რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპულმა კომისიამ საქართველოზე ანგარიში გამოაქვეყნა - 17.06.2010
გამოქვეყნდა რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც კომისიის წევრთა საქართველოში ვიზიტისა და საქართველოს მიერ რეკომენდაციებისა და რჩევების შესრულების შედეგებს ასახავს.
როგორც `მედიანიუსს~ საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, მოხსენებაში დადებითად არის შეფასებული საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების, კულტურათაშორისი დიალოგის წახალისებისა და რელიგიური შემწყნარებლობის განმტკიცების მიმართულებით გატარებული რეფორმები.
პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიამ სააღდგომოდ გათავისუფლების რეკომენდაცია 66 მსჯავრდებულს გაუწია. კომისიამ სულ 235 პატიმრის საქმე განიხილა, რომელთაც ყველა კატეგორიის დანაშაული აქვთ ჩადენილი. 66 პატიმარს შორის 7 ქალია. აღსანიშნავია, რომ სიაში არცერთი არასრულწლოვანი არ მოხვედრილა. როგორც კომისიის წევრმა საპარლამენტო უმრავლესობიდან ეკა ხერხეულიძემ განაცხადა, ამას ერთადერთი მიზეზი აქვს – კომისიისათვის წარდგენილი არასრულწლოვნები სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაცისგან დადებითად არ ხასიათდებიან და ჩადენილ დანაშაულებს არ ინანიებენ, რაც მათი გათავისუფლების რეკომენდაციის გასაწევად ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა.
წაიკითხეთ სრულად
სამსახურებრივი მანქანით საარჩევნო კამპანიის წარმოება დაისჯება კანონით? - 18.03.2010
2010 წლის 19 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ორი პოლიტიკური პარტიის, ახალი მემარჯვენეებისა და კონსერვატორების სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციურ სარჩელს შეიტანს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვს საარჩევნო კოდექსის 761-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას გამოიყენოს: საქართველოს ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციის შენობა, საკომუნიკაციო საშუალებები,
წაიკითხეთ სრულად
"გამოსახლების შემთხვევაში ქუჩაში დარჩენის საფრთხე არც ერთ დევნილს არ ემუქრება" - 16.02.2010
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის კობა სუბელიანის განცხადებით, გამოსახლების შემთხვევაში ქუჩაში დარჩენის საფრთხე არც ერთ დევნილს არ ემუქრება.
როგორც მინისტრმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოში დევნილთა ქუჩაში გამოყრის პრაქტიკა არ არსებობს. დევანილთა გამოსახლების პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როცა დევნილები ამა თუ იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ შენობებში ცხოვრობენ და კერძო მესაკუთრეები სასამართლოს საკუთრების დაბრუნების მოთხოვნით მიმართავენ. სასამართლო აღიარებს მის უფლებას საკუთრებაზე და დევნილის გამოსახლების გადაწყვეტილებას იღებს. თუმცა, ამ პროცესში სახელმწიფო, კერძოდ კი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი აქტიურად მონაწილეობს, რომელიც დევნილის მხარესაა. თუკი სასამართლო დევნილის გამოსახლების გადაწყვეტილებას მიიღებს, სახელმწიფო, თავის მხრივ, ვალდებულებას იღებს, რომ დევნილი ქუჩაში არ დარჩეს და ის შეძლებისდაგვარად, დააკმაყოფილოს.
წაიკითხეთ სრულად
ბრალდებულს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა და პატიმრობიდან გათავისუფლდა - 28.01.2010
საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით. საქართველოს მოქალაქეს, ბრალდებულ მანუჩარ დოგრაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ორთვიანი პატიმრობა შეეცვალა გირაოთი 5000 ლარის ოდენობით, რომლის სრული მოცულობით უზრუნველყოფის შემდეგ გათავისუფლებული იქნა პატიმრობიდან.
წაიკითხეთ სრულად
ჰუმან რაითს უოთჩმა საქართველოს ხელისუფლების შეახსენა, რომ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტში პასუხს ისიც აგებს - 28.01.2010
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გთავაზობთ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის „ჰუმან რაითს უოთჩის“ 2009 წლის ანგარიშის იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს ეხება. ანგარიშში მკაცრად არის გაკრიტიკებული საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც არ გამოიძია 2007 წლის 7 ნოემბერსა და 2009 წლის აპრილ-ივნისში თბილისში დემონსტრანტების კონსტიტუციური უფლებების დარღვევის ფაქტები. ორგანიზაცია ასევე ეხება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს და აცხადებს, რომ საქართველომ უნდა გამოიძიოს ის დარღვევები, რომელიც მის წილ პასუხისმგებლობას ეხება ცხინვალში მშიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ სარაკეტო და სხვა სახის სამხედრო იერიშის გამო.
წაიკითხეთ სრულად
კონსერვატიული პარტია განათლების სამი ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ითხოვს - 23.01.2010
საქართველოს კონსერვატიული პარტია განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრების: ნიკა გვარამიას, გია ნოდიასა და ალექსანდრე ლომაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასა და გამოძიების დაწყებას ითხოვს.
როგორც გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, 2004-2009 წლებში განათლების რეფორმის 2 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი „ჩავარდა“, რასაც უკვე ხელისუფლება და უშუალოდ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღიარებენ. ხსენებულ პერიოდში კი განათლების რეფორმის გატარებას სწორედ ლომაია, ნოდია და გვარამია ხელმძღვანელობდნენ.
წაიკითხეთ სრულად
კონსერვატორები ცოტნე გამსახურდიას საქმეზე ობიექტურ გამოძიებას ითხოვს - 21.01.2010
კონსერვატორული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კუკავამ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას სისხლის სამართლის საქმის ობიექტური გამოძიება მოითხოვა და საქმის გაცნობა და პირად კონტროლზე აყვანა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს, სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სთხოვა.
წაიკითხეთ სრულად
ჟურნალისტი პოლიციის მაღალჩინოსნებს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს - 15.01.2010
სამეგრელოს რეგიონში გამომავალი ჟურნალ „ღია ბოქლომის“ გამომცემელი და გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ადგილობრივი კორესპონდენტი ილია ჩაჩიბაია ზუგდიდის სამხარეო პოლიციის უფროსს თენგიზ გუნავას და მის მოადგილეს მეგის ქარდავას უპირისპირდება და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელ შოთა უტიაშვილის თვალწინ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ბრალს სდებს.
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საახალწლოდ შეწყალებული პატიმრების სიის გამოქვეყნებას ითხოვს.
მისივე მოსაზრებით, პატიმართა სიას მათი საქმეები და სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლებიც დაერთოს, რომლის მიხედვითაც, მათ შესაბამისი სასჯელი შეეფარდათ.
როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრეზიდენტმა საახალწლოდ „საკუთარი ექსკლუზიური უფლებით“ მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული 165 პირი შეიწყალა, რომელთა შორის რეციდივისტებიც არიან.
წაიკითხეთ სრულად
ევროსაბჭო აფხაზეთის ციხეებში არსებულ მდგომარეობას აკრიტიკებს - 24.12.2009
ევროსაბჭო აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკაში ციხეებსა და დროებითი დაკავების იზოლატორებში არსებულ მდგომარეობას აკრიტიკებს.
ამასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს ადამიანების წამების საკითხებს შემსწავლელმა კომიტეტმა სპეციალური მოხსენება გაავრცელა.
დოკუმენტის მიხედვით, სეპარატისტული რესპუბლიკის საპყრობილეებში არსებული მდგომარეობა საერთაშორისო მოთხოვნებს არ შეესაბამება და იქ არ არის დაცული უსაფრთხოების ელემენტარული ზომები. სათანადო ყურადღება არ ექცევა ჰიგიენას და პატიმრების ჯანმრთელობას.
წაიკითხეთ სრულად
რატომ ჩივის სტალინის შვილიშვილი? - 20.12.2009
სტალინის შვილიშვილი ევგენი ჯუღაშვილი რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" უჩივის. ის თვლის, რომ პროგრამა "პერეხვატი" მისი ბაბუის სახელს შეურაცჰყოფს. ეს გადაცემა ოქტომბერში გავიდა ეთერით.
თურმე სტალინის შვილიშვილი განარიცხა ერთმა ფრაზამ, რომლეიც მატვეი განაპოლსკის ეკუთვნის. მას უთქვსმს: "სტალინმა თავად მოაწერა ხელი ბრძანებას, რომ შეიძლებოდა 12 წლის ბავშვების დახვრეტა. ამის შემდეგ, რომელიც ნაძირალა დაიცავს მას?"
წაიკითხეთ სრულად
№1 საპყრობილეში სტომატოლოგიური კაბინეტი გაიხსნა - 11.12.2009
ორთაჭალის №1 საპყრობილეში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კოკა სეფერთელაძემ და მინისტრის მოადგილემ ლევან ზარანდიამ თანამედროვე სტომატოლოგიური კაბინეტით აღჭურვილი ახალი სამედიცინო ნაწილი გახსნეს.
წაიკითხეთ სრულად
ორი მსჯავრდებული რეაბილიტაციას ეკლესია-მონასტრებში გაივლის - 06.12.2009
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის შუამდგომლობით, ორი პატიმარი სასჯელის მოუხდელ ნაწილს ეკლესია-მონასტრებში გაატარებს. ამ მიზნით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი დიმიტრი შაშკინი და მინისტრის მოადგილეები კოკა სეფერთელაძე და ლევან ზარანდია პატიმრებთან ერთად საქართველოს საპატრიარქოს ესტუმრნენ და მეუფე თეოდორეს შეხვდნენ.
წაიკითხეთ სრულად
პროკურატურა ეკა ბესელაის ოჯახის წეევრთა სასამართლო პროცესს ეხმაურება - 06.12.2009
საქართველოს მთავარიპროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოძრაობა `ერთიანი საქართველსთვის” გენერალური მდივნის, ეკა ბესელიას ოჯახის წევრთა სასამართლო პროცესის მიმდინარეობას ეხმაურება და განმარტავს, რომ ინციდენტის შემსწრე ყველა მოწმემ სასამართლოს იდენტური ჩვენება მისცა, რითაც ყველამ დაადასტურა რატი მილორავასა და სერგო ბესელიას ბრალეულობა მომხდარ საქმეში.
წაიკითხეთ სრულად
გურჯაანის სასამართლოს მოსამართლე ლია ოთარაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს - 27.11.2009
გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლია ოთარაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის უფროსმა ნათია ვასაძემ განუცხადა, ლია ოთარაშვილი მოსამართლეთა რეზერვში ჩაირიცხა.
როგორც "მედიანიუსს" საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, გუშინვე თანამდებობიდან გაათავისუფლეს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნუნუ ნემსიწვერაძეც.
წაიკითხეთ სრულად
მსჯავრდებულებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი ფილმების ჩვენება დაიწყო - 13.11.2009
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი ფილმების ჩვენების პროექტი დაიწყო. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მსჯავრდებულების განვითარებას, რათა დაწესებულებების დატოვების შემდეგ ისინი საზოგადოებას სრულფასოვან წევრებად დაუბრუნდნენ.
ატმის ბაღში ქურდის დაჭერისათვის დაკავებულ მამა - შვილს, გივი და ალექსანდრე პაპალაშვილებს, პროკურატურამ საპროცესო გარიგება გაუფორმა. საპროცესო გარიგების პირობებით, 26 წლის ალექსანდრე პაპალაშვილს 6 თვით, ხოლო მამამისს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა, ჯარიმის გარეშე, _ აცნობეს "მედიანიუსს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან.
შეგახსენებთ, რომ შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა გივი და ალექსანდრე პაპალაშვილები 2009 წლის 18 აგვისტოს დააკავეს. პოლიცია დაკავებულებს ბრალს მოქალაქე სოსო კოჭლამაზაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში სდებს.
წაიკითხეთ სრულად
ევროსასამართლოში აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთა 365 მოსარჩელის სარჩელია შეტანილი - 09.11.2009
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს რუსეთის წინააღმდეგ აგვისტოს ომის დროს დაზარალებულთა შესახებ დამატებით მტკიცებულებებს დეკემბერში გადასცემს. ამის შესახებ “მედიანიუსს: ორგანიზაციის სტარტეგიული სამართალწარმოების იურისტმა ნინო ხაინდრავამ განუცხადა.
წაიკითხეთ სრულად
სახალხო დამცველის მოადგილე პატიმარ ქალებს შეხვდა - 06.11.2009
სახალხო დამცველის მოადგილე ტატა ხუნწარია და რწმუნებულები რუსთავის N1 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებულ პატიმარ ქალებს შეხვდნენ.
როგორც სახალხო დამცველის აპარატიდან გვაცნობეს, პატიმრებმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს საკუთარი მოთხოვნები გააცნეს. ისინი ითხოვენ ამანათით დაშვებული პროდუქტების სიის გაზრდას, დამატებით ხორცეულისა და სხვა სახის საკვები პროდუქტების მიღების უფლებას, ასევე, საცხოვრებელი საკნების გარეთ ტერიტორიაზე ყოფნისთვის 19 საათამდე გამოყოფილი დროის 21.00 საათამდე გაგრძელებას.