მღვდელმოწამისა ანთიმოზ ივერიელისა, უნგროვლახეთის მიტროპოლიტისა (1716); ქალწულმოწამისა აკვილინასი (293); ტრიფილე კვიპრელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 370); ქალწულმოწამისა ანტონინასი (284-303); ანტ იპატროს ბოსტრელი ეპისკოპოსისა; ღირსთა: ანასი (826) და ძისა მისისა იოანესი (IX).
წმიდა წამებული აკვილინა ფინიკიის ქალაქ ბიბლოსის მკვიდრი იყო. იმპერატორ დიოკლიტიანეს დროს გამოცხადებულ ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანი შეიპყრეს და აწამეს. ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს მიწას წმიდანის ცხედარი. მოგვიანებით კი მისი წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და მისი სახელობის ტაძარში დაასვენეს.
წაიკითხეთ სრულად
25 ივნისი - 24.06.2010
ღირსისა იოანე (თორნიკე) მთაწმინდელისა, სვინგელოზისა (X); ღირსისა ონოფრე დიდისა (IV); ღირსისა ისიდორე სამთავნელისა, ცამეტ ასურელ მამათაგანისა (VI); ღირსთა: იოანესი, ანდრიასი, ირაკლემონისა და თეოფილესი (IV) ; ღირსისა პეტრე ათონელისა (734).
ღირსი მამა ონოფრე დიდი მეუდაბნოე ცხოვრებას ეწეოდა სხვა მამებთან ერთად. ღირსმა მამა ონოფრემ მარტოობაში 60 წელი გაატარა.
ღირსი მამა პეტრე ათონელი, ტომით ბერძენი, იმპერატორის ჯარის სარდალი იყო და კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა. 667 წელს სირიელებთან ომის დროს ტყვედ ჩავარდა. დატყვევებულ პეტრეს უფალმა მრავალი სასწაული მოუვლინა, რის შემდეგაც მან მიიღო ქრისტიანობა, უდაბნოში განმარტოვდა და სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა ამგვარ ღვაწლს. ღირსი პეტრე გარდაიცვალა 734 წელს.
წაიკითხეთ სრულად
24 ივნისი - 24.06.2010
ხსენება წმიდა მოციქულთა ბართლომესი და ბარნაბასი (I), ღვთისმშობლის ხატისა `ღირს არს” (X).
წმიდა მოციქული ბართლომე გალილეის ქალაქ კანიდან იყო. იგი ქრისტეს 12 მოციქულთაგანია.
წმიდა მოციქული ბარნაბა დაიბადა კუნძულ კიპროსზე მდიდარ ებრაულ ოჯახში და მას იოსები ერქვა. წმიდანი ღვთისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა. იმ დროს უფალმა იესო ქრისტემ საზოგადოდ დაიწყო ქადაგება. იოსებმა, რომელმაც თავისი თვალით იხილა უფალი და მის ღვთაებრივ სიტყვებსაც მოუსმინა, იწამა იგი, ვითარცა მესია და გაჰყვა მას. უფალმა იგი 70 მოწაფეთა შორის გამოარჩია. უფლის მიმდევართა შორის იოსებმა მეორე სახელი _ ბარნაბა მიიღო.
მოციქული ბარნაბა დაახლოებით 62 წელს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი დაკრძალვის ადგილზე ბევრი სასწაული მოხდა.
წაიკითხეთ სრულად
23 ივნისი - 24.06.2010
ხსენება წმიდა მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსიელ ეპისკოპოსისა და წმიდა მამისა ბასიანესი — ლავდიის ეპისკოპოსისა. მოწამეთა: ალექსანდრე და ანტონინა ქალწულისა და ღირსი თეოფანე ანტიოქელისა.
მღვდელმოწამე ტიმოთემ, ქალაქ პრუსის ეპისკოპოსმა სიწმინდის გამო ღვთისაგან სასწაულმოქმედების ძალი მიიღო. იმპერატორმა ივლიანე განდგომილმა ტიმოთე ციხეში ჩაამწყვდია, მაგრამ მღვდელმთავარი იქაც განაგრძობდა ქრისტიანობის ქადაგებას. ამის გამო მას თავი მოჰკვეთეს.
წმიდა მოწამენი ალექსანდრე და ანტონინა ქალწული ქრისტიანობის აღიარებისთვის ევნენ 313 წელს.
წაიკითხეთ სრულად
22 ივნისი - 24.06.2010
სამშაბათი
კირილე ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსისა (444); ღირსისა იოანე შავთელგაენათელისა (XIII); მოწამეთა; თეკლასი, მართასი და მარიამისა, სპარსეთს ვნებულთა (346); წმიდისა დედისა პელაგიასი, რომელი ოდესმე იყო მეძავი ანტიოქია ქალაქსა შინა.
ამ დღეს დაიბადნენ:
1699 — ჟან შარდენი, ფრანგი მხატვარი. გარდაიცვალა 1763 წელს.
1761 – ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილი, ერეკლე II-ის ძე, კრწანისის ბრძოლის აქტიური მონაწილე. გარდაიცვალა 1814 წელს.
1805 _ ჯუზეპე მაძინი, იტალიელი რევოლუციონერი, რისორჯიმენტოს ერთ-ერთი ბელადი. გარდაიცვალა 1872 წელს.
წაიკითხეთ სრულად
21 ივნისი - 24.06.2010
ორშაბათი
დიდმოწამისა თეოდორე სტრატილატისა (VI); მღვდელმოწამისა თევოდორესი, კველთელი მღვდლისა (1608-1609); ეფრემისა, ანტიოქიელი პატრიარქისა (545); ღირსისა ზოსიმე ფინიკიელისა (VI); მოწამეთა: ნიკანდროსი და მარკიანესი; ეპისკოპოსისა აკვილიანესი.
ამ დღეს დაიბადნენ:
1576 _ ფრანსისკო დე ერერა უფროსი, ესპანელი ფერმწერი, გრავიორი და მოდელიერი, ველასკესის პირველი მასწავლებელი. გარდაიცვალა 1656 წელს.
1816 _ შარლოტა ბრონტე, ინგლისელი მწერალი ქალი, `ჯეინ ეირის” ავტორი. გარდაიცვალა 1855 წელს.
1840 _ აკაკი წერეთელი, დიდი პოეტი. გარდაიცვალა 1915 წელს.
წაიკითხეთ სრულად
20 ივნისი - 24.06.2010
მოწამისა თეოდოტე ანკვირელისა (303); მოწამეთა: ვალერიასი, კვირიაკიასი და მარიამისა (284-305); მღვდელმოწამისა მარკელე რომის პაპისა და მოწამეთა: კლავდისი, კვირინესი და ანტონინესი (304); მოწამეთა: სისინი და კვირიკე დიაკონთა, სმარაგდისა, ლარგისა, აპრონიანესი, სატურნინესი, პაპიუსისა და მავროს მხედართა და კრისკენტიანესი, მოწამე დედათა: პრისკილასი, ლუკიანასი და არტემიასი, მეფის ასულისა (304-310); ღირსთა: ანთიმო ხუთისა და სტეფანესი.
წმიდა მოწამე თეოდოტე გალილეის ქალაქ ანკვირის მკვიდრი იყო. იგი განსაკუთრებული სიკეთითა და გულისხმიერებით გამოირჩეოდა. დიოკლეტიანეს მეფობისას წარმოებული ანტიქრისტიანული კამპანიის დროს იგი ყველაფრით ეხმარებოდა ქრისტიანებს და თავისი ბინაც კი დაუთმო მათ, რათა იქ საიდუმლო სამლოცველო მოეწყოთ. თეოდიტამ კერპებისთვის მსხვერპლშეწირვაზე უარი თქვა, წარმართულ ღმერთმსახურებას სიყალბე უწოდა და საჯაროდ აღიარა ქრისტე, რის გამოც საშინლად აწამეს და მახვილით აჩეხეს.
წაიკითხეთ სრულად
19 ივნისი - 18.06.2010
ღირსისა ბესარიონ ეგვიპტელისა, სასწაულმოქმედისა (IV-V); ღირსისა ილარიონ ახლისა (845); ღირსთა ქალწულმოწამეთა: არქელაიასი, თეკლასი და სოსანასი (293); მოწამეთა: მამელხთასი და ზინაიდასი.
ღირსი მამა ბესარიონ საკვირველმოქმედი ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში იჩენდა დიდ ღვთისმოსაობას. მონაზვნური ცხოვრების უფრო ახლოს გაცნობის სურვილით აღვსილმა წმიდა ადგილებში იმოგზაურა. იყო იერუსალიმშიც. შინ დაბრუნებული ბერად აღიკვეცა.
ღმერთმა წმიდანს სასწაულმოქმედების ნიჭი უბოძა. წმიდანმა ღრმა სიბერეში მშვიდობით მიაბარა სული უფალს.
წაიკითხეთ სრულად
18 ივნისი - 18.06.2010
ხსენება წმიდა მღვდელმოწამისა დოროთე ტვირელ ეპისკოპოსისა (დაახლ. 362). წმიდა მოწამეთა: მარკიანე, იკანდრე, იპერხი, აპოლონ, ლეონიდე, არიოს, გიორგი, სელინე, ირინეოს და პავნონესი (IV). ღირსთა: თეოდორე მეუდაბნოისა (დაახლ. VI) და ანუბი აღმსარებელისა, მეუდაბნოისავე (V). ღირსისა მამისა ჩვენისა დოროთესი.
წმიდა მღვდელმოწამე დოროთე იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ გამოცხადებული ქრისტიანთა დევნის დროს ფინიკიის ქალაქ ტვირის ეპისკოპოსი იყო.
ოთხშაბათი
მოწამეთა: ლუკილიანესი, კლავდისა, იპატისა, პავლესი, დიონისესი და ქალწულმოწამისა პავლასი (270-275); მღვდელმოწამეთა: ლუკიანე ეპისკოპოსისა, მაქსიანე ხუცისა, ივლიანე დიაკონისა, მარკელინესი და სტურნინესი, ბელგიაში ვნებულთა (81-96).
ლუკილიანე წარმართული ღვთაების ქურუმი იყო რომის იმპერატორ ავრელიანეს დროს. სიბერის ჟამს დარწმუნდა წარმართული რელიგიის სიყალბეში, სულითა და გულით ქრისტიანობა შეიყვარა და მოინათლა კიდეც.
მისი ქადაგების შედეგად ბევრი კერპთაყვანისმცემელი მოიქცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მაშინ იუდეველებმა მათ მიერ ნაწამები ქრისტეს მოძღვრების გავრცელებისათვის დაასმინეს ლუკილიანე ქალაქ ნიკოდიმიის მმართველ სილვანუსთან, რის შემდეგაც წმიდანი დილეგში ჩააგდეს, სადაც იგი ოთხ ქრისტიან განდეგილს კლავდიუსს, იპატის, პავლეს და დიონისეს შეხვდა. წმიდა ლუკიანე უქადაგებდა მათ მტკიცედ მდგარიყვნენ თავიანთ რწმენაზე, არ შეშინებოდათ ტანჯვა-წამებისა და სიკვდილისა.
წაიკითხეთ სრულად
15 ივნისი - 18.06.2010
სამშაბათი
ნიკიფორე აღმსარებლისა, კონსტანტინეპოლელი პატრიარქისა (828).
მღვდელმთავარი ნიკიფორე აღმსარებელი მერვე საუკუნეში დაიბადა კონსტანტინეპოლში. მან კარგი განათლება მიიღო. ლევ მეოთხის მეფობისას წმიდა ნიკიფორემ იმპერატორის მრჩეველის თანამდებობა მიიღო. ლევ მეოთხის გარდაცვალების შემდეგ, კონსტანტინე მეექვსის მეფობის ჟამს 787 წელს ნიკეაში ჩატარდა მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელზეც ხატმბრძოლი მწვალებლობა დაგმობილ იქნა. როგორც საღვთო წერილის მცოდნე, ნიკიფორე მართლმადიდებლობის დასაცავად გამოვიდა, რითაც უდიდესი დახმარება გაუწია კრების მონაწილე წმიდა ბერებს. ხატმბრძოლი მწვალებლობის მიმდევარი იმპერატორის ლევ მეხუთე სომეხის გამეფების შემდეგ კვლავ დაიწყო დევნის ხანა.
წაიკითხეთ სრულად
14 ივნისი - 18.06.2010
ხსენება ღირსთა მამათა: შიო ახლისა, დავით გაბრიელისა და პავლესი — გარეჯელთა (1696-1700); წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსისა და მეორისა მოწამე იუსტინესივე და მოყვასთა მისთა: ხარიტონისა, ხარიტასი, ეველპისტესი, იერაქსესი, პეონისა და ვალერიანესი (165).
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი დაიბადა სიქემში _ სამარიის ძველთაძველ ქალაქში. წმიდანი ბავშვობიდანვე დიდი გონიერებით გამოირჩეოდა. მან შეისწავლა ბერძნული ფილოსოფიის სხვადასხვა მიმდინარეობანი.
წმიდა ნათლობა იუსტინემ თავისი ცხოვრების 30-ე წელს მიიღო. მან თავისი ნიჭი და უდიდესი ფილოსოფიური განათლება წარმართთა შორის სახარების ქადაგებას მოახმარა.
წმიდანმა სასწავლებელიც გახსნა, სადაც ქრისტიანულ ფილოსოფიას ასწავლიდა.
წაიკითხეთ სრულად
13 ივნისი - 18.06.2010
კვირა
მოციქულისა ერმისა, სამოცდაათთაგანისა (I); მოწამისა პერმესისა (II) ; მოწამისა ფილოსოფოსისა (III).
70-თაგან წმიდა მოციქული ერმე თრაკიის ქალაქ ფილიპოლში იყო დადგინებული ეპისკოპოსად. სახარების ქადაგებისას წარმართთა შორის წმიდა მოციქულს ბევრი ჭირი და ურვა შეხვდა მათგან, მაგრამ წმიდა ერმე მშვიდობით ჩაბარდა უფალს.
წმიდა მოწამე პერმესი ქალაქ კომანში ევნო ქრისტესთვის იმპერატორ ანტონინე პიუსის მიერ გამოცხადებული ქრისტიანთა დევნის დროს.
წმიდა მოწამე ფილოსოფოსი ქალაქ ალექსანდრიაში ევნო ქრისტიანთა დევნულების დროს იმპერატორ დეკიუსისაგან. მას სჯულისაგან განდგომას აიძულებდნენ წარმართები, მაგრამ მისი სიმტკიცე შეურყეველი დარჩა. მტარვალებმა მას თავი მოჰკვეთეს.
წაიკითხეთ სრულად
12 ივნისი - 11.06.2010
ღირსისა ისააკ აღმსარებლისა, დალმატის მონასტრის იღუმენისა ( 383); ღირსთა მამათა ტატიანესი და ნესთერეონისა.
ღირსი მამა ისაკი, დალმატელი აღმსარებელი, ბერად აღკვეცის შემდეგ უდაბნოში მოსაგრეობდა. იმპერატორ ვალენტეს მეფობის დროს, რომელიც თავგამოდებული მიმდევარი იყო არიოსის მწვალებლობისა, დაიწყო მართლმადიდებელ ქრისტიანთა დევნა; ყველგან ხურავდნენ ან ანგრევდნენ ტაძრებს. როცა ამის შესახებ წმიდა ისაკმა შეიტყო, დატოვა უდაბნო და კონსტანტინეპოლში ჩავიდა.
წაიკითხეთ სრულად
11 ივნისი - 11.06.2010
პარასკევი
მოწამისა თეოდისია ქალწულისა, ტვირელისა (307-308); პირველი მსოფლიო კრების მამათა (325); ალექსანდრე ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსისა (326 ); ღირსმოწამისა თეოდისია ქალწულისა, კონსტანტინეპოლელისა (730).
წმიდა მოწამე თეოდოსია ტვირელი 307 თუ 308 წელს ევნო ქრისტესათვის. 29 მაისს (ძვ. სტ.) აღინიშნება მოწამის წმიდა ნაწილების კონსტანტინეპოლსა და ვენეციაში გადასვენება.
წაიკითხეთ სრულად
10 ივნისი - 11.06.2010
ხსენება ღირსი ნიკიტა აღმსარებლისა, ქალკიდონის ეპისკოპოსისა (IX); წმიდა მღვდელმოწამეთა: ევტიქისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა (I) და ელლადისა (XII); წმიდა მოწამე ელიკონიდასი (244).
ღირსი მამა ნიკიტა აღმსარებელი, ეპისკოპოსი ქალკიდონისა VIII საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა. თავისი ღვთის სათნომყოფელი ცხოვრებისათვის იგი ქალკედონის ეპისკოპოსად დაადგინეს. მღვდელმთავარი ნიკიტა გამოირჩეოდა დიდი მოწყალებით. ხატთმპყრობელი იმპერატორის ლევ სომეხის მეფობის ჟამს მღვდელმთავარი მხნედ ამხილებდა ხატთმბრძოლთა მწვალებლობას და დღედაღამ შეაგონებდა თავის სამწყსოს მოწიწებით ეცათ თაყვანი იესო ქრისტეს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და ყველა ღვთისსათნომყოფელი წმიდანის ხატებისათვის.
წაიკითხეთ სრულად
9 ივნისი - 11.06.2010
ოთხაშაბათი
ღირსისა ბასილისა, მეფე ბაგრატ III-ის ძისა (XI); ღირსისა მიქაელ პარეხელისა (VIII-IX); მღვდელმოწამისა თერაპონტისა, სარდიელი ეპისკოპოსისა (III); მოწამეთა თეოდორა ქალწულისა და დიდიმო მხედრისა (304); მართლისა იოანე რუსისა, აღმსარებლისა (1730).
წმიდა მღვდელმოწამე თერაპონტე, ეპისკოპოსი სარდიისა III საუკუნეში ევნო ქრისტეს სახელისათვის. იგი თავდადებულად აღასრულებდა თავის სამღვდელმთავრო მსახურებას, რომლის დროსაც მან მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. ამისათვის წმიდანი იულიანე განმგებელს წარუდგინეს განსასჯელად, რომლის წინაშეც მღვდელმთავარმა უშიშრად აღიარა თავი ქრისტიან ეპისკოპოსად. იგი საპყრობილეში ჩააგდეს და სასტიკად აწამეს. იქ, ხანგრძლივი ტანჯვა-წამების შემდეგ წმიდა მღვდელმთავარმა თერაპონტემ დაასრულა თავისი მოწამებრივი ღვაწლი.
წაიკითხეთ სრულად
8 ივნისი - 11.06.2010
ხსენება 70-თაგან წმიდა მოციქულების კარპესი და ალფესი, წმიდა მოწამეთა ამბერკისა და ელენესი, გიორგი ახლისა და ალექსანდრესი, ღირსი მამის იოანე პსიქაელისა, აღმსარებლისა.
70-თაგან წმიდა მოციქული კარპე იყო მოწაფე და თანამოსაგრე წმიდა პავლე მოციქულისა. წმიდა კარპე სათნო და ამაღლებული, წმიდა გონების კაცი იყო, რისთვისაც პავლე მოციქულმა იგი თრაკიის ქალაქ ბერიის ეპისკოპოსად დაადგინა.
წმიდა მოციქული კარპე მშვიდობით ჩაბარდა უფალს ქალაქ ბერიაში.
წმიდა მოციქული 70-თაგან ალფე წარმოშობით გალილეას ქალაქ კაპერნაუმიდან იყო. იგი იყო მამა წმიდა მოციქულ იაკობისა, რომელსაც ამის გამო ალფესი ეწოდა, და 70-თაგან წმიდა მოციქულის მათე მახარებლისა.
წაიკითხეთ სრულად
7 ივნისი - 11.06.2010
ორშაბათი
წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავის მესამედ პოვნა (დაახლ. 850); მღვდელმოწამისა თერაპონტისა, კვიპრელი ეპისკოპოსისა (IV).
მესამედ პოვნა უფლის დიდებული წინამორბედისა და ნათლისმცემლის, იოანეს პატიოსანი თავისა მოხდა IX საუკუნეში, დაახლოებით 850 წელს. კონსტანტინეპოლში დიდი მღელვარების დროს წმიდა იოანე უფლის წინამორბედის თავი ქალაქ ემესაში გადაასვენეს, ხოლო როცა ხატთმბრძოლი მწვალებლობა დამარცხდა, კონსტანტინეპოლის პატრიარქს, ეგნატეს, ღამეული ლოცვის დროს ჩვენებაში მიეთითა ის ადგილი, სადაც დამარხული იყო წმიდა იოანე ნათლისმცემელის თავი. პირველმღვდელმთავარმა ამის შესახებ იმპერატორს აცნობა, რომელმაც მოციქულნი გაგზავნა ქალაქ კომანში და იქ, დაახლოებით 850 წელს მესამედ მოიპოვეს წმიდა იოანე წინამორბედის თავი. მოგვიანებით იგი კვლავ კონსტანტინეპოლში გადაასვენეს. ნაწილი წმიდა იოანეს თავისა ინახება ათონის წმიდა მთაზეც.