ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ ტრაგიკულ მოვლენებში პრეზიდენტის ძმა დაადანაშაულა - 09.04.2010
 
ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ ტრაგიკული მოვლენების პროვოცირებაში პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის ძმა დაადანაშაულა და მასზე ძებნა გამოაცხადა. ჟანიშ ბაკიევი პრეზიდენტის დაცვის სახელმწიფო სამსახურს ხელმძღვანელობდა. დროებითი მთავრობის წარმომადგენლების მტკიცებით, ბიშკეკში არეულობები პრეზიდენტის მომხრეებმა მოაწყვეს და ამის ერთ-ერთ ორგანიზატორი ჟანიშ ბაკიევი იყო.
წაიკითხეთ სრულად

  დიდი აურზაური - 30.03.2010
 
როგორც გაირკვა, 30 მარტიდან მოყოლებული უკრაინაში რუსეთიდან "სალოს" შეტანა აიკრძალა. ამის მიზეზი, ყოველ შემთხვევაში ოფიციალური, შემოწმების დროს აღმოჩენილი დარღვევებია. 2009 წელს, უკრაინამ ამ პროდუქტის გატანა გაზარდა 40 პროცენტით. საქმე ისაა, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ამ პროდუქტის წარმოება გაზარდა.
წაიკითხეთ სრულად

  მოსკოვში ბიზნეს-ცენტრის ჩაქრობისას მოსკოვის მთავარი მეხანძრე გარდაიცვალა - 21.03.2010
 
ვიქტორ ჩერნიშევსკი ცეცხლწაკიდებულ შენობაში თავად შევიდა და 5 ადამიანი გადაარჩინა. სამწუხაროდ, მან შენობიდან გამოსვლა ვერ მოასწრო და დაიღუპა. პოდპოლკოვნიკი ფიზიკურად კარგ ფორმაში იყო, მაგრამ ცეცხლწაკიდებულ შენობაში ყოფნისას მას ჟანგბადი გაუთავდა და სწორედ ამ დროს, სახურავი ჩამოინგრა, მეხანძრე კი მისი ნანგრევების ქვეშ მოჰყვა.
წაიკითხეთ სრულად

  ჩინეთში არეულობებში მონაწილეობისათვის 200 ადამიანი დააკავეს - 07.03.2010
 
სინძიან-ყიგურის რაიონში არეულობებში მონაწილეობისათვის დააკავეს ათობით ადამიანი. ამ არეულობის დროს 197 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1700-მა ადამიანმა მძიმე ჭრილობები მიიღო. ცნობილია, რომ ზოგიერთ დაკავებულს უკვე მიუსაჯეს პატიმრობის ვადები. სასჯელი საკმაოდ დიდია, დაახლოებით 17 წლამდე.
წაიკითხეთ სრულად

  ფრანგები შამპანიურის გაყიდვის ბიზნესში დიდ წაგებაში არიან - 21.02.2010
 
2009 წელს საფრანგეთში შამპანიურის ექსპორტის მოცულობა 28 პროცენტით შემცირდა წინა წელთან შედარებით. მთლიანმა ბრუნვამ შეადგინა 1,6 მილიარდი ევრო. ასევე შემცირდა კონიაკის გაყიდვის მოცულობა.
წაიკითხეთ სრულად

  უკრაინის ახალმა პირველმა ლედიმ ქმარი აგურის დაცემის მერე გაიცნო - 11.02.2010
 
უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავს, შესაბამისად ახალი პირველი ლედი, რომლის ბიოგრაფია საიდუმლოებით არის მოცული. ვინ არის ეს ქალბატონი? ლიუდმილა იანუკოვიჩი 1949 წელს დაიბადა. დაამთავრა საინჟინრო ფაკულტეტი, მომავალი მეუღლე მეტალურგიულ კომბინატში გაიცნო. ქალს ფეხზე აგური დაეცა, მის მისაშველებლად ვიქტორი მივიდა და შეხვედრაც შედგა.
წაიკითხეთ სრულად

  როგორ დასრულდება ტიმოშენკოს დუმილი - 08.02.2010
 
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა, ხმების დათვლა მიმდინარეობს, ტიმოშენკოს გუნდის ლიდერი კი დუმს. მისი წარმომადგენლების განცხადებით, დუმილი დროებითია და 24 საათის შემდეგ ტიმოშენკო ქვეყანას თავის სამოქმედო გეგმას გააცნობს.
წაიკითხეთ სრულად

  ნალჩიკში ორი ადამიანი მოკლეს - 29.01.2010
 
ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქ ნალჩიკში უცნობმა პირებმა ადგილობრივი ბიზნესმენი და მისი მამა მოკლეს. ადგილობრივი წყაროების ცნობით, ორმა უცნობმა პირმა ბიზნესმენი და მამამისი სუვოროვის ქუჩაზე ავტომატებით დაცხრილეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მომხდართან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
წაიკითხეთ სრულად

  მოსკოვში “ვალერა ტბილისსკი” დააკავეს - 28.01.2010
 
მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომლებმა დააკავეს 45 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი ვალერი ფარიზოვი, მეტსახელად “ვალერა ტბილისსკი”. რუსული წყაროების ცნობით, დაკავებისას კრიმინალურმა ავტორიტეტმა მილიციელებს წინააღმდეგობა გაუწია. სამართალდამცავებმა მას 13 გრამის ჰაშიში უპოევს, ფარიზოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
წაიკითხეთ სრულად

  რუსული, მეხუთე თაობის გამანადგურებელის მალე ცაში გამოჩნდება - 27.01.2010
 
ეს თვითმფრინავი ცაში 2010 წლის ბოლოს გამოჩნდება. კომპანია "სუხოი" აცხადებს, რომ თვითმფრინავის გმაოცდა უკვე დაწყებულია. "ტ-50" საათში 2,1 ათას კილომეტრს დაფარავს და 5,5 ათასი კილომეტრის გაფრენა შეეძლება. მასზე დამონტაჟებული იქნება 30 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევი. თვითმფრინავი შეძლებს დაშვებას და აფრენას, როდესაც საფრენი ბილიკი მხოლოდ 300 მეტრი სიგრძისა იქნება.
წაიკითხეთ სრულად

  ჰაიტიზე 111 ათასი ადამიანი დაიღუპა - 23.01.2010
 
უკანასკნელი ინფორმაციით ჰაიტიზე 111499 ადამიანი დაიღუპა. ამასთან დაზარალდა 193891, 609 ათასი ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა. ექსპერტების განცხადებით, გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. როგორც ამბობენ, პორტ-ა-პორტეს ნანგრევების ქვეშ კიდევ არიან ადამიანები. ადამიანებს კიდევ პოულობენ, მაგალითად ახლახანს იპოვნეს 84 წლის ქალბატონი, რომელიც ცოცხლად გადარჩა.
წაიკითხეთ სრულად

  იანუკოვიჩმა მაიდანი ერთი თვით "დაჯავშნა" - 23.01.2010
 
"რეგიონების პარტიამ" კიევის მერიაში შეიტანა მოთხოვნა, რომ 17 იანვრიდან 20 თებერვლამდე ცენტრალურ მოედანზე მიტინგებს გამართავენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კიევის მაიდანი მთლიანად დაკავებული ექნებათ გარდა მაიდანისა იანუკოვიჩია მომხრეები აპირებენ დაჯავშნონ კიევის ყველა ცენტრალური მოედანი და უბრალოდ, ფართე ქუჩაც კი.
წაიკითხეთ სრულად

  ჰაიტიში 50 000 ადამიანი დაიღუპა - 15.01.2010
 
წითელი ჯვრის ორგანიზაციის განცხადებით, ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება და სავარაუდოდ, 500 000 ადამიანს მიაღწევს. ამასთან უსახლკაროდ დარჩა 3 000 000 ადამიანი. მიცისძვრის შემდეგ უკვე ჩატარდა პირველი, მასობრივი დაკრძალვის ცერემონია. ერთ საფლავში დამარხეს დაახლოებით 7 000 ადამიანი. მიმდინარეობს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნა.
წაიკითხეთ სრულად

  "ქართველ დამკვირვებლებს არჩევნებში იანუკოვიჩისთვის ხმების დაბლოკვა შეუძლიათ" - 15.01.2010
 
საქართველომ მოახერხა და უკრაინაში 17 იანვრისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში ცენტრალური ადგილი დაიკავა. მართლაც, დღეს უკრაინულ მედიას და ადგილობრივ პოლიტიკოსებს პრეზიდენტობის კანდიდატების განცხადებებზე მეტად ის უფრო აინტერესებთ, ბოლოდ და ბოლოს, დაუშვებს თუ არა არჩევნებზე უკრაინული ცესკო 2000-ზე მეტ ქართველ დამკვირვებელს. შესაბამისად, ქართველები ცესკოს მიმართულებით ორ ფრონტზე ვიბრძვით: აქ ჩვენი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ვირჩევთ, კიევში კი, დამკვირვებლების დაშვებასთან დაკავშირებით, ხან ჩვენ ვუჩივით იქაურ ცესკოს და ხან ის.
წაიკითხეთ სრულად

  ამერიკა სავიზო რეჟიმს ართულებს - 08.01.2010
 
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ამერიკაში შესასვლელი ვიზების გაცემის წესი უნდა შეიცვალოს და გამკაცრდეს. ეს განაცხადი იმით არის განპირობებული, რომ 25 დეკემბერს ამერიკა ძლივს გადაურჩა ტერაქტს. ნიგერიელმა უმარ ფარუკ აბდულმუტალაბმა თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობა აიტანა და მის ამოქმედებას შეეცადა. ეს რეისი ამსტარდამიდან დეტროიტში მიფრინავდა. მგზავრებმა და ეჯიპაჟმა იყოჩაღა და ტერორისტი დააკავა.
წაიკითხეთ სრულად

  ქარიშხლის გამო აზერბაიჯანში ათობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა - 06.01.2010
 
როგორც აზერბაიჯანის საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, ქვეყნის სამხრეთით ქარიშხალი მძვინვარებდა. ქარის სიჩქარე წამში 30-40 მეტრს აღწევდა. ქვეყნის ორ რაიონში ელექტროგადამცემი 400 ბოძი წააქცია და ამის შედეგად ორი რაიონი სრულიად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
წაიკითხეთ სრულად

 
 
 
 
 
  გამოკითხვა
 
უნდა აეღოთ თუ არა სტალინის ძეგლი

უპირობოდ, დიახ
არავითარ შემთხვევაში
ხალხის აზრი უნდა გამოეკვლიათ
უნდა აეღოთ, მაგრამ სხვა ფორმით

 


სამკურნალო რჩევები

 © Copyrights 2008 Created By studio SPAR