მთავარი ჩვენ შესახებ სასარგებლო ლინკები გალერეა ფორუმი კონტაქტი  
  გორის ასფალტის გადამამუშავებელ ქარხანაში უბედური შემთხვევის შედეგად 28 წლის ნიკოლოზ ბაზანდარაშვილი გარდაიცვალა
  სიახლეები

«    სექტემბერი    » «    2010    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 


 
 
 
 
  26 ივნისი - 02.07.2010
 
მღვდელმოწამისა ანთიმოზ ივერიელისა, უნგროვლახეთის მიტროპოლიტისა (1716); ქალწულმოწამისა აკვილინასი (293); ტრიფილე კვიპრელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 370); ქალწულმოწამისა ანტონინასი (284-303); ანტ იპატროს ბოსტრელი ეპისკოპოსისა; ღირსთა: ანასი (826) და ძისა მისისა იოანესი (IX). წმიდა წამებული აკვილინა ფინიკიის ქალაქ ბიბლოსის მკვიდრი იყო. იმპერატორ დიოკლიტიანეს დროს გამოცხადებულ ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანი შეიპყრეს და აწამეს. ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს მიწას წმიდანის ცხედარი. მოგვიანებით კი მისი წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და მისი სახელობის ტაძარში დაასვენეს.
წაიკითხეთ სრულად

  პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის აღდგენილი ვერსია საქართველოს ეროვნულ არქივს გადაეცა - 03.06.2010
 
საქართველოს კინოცენტრის წარმომადგენლებმა და დოკუმენტური ფილმის `აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში~ რესტავრაციის ინიციატორებმა, კინორეჟისორმა ნანა ჯანელიძემ, მარინა კერესელიძემ, ნინო ნატროშვილმა კინოფილმის აღდგენილი ციფრული ასლი, პოზიტივი და ნეგატივი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს გადასცეს შესანახად. კინოდოკუმენტის პრეზენტაცია ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გაიმართა. უხმო ფილმის ნახვა უკვე მუსიკის თანხლებითაა შესაძლებელი, რომელიც სპეციალურად შექმნა კომპოზიტორმა მიშა მდინარაძემ.
წაიკითხეთ სრულად

  საქართველოში საერთაშორისო ნარკოკარტელის ხუთი წევრი დააკავეს - 03.06.2010
 
ქუთაისსა და თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა საერთაშორისო ნარკოკარტელის 5 წევრი: ანასტასია ზაუტაშვილი, მევლუდ სვანიძე, რომან მუსემიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი.ამ საკითხთან დაკავშირებით შს სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსმა შოთა უტიაშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა. შს სამინისტროს ინფორმაციით, 1968 წელს, საქართველოში დაბადებული ნუგზარ ბოჭორიშვილი (საბერძნეთის მოქალაქე, მცხოვრები ესპანეთში) დაკავებულთა ჯგუფს რეგულარულად უგზავნიდა ჯართს პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან. ტვირთში გადამალული იყო კოკაინის დიდი პარტიები საერთაშორისო ბაზრებზე შემდგომი განაწილების მიზნით.
წაიკითხეთ სრულად

  ზვიად ძიძიგური: პარტნიორის გადაგდება ალიანსელებისთვის მისაღებია, ჩვენთვის კი მიუღებელი და არავაჟკაცური - 03.06.2010
 
30 მაისი არჩევნებისთვის ოპოზიციამ ერთიანობას ვერ მიაღწია. ამის მიზეზად ფორმულა „ყველა _ მინუს ერთი (ნოღაიდელი)“ და ალასანიას კანდიდატურასთან დაკავშირებით „ალიანსის“ ულტიმატუმი დასახელდა. შეუთანხმებლობას ურთიერთბრალდებები მოჰყვა. „ეროვნულმა საბჭომაც“ და „ალიანსმა საქართველოსთვისაც“ თავის გამართლების მიზნით იმაზე დაიწყეს კამათი, ალასანიას მეტი რეიტინგი ჰქონდა თუ ძიძიგურს და ვის უფრო ეკუთვნოდა კანდიდატურის მოხსნა მეორის სასარგებლოდ.
წაიკითხეთ სრულად

  ნარკორეალიზატორები სათბურში ორ მილიონ ევროს ინახავდნენ - 03.06.2010
 
საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა სპეცოპერაციის შედეგად, წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთიდან 2 მილიონამდე ევრო ამოიღეს. ეს ინფორმაცია “მედიანიუსს” შსს-ში დაუდასტურეს. წინასწარი ცნობით, ფული, რომელიც ბოჭორიშვილების სათბურიდან ამოიღეს, ნარკორეალიზატორებს ეკუთვნით.
წაიკითხეთ სრულად

  იაშვილის კლინიკაში გოგონა მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით მოათავსეს - 03.06.2010
 
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 3 წლის გოგონა, ნუშა პეტროსიანი მედიკამენტური ინტოქსიკაციის სამცხე-ჯავახეთიდან გადმოიყვანეს. როგორც „მედიანიუსს“ იაშვილის კლინიკაში განუცხადეს, ნუშა პეტროსიანი ჯანდაცვის სამინისტროს კატასტროფის სამსახურმა ახალციხის საავადმყოფოდან იაშვილის კლინიკაში გამთენიისას, დაახლოებით 4 საათისთვის გადმოიყვანეს.
წაიკითხეთ სრულად

  ახლგაზრდული მოძრაობები თანამებრძოლების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს იწყებენ - 03.06.2010
 
ახალგაზრდული ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის დაკავებული მხარდამჭერების გათავისუფლების მოთხოვნით, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი და მედიას ერთობლივი ძალისხმევით საპროტესტო ღონისძიებების გეგმა გააცნეს. ახალგაზრდული ორგანიზაციის „წინ“ თავმჯდომარე ზუკა ჩაჩანიძის განცხადებით, გაერთიანებული ორგანიზაციები უპირობოდ მოითხოვენ 7 მაისს ტელეკომპიანია „კავკასიის“ ეთერში განვითარებული მოვლენების შემდეგ დაპატიმრებული 8 თანამებრძოლის გათავისუფლებას და იწყებენ ბრძოლას ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტის“ საქმიანობის აღსაკვეთად.
წაიკითხეთ სრულად

  აშშ საქართველოში ჩატარებული არჩევნებით კმაყოფილია - 03.06.2010
 
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელის ფილიპ ქროულის განცხადებით, საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები წინა არჩევნებთან შედარებით, პროგრესით გამოირჩევა და აშშ ულოცავს ქართველ ხალხს არჩევნების წარმატებით ჩატარებას. როგორც ქროულიმ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არჩევნები მეტად შეესაბამებოდა საერთაშორისო და ეუთოს სტანდარტებს, იყო პროგრესი საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, თუმცა, იყო დარღვევებიც, რომლებიც დამკვირვებლებმა ცალკეულ უბნებზე დააფიქსირეს.
წაიკითხეთ სრულად

  4 აპრილი - 02.04.2010
 
4 აპრილი წლის 94-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 271 დღე. საეკლესიო კალენდარი კვირა ბრწყინვალე აღდგომა იესუ ქრისტესი პასექი მღვდელმოწამისა ბასილისი, ანკვირელი ხუცისა (362-363); მოწამისა დროსიდასი, ტრაიანე მეფის ასულისა (104 -117); ღირსისა ისააკ დალმატელისა (IV).
წაიკითხეთ სრულად

  3 აპრილი - 02.04.2010
 
3 აპრილი წლის 93-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 272 დღე. საეკლესიო კალენდარი შაბათი დიდი შაბათი. ღირსისა იაკობ აღმსარებლისა, ეპისკოპოსისა (VIII-IX); კირილესი, კატანელი ეპისკოპოსისა (I-II); თომასი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (610).
წაიკითხეთ სრულად

  2 აპრილი - 02.04.2010
 
2 აპრილი წლის 92-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 273 დღე. საეკლესიო კალენდარი პარასკევი დიდი პარასკევი. ხსენება წმიდათა მაცხოვნებელთა ვნებათა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი. ღირსთა: იოანესი, სერვისა, პატრიკისა და სხვათა, წმიდა საბას ლავრაში მოწყვეტილთა (796); მოწამეთა: ალექსანდრასი, კლავდიასი, ევფრასიასი, მატრონასი, იულიანასი, ეფემიასი და თოედოსიასი (310); ნიკიტა აღმსარებლისა, აპოლონიადელი მთავარეპისკოპოსისა (დაახლ. 813-820); იოვანე ურჰაელ კათალიკოსისა (VIII).
წაიკითხეთ სრულად

  1 აპრილი - 02.04.2010
 
1 აპრილი წლის 91-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 274 დღე. საეკლესიო კალენდარი ხუთშაბათი დიდი ხუთშაბათი. ხსენება საიდუმლო სერობისა. მოწამეთა ქრისანთესი და დარიასი (283) და მათთანა მოწამეთა: კლავდი ტრიბუნისა, მეუღლისა მისისა ილარიასი, და ძეთა მათთა იასონისა და მავრისა, დიოდორე ხუთისა და მარიანე დიაკონისა (283); მოწამისა პანქარესი (დაახლ. 302). ამ დღეს დაიბადნენ:
წაიკითხეთ სრულად

  პირობით ვადამდე გასათავისუფლებლად რეკომენდაცია 66 პატიმარს გაეწია - 02.04.2010
 
პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიამ სააღდგომოდ გათავისუფლების რეკომენდაცია 66 მსჯავრდებულს გაუწია. კომისიამ სულ 235 პატიმრის საქმე განიხილა, რომელთაც ყველა კატეგორიის დანაშაული აქვთ ჩადენილი. 66 პატიმარს შორის 7 ქალია. აღსანიშნავია, რომ სიაში არცერთი არასრულწლოვანი არ მოხვედრილა. როგორც კომისიის წევრმა საპარლამენტო უმრავლესობიდან ეკა ხერხეულიძემ განაცხადა, ამას ერთადერთი მიზეზი აქვს – კომისიისათვის წარდგენილი არასრულწლოვნები სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაცისგან დადებითად არ ხასიათდებიან და ჩადენილ დანაშაულებს არ ინანიებენ, რაც მათი გათავისუფლების რეკომენდაციის გასაწევად ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა.
წაიკითხეთ სრულად

  2 ნოემბერი - 01.11.2009
 
2 ნოემბერი წლის 306-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 59 დღე. საეკლესიო კალენდარი 22-ე შვიდეული სულთმოფენობიდან. ორშაბათი ხსენება დიდმოწამე არტემისა (363). დიდმოწამე არტემი რომაელი მხედართმთავარი იყო. მას მრავალი ჯილდო ჰქონდა მიღებული იმპერატორთაგან ერთგული სამსახურისა და მხედრული სიმამაცისათვის, რისთვისაც მან ეგვიპტის განმგებლის მაღალი თანამდებობა მიიღო. ეგვიპტეში ყოფნის დროს მან ბევრი რამ გააკეთა ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებისა და განმტკიცებისათვის. იმპერატორი კონსტანციუსი საიმპერატორო ტახტზე იულიანემ შეცვალა. იგი შეურიგებელ ბრძოლას ეწეოდა ქრისტიანობასთან და ასობით მართლმორწმუნეს სჯიდა სიკვდილით. ქალაქ ანტიოქიაში მისი ბრძანებით ორი მხნე ეპისკოპოსი აწამეს, რომელთაც უარი განაცხადეს ჭეშმარიტ რწმენას განდგომოდნენ. იმ ხანებში ქალაქში დაბრუნდა არტემი, რომელმაც სახალხოდ ამხილა იულიანე განდგომილი უკეთურებაში, რის შემდეგაც დიდმოწამე საპყრობილეში ჩააგდეს. მეორე დღეს იულიანემ მას წარმართულ ღვთაებათა აღიარება მოსთხოვა, მაგრამ წმიდანმა გადაჭრით უარყო მისი მოთხოვნა, რისთვისაც იგი კვლავ სატანჯველად მისცეს და მისი ბრძანებით დიდმოწამე არტემს თავი მოჰკვეთეს. დიდმოწამე არტემის წმიდა ნაწილები დიდი პატივით გადაასვენეს ანტიოქიიდან კონსტანტინოპოლში.
წაიკითხეთ სრულად

  1 ნოემბერი - 01.11.2009
 
1 ნოემბერი წლის 305-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 60 დღე. საეკლესიო კალენდარი 21-ე კვირიაკე სულთმოფენობიდან. ხმა IV „კოლხეთის“ ღმრთისმშობლის ხატის ჩამობრძანება საქართველოში ათონის მთიდან (2007). ხსენება წინასწარმეტყველ იოელისა (800 ქრისტეს შობამდე); მოწამე უვაროსი (დაახლ. 307); ნეტარი კლეოპატრასი და ძისა მისისა იოანესი (327); მღვდელმოწამე სადუკისა _ სპარსელ ეპისკოპოსისა და მისთანა 128 მოწამეთა (342). წინასწარმეტყველი იოელი 800 წლით ადრე ცხოვრობდა ქრისტეს შობამდე. მან იწინასწარმეტყველა იერუსალიმის აოხრება და გაუდაბურება.
წაიკითხეთ სრულად

  ტანზანიურმა სპილომ "ბი-ბი-სი"-ს კორესპონდენტი მოკლა - 01.11.2009
 
ბრიტანული ტელერადიოკორპორაცია "ბი-ბი-სი"-ს თანამშრომელი მოკლა. 38 წლის ანტონ ტერნერი ყოფილი ოფიცერი იყო. ის აფრიკაში საბავშვო შემეცნებითი ფილმის გადასაღებად ჩავიდა. ამ ფილმში საუბარი იყო მე-19 საუკუნეში მცხოვრები დევიდ ლივინგსტონის შესახებ. ლივინგსტონმა აფრიკაში იმოგზაურა. შოუს ერთ-ერთი ეპიზოდი სწორედ ამ მოგზაურობას ეხებოდა.
წაიკითხეთ სრულად

  დაეხმარე იტალიის პოლიციას - 01.11.2009
 
The Australian ნეაპოლის პოლიცია Youtube-ზე აქვეყნებს ვიდეორგოლს, რომელზეც ასახულია ერთ-ერთი მაფიოზის მკვლელობა. პოლიცია მოსახლეობას სთხოვს დაეხმაროს ამოიცნოს ქილერი. დახვრეტა ნეაპოლის ცენტრში მოხდა და გარე დაკვირვების ვიდეოკამერამ ყველაფერი აღბეჭდა, მიუხედავათ ამისა, 2009 წლის მაისიდან ამ მკვლელობის გახსნა ვერ მოხერხდა. პოლიცია ვარაუდობს, რომ ეს მკვლელობა მაფიოზურ კლანებს შორის გარჩევის გამო მოხდა. მოკლულია 53 წლის მარიო ბაჩო ტერაჩჳნო, ის ნეაპოლიტანური მადის ”კამორას” ერთ-ერთი ლიდერია. სხვათა შორის, მის ”სპეციალობად” სახელდება ბანკების გაქურდვა.
წაიკითხეთ სრულად

  უკრაინაში 4 ექიმი დაიღუპა. რატომ? - 01.11.2009
 
უკრაინაში დაიღუპა ოთხი ექიმი, რომელიც ეკონტაქტებოდა ავადმყოფებს. ე.წ. ღორის გრიპით დაავადებულთა მკურნალობის დროს ორი ექიმი ტერნოპოლის ოლქში და ორიც ლვოვის ოლქში ტავად დაავადდა და დაიღუპა. გრიპი, რომელსაც უწოდებენ A/H1N1-ს უკრაინაშჳ სწრაფად ვრცელდება, განსაკუთრებით მის დასავლეთ ნაწილში. უკანასკნელი ინფორმაციით უკვე გარდაიცვალა 53 ადამიანი.
წაიკითხეთ სრულად

  შსს-მ „მამა ბუასილი“ დაკითხა - 01.11.2009
 
“თავისუფლების ინსტიტუტის” წევრის, თეა თუთბერიძის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”მამა– ბუასილი” დაკითხა. –”როგორც ჩემთვის ხდება ცნობილი, პოლიციამ დაკითხვაზე წაიყვანა ორი ახალგაზრდა, რომლებიც ”მამა ბუასილის” სახელით არიან სადღაც დარეგისტრირებულები. ჩემი ინფორმაციით, მათ ჩამოართვეს კომპიუტერი და ციფრული ფოტო აპარატი, ესაუბრნეს უხეშად, დააშინეს და უთხრეს, რომ მათ ემუქრებათ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
წაიკითხეთ სრულად

  "რუსეთის წყალობით აფხაზებს შესაძლოა მორიგი მუჰაჯირობა დაემუქროს" - 01.09.2009
 
რუსეთის მიერ აფხაზეთის სრული ოკუპაციის შემდეგ ამ რეგიონში ვითარება დღითიდღე უარესდება. ახლა უკვე აფხაზთა ნაწილიც ხმამაღლა საუბრობს იმაზე, რომ რუსეთის ქმედებებმა შესაძლოა აფხაზების გადაშენება გამოიწვიოს. თვალშისაცემია ისიც, რომ აფხაზეთი დღეს უკვე რამდენიმე ეთნოსის _ კერძოდ, საკუთრივ აფხაზების, თურქეთში თავის დროზე განდევნილი მუჰაჯირების, სომხების და რუსი ოკუპანტების ინტერესთა გადაკვეთის ადგილად იქცა..…
წაიკითხეთ სრულად

 
 
 
 
 
  გამოკითხვა
 
უნდა აეღოთ თუ არა სტალინის ძეგლი

უპირობოდ, დიახ
არავითარ შემთხვევაში
ხალხის აზრი უნდა გამოეკვლიათ
უნდა აეღოთ, მაგრამ სხვა ფორმით

 


სამკურნალო რჩევები

 © Copyrights 2008 Created By studio SPAR