ფულის გამოძალვაში ეჭვმიტანილები დააკავეს - 01.07.2009
შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და აჭარის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დააკავეს: 1990 წ.დ დანიელ გოგიტიძე და 1986 წ.დ რომან ფუტკარაძე. დანიელ გოგიტიძემ საკუთარი მამისათვის თანხის გამოძილვას მიზნით, რომან ფუტკარაძის დახმარებით მოაწყო თავის გატაცების ინსცენირება.
წაიკითხეთ სრულად
საქართველოს საბაჟოზე შემოწმებები დაიწყო - 01.07.2009
საქართველოში საბაჟოებზე შემოწმებები რამდენიმე წლის წინ გაუქმდა, ამის შედეგად ქვეყანა აივსო შეუმოწმებელი საქონლით, რაც მთავარია, საკვები პროდუქტით. და აი ახლა, 1-ელი ივლისიდან ძალაში შედის იმპორტზე ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლი. ფინანსთა სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ჩვენი კანონმდებლობა უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ კანონმდებლობას.
როგორ ირკვევა, ფიტოსანიტარიული კონტროლი უნდა გაიაროს მაგალითად: ცოცხალმა ხოლმა, როგორიცაა ვთქვათ ბანანი და სხვა; ბოსტნეულმა; მარცვლეულვა; მცენარის ბოლქვებმა; თამბაქომ; კაკაომ; ხის მერქანმა. ასევე შემოწმებას ექვემდებარება ხელოვნების ნიმუშები, ანტიკვარიატი; მწერები, ბაქტერიები, ვირუსები; მზა წვნიანები, ნაყინი.
2009 წლის 1 ივლისიდან დაყადაღებული ნივთები განმეორებით აუქციონამდე გაიყიდება. დაყადაღებული ქონების აუქციონის შემდგომი რეალიზაციის ახალ მექანიზმს ."სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება დაარეგულირებს.
კანონის თანახმად (761 მუხლი), თუ ნივთის რეალიზაცია პირველ აუქციონზე არ მოხდება, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა გაუჩნდებათ ის განმეორებითი აუქციონამდე, პირდაპირ შეიძინონ. ნივთი პირველ აუქციონზე გამოცხადებულ საწყის ფასში გაიყიდება.
წაიკითხეთ სრულად
შსს-ს სამქიანობაზე საზოგადოებრივ მონიტორინგს ითხოვენ - 01.07.2009
საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტაინ-დემოკრატები“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის დაწესებას ითხოვს.
როგორც ბრიფინგზე დეპუტატმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა განაცხადა, ბერლინში ოპოზიციის წევრებს: ლევან გაჩეჩილაძეს, დავით გამყრელიძესა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ კახა თარგამაძეს შორის გამართული შეხვედრის, ასევე, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ოფისებში მოსასმენი აპარატურის აღმოჩენის შემდეგ საზოგადოებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაზე არაერთი შეკითხვა გაუჩნდა.
წაიკითხეთ სრულად
“ფრიდომ ჰაუსი”: საქართველოსა და უკრაინის რევოლუციებმა დემოკრატიული რეფორმები არ მოიტანეს - 01.07.2009
საერთაშორისო ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსის” ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 2008 წელი ევროპის ყოფილი სოციალისტური ბანაკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების დემოკრატიებისთვის ცუდი წელი იყო.
რადიოსადგურ “ამერიკის ხმის” ინფორმაციით, “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშში აღნიშნულია, 29-იდან 18 ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გზიდან გადახვევა მოხდა.
ანგარიშის მიხედვით, 1995 წლიდან ანუ “ფრიდომ ჰაუსის” მიერ კვლევების დაწყებიდან პირველად, რუსეთი და ყირგიზეთი მოხვდნენ კონსოლიდირებული ავტორიტარული ქვეყნების რიცხვში და შეუერთდნენ აზერბაიჯანს, ყაზახეთს, ტაჯიკეთს, თურქმენეთს და უზნეკეთს.
წაიკითხეთ სრულად
დედოფლისწყაროში ხორბლის დაბალი მოსავალი მოვიდა - 01.07.2009
დედოფლისწყაროში წელს ხორბლის დაბალი მოსავალია. რადიო „ჰერეთის“ ინფორმაციით, ერთ ჰექტარ მიწის ფართობზე მხოლოდ 500 კილოგრამი ხორბალი მოვიდა.
როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თენგიზ გონაშვილმა განაცხადა, ზოგმა გლეხმა ყანაში კომბაინის შეყვანეზე უარი თქვა, რადგან 500 კილოგრამი ხორბალიც კი არ მოუვიდა.
წაიკითხეთ სრულად
გარდაიცვალა ცნობილი რუსი მომღერალი ლიუდმილა ზიკინა - 01.07.2009
რამდენიმე დღის წინ ცნობილმა მომღერალმა 80 წლის იუბილე აღნიშნა, თავს მშვენივრად გრძნობდა, მაგრამ მოულოდნელად მისი გული გაჩერდა.
როგორც ექიმები იუწყენიან, ზიკინას რამდენჯერმე ჰქონდა გადატანილი ინფარქტი და ახლაც გულმა უმტყუნა. მიუხედავათ იმისა, რომ მომღერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
წაიკითხეთ სრულად
1 ივლისი - 01.07.2009
1 ივლისი წლის 172-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 193 დღე.
საეკლესიო კალენდარი
სულთმოფენობიდან მეოთხე შვიდეული. ოთხშაბათი.
ღირსისა მიქაელ ულუმბოელისა, ცამეტ ასურელ მამათაგანისა (VI);
ხსენება წმიდა მოწამეთა: ლეონტისა, იპატისა და თეოდულესი (70-79).
წმიდა მოწამენი ლეონტი, იპატი და თეოდულე რომაელი მეომრები იყვნენ. ქრისტიანი ლეონტი ფინიკიის ქალაქ ტრიპოლში იმპერატორის ჯარს სარდლობდა. იგი ვაჟკაცობით, სიმამაცითა და სიბრძნით გამოირჩეოდა. ტრიპოლის მოქალაქენი და მეომრები დიდ პატივს სცემდნენ მას. მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე, მათ შორის იყვნენ მეომრები იპატი და თეოდულე. როდესაც მმართველმა ამის შესახებ შეიტყო, ისინი თავისთან დაიბარა და ქრისტეს სჯულისაგან განდგომა და რომის ღმერთისადმი მსხვერპლშეწირვის ჩატარება მოსთხოვა. ყველა მოწამემ მტკიცედ აღიარა ქრისტეს სჯული, რისთვისაც ისინი შეიპყრეს და სასტიკად აწამეს.
წმიდა მოწამენი დაახლოებით 70-79 წლებში აღესრულნენ მოწამებრივად.
წაიკითხეთ სრულად
30 ივნისი - 01.07.2009
30 ივნისი წლის 171-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 194 დღე.
საეკლესიო კალენდარი
სულთმოფენობიდან მეოთხე შვიდეული. სამშაბათი
ხსენება წმიდა მოწამეთა: მანუელ, საბელ და ისმაილისა (362); მოწამე შალვა ახალციხელისა (1227).
წმიდა მოწამე შალვა სიმამაცისა და ვაჟკაცობის გამო წმიდა მართლმორწმუნე თამარ დედოფალმა ახალციხის მმართველად დანიშნა. მისი მთავარსარდლობით ქართულმა ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა თურქეთის სულთანი რუქნადინი, რამაც საქართველოს ძლიერება და მსოფლიო ავტორიტეტი შემატა.
წაიკითხეთ სრულად
29 ივნისი - 01.07.2009
29 ოვნისი წლის 170-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 195 დღე.
საეკლესიო კალენდარი
სულთმოფენობიდან მეოთხე შვიდეული. ორშაბათი
ხსენება წმ. ქაიხოსრო ქართველისა (1558)
ხსენება წმიდა მღვდელმთავარ ტიხონი ამათუნტელი ეპისკოპოსისა, მღვდელმოწამე ტიგრი ხუცესისა და მოწამე ევტროპი წიგნის მკითხველისა.
წაიკითხეთ სრულად
28 ივნისი - 01.07.2009
28 ივნისი წლის 169-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 196 დღე.
საეკლესიო კალენდარი
სულთმოფენობიდან მესამე კვირიაკე. ხმა მესამე.
ხსენება წმიდა წინასწარმეტყველისა ამოსისა (VIII ს. ქრისტეს შობამდე). წმიდა მოწამეთა: ვიტე, მოდესტოს და კრისკენტია მზრდელისა (303); თეოდორე სიკეოტისა - ანასტასიოპოლელ ეპისკოპოსისა (დაახლ. IX); წმიდა ეფრემისა, სერბიის პატრიარქისა (XIV); მოწამე დულე ეგვიპტელისა, ნეტარი იერონიმე სტრიდონელისა. ნეტარი ავგუსტინესი (430).
წაიკითხეთ სრულად
27 ივნისი - 01.07.2009
27 ივნისი წლის 168-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 197 დღე.
საეკლესიო კალენდარი
სულთმოფენობიდან მესამე შვიდეული. შაბათი
ხსენება წმიდა წინასწარმეტყველისა ელისესი (IXს. ქრისტეს შობამდე), მეთოდე კონსტანტინოპოლელ პატრიარქისა (837).
წმიდა წინასწარმეტყველი ელისე ქრისტეს დაბადებამდე IX საუკუნეში ცხოვრობდა. წმიდა წინასწარმეტყველმა ბევრი სასწაული მოახდინა: ილიას მოსასხამის ერთი დარტყმით გაიყო იორდანეს წყლები, იერიქონის მავნე წყარო სასმელ წყლად იქცა და სხვ.
წაიკითხეთ სრულად
დაკავებულია ყალბი ფულის დამზადებაში ეჭვმიტანილი - 01.05.2009
2009 წლის 27 აპრილს, შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ქ.თბილისში დაკავებული იქნა ყალბი ფულის დამზადებაში ეჭვმიტანილი კანადის მოქალაქე, 1968 წელს დაბადებული, დროებით თბილისში სასტუმრო “ათა”-ში მცხოვრები, ჯულის ფაბოლი. მისი პირადი და საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა შეფერილობის 100 დოლარიანი და 100 ევროიანი კუპიურები, ულტრაიისფერი განათების დეტექტორი, ოთხი ბოთლი, რომელშიც მოთავსებული იყო ქიმიური სითხეები და ნივთები, რომელთა მეშვეობით ჯულის ფაბოლი სავარაუდოდ ამზადებდა ყალბ ვალუტას
წაიკითხეთ სრულად
კაზრეთში ეკლესია გაქურდეს - 01.05.2009
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო-ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს დაბა კაზრეთში წმინდა სამების სახელობის ეკლესიის გაქურდვაში ეჭვმიტანილი, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, ოთარ მგალობლიშვილი.
დაკავებულის ბინიდან ამოღებულია ეკლესიდან წაღებული ნივთები.
წაიკითხეთ სრულად
დედოფალის მკვლელობის მცდელობის ორგანიზატორი გარდაიცვალა - 01.05.2009
ნიდერლანდებში გარდაიცვალა მამაკაცი, რომელმაც "დედოფლის დღის" აღნიშვნის დროს ბრბო გაარღვია და დედოფლის მოკვლა სცადა. შედეგად, დაიღუპა 5 ადამიანი, რამდენიმე მძიმედ დაშავდა.
როგორც ირკვევა, თავდასხმის ორგანიზატორი 38 წლის მამაკაცი იყო, რომელიც ნიდერლანდების მოქალაქეა. სიკვდილის წინ, მან აღიარა, რომ სამეფო ოაჯხის წევრების მოკვლა სურდა.
წაიკითხეთ სრულად
რა ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ - 01.05.2009
1 მაისს დილიდან ოპოზიციის წარმომადგენლების ორგანიზებით “საზოგადოებრივი მაუწყებელი” პიკეტირებულია. როგორც “მედიანიუსს” მოძრაობა “ერთიანი საქართველოსთვის” გენერალურმა მდივანმა ეკა ბესელიამ განუცხადა, ისინი მაუწყებელში შესვლას უკანა შესასვლედან არავის დაუშლიან. თუმცა სანამ არ მოხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ინფორმაციის ობიექტურად გაშუქება, მანამდე ტრადიციულად, ყოველ დილითY მაუწყებელთან მივლენ და პიკეტს მოაწყობენ.
წაიკითხეთ სრულად
საღამოს 6 საათზე საყვირების აქცია გაიმართება - 01.05.2009
6 საათზე ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების თაოსნობით გაიმართება საყვირების აქცია „მიშა, წადი“. როგორც დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს წევრმა ბაკურ მგელიაშვილმა განაცხადა, ისინი მოუწოდებენ ყველა სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს, რომ 18.00. საათზე 1 წუთის განმავლობაში კიდევ ერთხელ გამოხატონ და დააფიქსირონ პროტესტი არსებული ხელისუფლების მიმართ.
წაიკითხეთ სრულად
2 მაისი - 01.05.2009
2 მაისი წლის 112-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 243 დღე.
საეკლესიო კალენდარი
აღდგომიდან მეორე შვიდეული. შაბათი.
ხსენება ღირსი მამისა იოანესი, რომელი იყო ხუცესი, ძველი ლავრისა პალესტინასა შინა (VIII); წმიდა მამათა: გიორგი აღმსარებლისა, ანტიოქიის ეპისკოპოსისა (IX); ტრიფონ კონსტანტინეპოლელ პატიარქისა (933); მღვდელმოწამე პაფნუტი იერუსალიმელ პატრიარქისა; მოწამეთა: ქრისტეფორესი, თეონასი და ანტიონინესი (303); ღირსი ნიკიფორე აღმსარებლისა. დღესასწაული ღვთისმშობლის ხატისა — „წყარო ცხოვრებისად წოდებულისა“.
წაიკითხეთ სრულად
“მიშას გემიდან ვირთხები გარბიან” - 01.04.2009
ხელისუფლების რეიტინგი დაეცა, ნდობა შემცირდა და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, სააკაშვილის გემიდან, თავის გადარჩენის მიზნით, ყოფილმა მომხრეებმა გამოქცევა დაიწყეს. ცნობილმა ფიგურებმა შედარებით ადრე უშველეს თავს, რადგან ქონებაც საკმაოდ დააგროვეს და მომხრეებიც გამოიყოლეს აი, დარჩენილები კი სანამ მერყეობდნენ გემი უკვე გვარიანად ჩაიძირა და 9 აპრილამდე თითზე ჩამოსათვლელი დღეები დარჩა.
წაიკითხეთ სრულად
აშშ და რუსეთი პირველ ხელშეკრულებას აფორმებს - 01.04.2009
"კომერსანტი"
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა გაზეთი "კომერსანტის" ცნობით, ხელშეკრულებას ავღანეთის თაობაზე აფორმებენ. საქმე ეხება, რუსეთის ტერიტორიაზე ავღანეთის მიმართულებით ტვირთების გატარებას.
როგორც ირკვევა, მოსკოვი და ამერიკა საკმაოდ კარგად მოემზადა ამ შეხვედრისათვის და მზადაა, რომ სერიოზული გადაწყვეტილებები მიიღოს.