მღვდელმოწამისა ანთიმოზ ივერიელისა, უნგროვლახეთის მიტროპოლიტისა (1716); ქალწულმოწამისა აკვილინასი (293); ტრიფილე კვიპრელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 370); ქალწულმოწამისა ანტონინასი (284-303); ანტ იპატროს ბოსტრელი ეპისკოპოსისა; ღირსთა: ანასი (826) და ძისა მისისა იოანესი (IX).
წმიდა წამებული აკვილინა ფინიკიის ქალაქ ბიბლოსის მკვიდრი იყო. იმპერატორ დიოკლიტიანეს დროს გამოცხადებულ ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანი შეიპყრეს და აწამეს. ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს მიწას წმიდანის ცხედარი. მოგვიანებით კი მისი წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და მისი სახელობის ტაძარში დაასვენეს.
წაიკითხეთ სრულად
4 აპრილი - 02.04.2010
4 აპრილი წლის 94-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 271 დღე.
საეკლესიო კალენდარი
კვირა
ბრწყინვალე აღდგომა იესუ ქრისტესი პასექი
მღვდელმოწამისა ბასილისი, ანკვირელი ხუცისა (362-363); მოწამისა დროსიდასი, ტრაიანე მეფის ასულისა (104 -117); ღირსისა ისააკ დალმატელისა (IV).
წაიკითხეთ სრულად
3 აპრილი - 02.04.2010
3 აპრილი წლის 93-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 272 დღე.
საეკლესიო კალენდარი
შაბათი
დიდი შაბათი. ღირსისა იაკობ აღმსარებლისა, ეპისკოპოსისა (VIII-IX); კირილესი, კატანელი ეპისკოპოსისა (I-II); თომასი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (610).
წაიკითხეთ სრულად
2 აპრილი - 02.04.2010
2 აპრილი წლის 92-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 273 დღე.
საეკლესიო კალენდარი
პარასკევი
დიდი პარასკევი. ხსენება წმიდათა მაცხოვნებელთა ვნებათა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი. ღირსთა: იოანესი, სერვისა, პატრიკისა და სხვათა, წმიდა საბას ლავრაში მოწყვეტილთა (796); მოწამეთა: ალექსანდრასი, კლავდიასი, ევფრასიასი, მატრონასი, იულიანასი, ეფემიასი და თოედოსიასი (310); ნიკიტა აღმსარებლისა, აპოლონიადელი მთავარეპისკოპოსისა (დაახლ. 813-820); იოვანე ურჰაელ კათალიკოსისა (VIII).
წაიკითხეთ სრულად
1 აპრილი - 02.04.2010
1 აპრილი წლის 91-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 274 დღე.
საეკლესიო კალენდარი
ხუთშაბათი
დიდი ხუთშაბათი. ხსენება საიდუმლო სერობისა. მოწამეთა ქრისანთესი და დარიასი (283) და მათთანა მოწამეთა: კლავდი ტრიბუნისა, მეუღლისა მისისა ილარიასი, და ძეთა მათთა იასონისა და მავრისა, დიოდორე ხუთისა და მარიანე დიაკონისა (283); მოწამისა პანქარესი (დაახლ. 302).
ამ დღეს დაიბადნენ:
პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიამ სააღდგომოდ გათავისუფლების რეკომენდაცია 66 მსჯავრდებულს გაუწია. კომისიამ სულ 235 პატიმრის საქმე განიხილა, რომელთაც ყველა კატეგორიის დანაშაული აქვთ ჩადენილი. 66 პატიმარს შორის 7 ქალია. აღსანიშნავია, რომ სიაში არცერთი არასრულწლოვანი არ მოხვედრილა. როგორც კომისიის წევრმა საპარლამენტო უმრავლესობიდან ეკა ხერხეულიძემ განაცხადა, ამას ერთადერთი მიზეზი აქვს – კომისიისათვის წარდგენილი არასრულწლოვნები სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაცისგან დადებითად არ ხასიათდებიან და ჩადენილ დანაშაულებს არ ინანიებენ, რაც მათი გათავისუფლების რეკომენდაციის გასაწევად ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა.
წაიკითხეთ სრულად
2 ნოემბერი - 01.11.2009
2 ნოემბერი წლის 306-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 59 დღე.
საეკლესიო კალენდარი
22-ე შვიდეული სულთმოფენობიდან. ორშაბათი
ხსენება დიდმოწამე არტემისა (363).
დიდმოწამე არტემი რომაელი მხედართმთავარი იყო. მას მრავალი ჯილდო ჰქონდა მიღებული იმპერატორთაგან ერთგული სამსახურისა და მხედრული სიმამაცისათვის, რისთვისაც მან ეგვიპტის განმგებლის მაღალი თანამდებობა მიიღო. ეგვიპტეში ყოფნის დროს მან ბევრი რამ გააკეთა ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებისა და განმტკიცებისათვის. იმპერატორი კონსტანციუსი საიმპერატორო ტახტზე იულიანემ შეცვალა. იგი შეურიგებელ ბრძოლას ეწეოდა ქრისტიანობასთან და ასობით მართლმორწმუნეს სჯიდა სიკვდილით. ქალაქ ანტიოქიაში მისი ბრძანებით ორი მხნე ეპისკოპოსი აწამეს, რომელთაც უარი განაცხადეს ჭეშმარიტ რწმენას განდგომოდნენ. იმ ხანებში ქალაქში დაბრუნდა არტემი, რომელმაც სახალხოდ ამხილა იულიანე განდგომილი უკეთურებაში, რის შემდეგაც დიდმოწამე საპყრობილეში ჩააგდეს. მეორე დღეს იულიანემ მას წარმართულ ღვთაებათა აღიარება მოსთხოვა, მაგრამ წმიდანმა გადაჭრით უარყო მისი მოთხოვნა, რისთვისაც იგი კვლავ სატანჯველად მისცეს და მისი ბრძანებით დიდმოწამე არტემს თავი მოჰკვეთეს.
დიდმოწამე არტემის წმიდა ნაწილები დიდი პატივით გადაასვენეს ანტიოქიიდან კონსტანტინოპოლში.
წაიკითხეთ სრულად
1 ნოემბერი - 01.11.2009
1 ნოემბერი წლის 305-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 60 დღე.
საეკლესიო კალენდარი
21-ე კვირიაკე სულთმოფენობიდან. ხმა IV
„კოლხეთის“ ღმრთისმშობლის ხატის ჩამობრძანება საქართველოში ათონის მთიდან (2007).
ხსენება წინასწარმეტყველ იოელისა (800 ქრისტეს შობამდე); მოწამე უვაროსი (დაახლ. 307); ნეტარი კლეოპატრასი და ძისა მისისა იოანესი (327); მღვდელმოწამე სადუკისა _ სპარსელ ეპისკოპოსისა და მისთანა 128 მოწამეთა (342).
წინასწარმეტყველი იოელი 800 წლით ადრე ცხოვრობდა ქრისტეს შობამდე. მან იწინასწარმეტყველა იერუსალიმის აოხრება და გაუდაბურება.
წაიკითხეთ სრულად
ტანზანიურმა სპილომ "ბი-ბი-სი"-ს კორესპონდენტი მოკლა - 01.11.2009
ბრიტანული ტელერადიოკორპორაცია "ბი-ბი-სი"-ს თანამშრომელი მოკლა. 38 წლის ანტონ ტერნერი ყოფილი ოფიცერი იყო. ის აფრიკაში საბავშვო შემეცნებითი ფილმის გადასაღებად ჩავიდა. ამ ფილმში საუბარი იყო მე-19 საუკუნეში მცხოვრები დევიდ ლივინგსტონის შესახებ. ლივინგსტონმა აფრიკაში იმოგზაურა. შოუს ერთ-ერთი ეპიზოდი სწორედ ამ მოგზაურობას ეხებოდა.
წაიკითხეთ სრულად
დაეხმარე იტალიის პოლიციას - 01.11.2009
The Australian
ნეაპოლის პოლიცია Youtube-ზე აქვეყნებს ვიდეორგოლს, რომელზეც ასახულია ერთ-ერთი მაფიოზის მკვლელობა. პოლიცია მოსახლეობას სთხოვს დაეხმაროს ამოიცნოს ქილერი.
დახვრეტა ნეაპოლის ცენტრში მოხდა და გარე დაკვირვების ვიდეოკამერამ ყველაფერი აღბეჭდა, მიუხედავათ ამისა, 2009 წლის მაისიდან ამ მკვლელობის გახსნა ვერ მოხერხდა.
პოლიცია ვარაუდობს, რომ ეს მკვლელობა მაფიოზურ კლანებს შორის გარჩევის გამო მოხდა. მოკლულია 53 წლის მარიო ბაჩო ტერაჩჳნო, ის ნეაპოლიტანური მადის ”კამორას” ერთ-ერთი ლიდერია. სხვათა შორის, მის ”სპეციალობად” სახელდება ბანკების გაქურდვა.
წაიკითხეთ სრულად
უკრაინაში 4 ექიმი დაიღუპა. რატომ? - 01.11.2009
უკრაინაში დაიღუპა ოთხი ექიმი, რომელიც ეკონტაქტებოდა ავადმყოფებს. ე.წ. ღორის გრიპით დაავადებულთა მკურნალობის დროს ორი ექიმი ტერნოპოლის ოლქში და ორიც ლვოვის ოლქში ტავად დაავადდა და დაიღუპა.
გრიპი, რომელსაც უწოდებენ A/H1N1-ს უკრაინაშჳ სწრაფად ვრცელდება, განსაკუთრებით მის დასავლეთ ნაწილში. უკანასკნელი ინფორმაციით უკვე გარდაიცვალა 53 ადამიანი.
წაიკითხეთ სრულად
შსს-მ „მამა ბუასილი“ დაკითხა - 01.11.2009
“თავისუფლების ინსტიტუტის” წევრის, თეა თუთბერიძის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”მამა– ბუასილი” დაკითხა.
–”როგორც ჩემთვის ხდება ცნობილი, პოლიციამ დაკითხვაზე წაიყვანა ორი ახალგაზრდა, რომლებიც ”მამა ბუასილის” სახელით არიან სადღაც დარეგისტრირებულები. ჩემი ინფორმაციით, მათ ჩამოართვეს კომპიუტერი და ციფრული ფოტო აპარატი, ესაუბრნეს უხეშად, დააშინეს და უთხრეს, რომ მათ ემუქრებათ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
წაიკითხეთ სრულად
"რუსეთის წყალობით აფხაზებს შესაძლოა მორიგი მუჰაჯირობა დაემუქროს" - 01.09.2009
რუსეთის მიერ აფხაზეთის სრული ოკუპაციის შემდეგ ამ რეგიონში ვითარება დღითიდღე უარესდება. ახლა უკვე აფხაზთა ნაწილიც ხმამაღლა საუბრობს იმაზე, რომ რუსეთის ქმედებებმა შესაძლოა აფხაზების გადაშენება გამოიწვიოს. თვალშისაცემია ისიც, რომ აფხაზეთი დღეს უკვე რამდენიმე ეთნოსის _ კერძოდ, საკუთრივ აფხაზების, თურქეთში თავის დროზე განდევნილი მუჰაჯირების, სომხების და რუსი ოკუპანტების ინტერესთა გადაკვეთის ადგილად იქცა..…
წაიკითხეთ სრულად
მადონას ”შეუსწრეს” - 01.08.2009
მადონას და მის საყვარელს - იესუს ლუის ”შეუსწრეს”. 50 წლის მადონას და 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცის სიყვარული ფართოდ აფიშირდება. სასიყვარული სცენების ამსახველი ფოტოები ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნდა.
ეს ფოტოსურათები ცნობილმა ფოტოგრაფმა სტივენ კლაინმა გადაიღო.
წაიკითხეთ სრულად
რუსეთი გვემუქრება - 01.08.2009
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა მუქარა დაიწყო. რეალურად რუსეთი პროვოკაციისათვის გვამზადებს. რუსულ-ქართული კონფლიქტის წლისთავზე რუსეთი ახალი აგრესიისთვის ემზადება, ყოველ შემთხვევაში სიტუაცია იძაბება.
რუსების განცხადებით, 1 აგვისტოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დედაქალაქი ქართველების მხრიდან დაიბომბა. ”ამ დროს სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების სადამკვირვებლო ცენტრს ცეცხლი გაუხსნეს”, - ნათქვამია რუსეთის განცხადებაში.
წაიკითხეთ სრულად
ფულის გამოძალვაში ეჭვმიტანილები დააკავეს - 01.07.2009
შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და აჭარის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დააკავეს: 1990 წ.დ დანიელ გოგიტიძე და 1986 წ.დ რომან ფუტკარაძე. დანიელ გოგიტიძემ საკუთარი მამისათვის თანხის გამოძილვას მიზნით, რომან ფუტკარაძის დახმარებით მოაწყო თავის გატაცების ინსცენირება.
წაიკითხეთ სრულად
საქართველოს საბაჟოზე შემოწმებები დაიწყო - 01.07.2009
საქართველოში საბაჟოებზე შემოწმებები რამდენიმე წლის წინ გაუქმდა, ამის შედეგად ქვეყანა აივსო შეუმოწმებელი საქონლით, რაც მთავარია, საკვები პროდუქტით. და აი ახლა, 1-ელი ივლისიდან ძალაში შედის იმპორტზე ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლი. ფინანსთა სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ჩვენი კანონმდებლობა უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ კანონმდებლობას.
როგორ ირკვევა, ფიტოსანიტარიული კონტროლი უნდა გაიაროს მაგალითად: ცოცხალმა ხოლმა, როგორიცაა ვთქვათ ბანანი და სხვა; ბოსტნეულმა; მარცვლეულვა; მცენარის ბოლქვებმა; თამბაქომ; კაკაომ; ხის მერქანმა. ასევე შემოწმებას ექვემდებარება ხელოვნების ნიმუშები, ანტიკვარიატი; მწერები, ბაქტერიები, ვირუსები; მზა წვნიანები, ნაყინი.
2009 წლის 1 ივლისიდან დაყადაღებული ნივთები განმეორებით აუქციონამდე გაიყიდება. დაყადაღებული ქონების აუქციონის შემდგომი რეალიზაციის ახალ მექანიზმს ."სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება დაარეგულირებს.
კანონის თანახმად (761 მუხლი), თუ ნივთის რეალიზაცია პირველ აუქციონზე არ მოხდება, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა გაუჩნდებათ ის განმეორებითი აუქციონამდე, პირდაპირ შეიძინონ. ნივთი პირველ აუქციონზე გამოცხადებულ საწყის ფასში გაიყიდება.
წაიკითხეთ სრულად
შსს-ს სამქიანობაზე საზოგადოებრივ მონიტორინგს ითხოვენ - 01.07.2009
საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტაინ-დემოკრატები“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის დაწესებას ითხოვს.
როგორც ბრიფინგზე დეპუტატმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა განაცხადა, ბერლინში ოპოზიციის წევრებს: ლევან გაჩეჩილაძეს, დავით გამყრელიძესა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ კახა თარგამაძეს შორის გამართული შეხვედრის, ასევე, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ოფისებში მოსასმენი აპარატურის აღმოჩენის შემდეგ საზოგადოებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაზე არაერთი შეკითხვა გაუჩნდა.
წაიკითხეთ სრულად
“ფრიდომ ჰაუსი”: საქართველოსა და უკრაინის რევოლუციებმა დემოკრატიული რეფორმები არ მოიტანეს - 01.07.2009
საერთაშორისო ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსის” ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 2008 წელი ევროპის ყოფილი სოციალისტური ბანაკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების დემოკრატიებისთვის ცუდი წელი იყო.
რადიოსადგურ “ამერიკის ხმის” ინფორმაციით, “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშში აღნიშნულია, 29-იდან 18 ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გზიდან გადახვევა მოხდა.
ანგარიშის მიხედვით, 1995 წლიდან ანუ “ფრიდომ ჰაუსის” მიერ კვლევების დაწყებიდან პირველად, რუსეთი და ყირგიზეთი მოხვდნენ კონსოლიდირებული ავტორიტარული ქვეყნების რიცხვში და შეუერთდნენ აზერბაიჯანს, ყაზახეთს, ტაჯიკეთს, თურქმენეთს და უზნეკეთს.