მთავარი ჩვენ შესახებ სასარგებლო ლინკები გალერეა ფორუმი კონტაქტი  
  გორის ასფალტის გადამამუშავებელ ქარხანაში უბედური შემთხვევის შედეგად 28 წლის ნიკოლოზ ბაზანდარაშვილი გარდაიცვალა
  სიახლეები

«    სექტემბერი    » «    2010    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 


 
 
 
 
  26 ივნისი - 02.07.2010
 
მღვდელმოწამისა ანთიმოზ ივერიელისა, უნგროვლახეთის მიტროპოლიტისა (1716); ქალწულმოწამისა აკვილინასი (293); ტრიფილე კვიპრელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 370); ქალწულმოწამისა ანტონინასი (284-303); ანტ იპატროს ბოსტრელი ეპისკოპოსისა; ღირსთა: ანასი (826) და ძისა მისისა იოანესი (IX). წმიდა წამებული აკვილინა ფინიკიის ქალაქ ბიბლოსის მკვიდრი იყო. იმპერატორ დიოკლიტიანეს დროს გამოცხადებულ ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანი შეიპყრეს და აწამეს. ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს მიწას წმიდანის ცხედარი. მოგვიანებით კი მისი წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და მისი სახელობის ტაძარში დაასვენეს.
წაიკითხეთ სრულად

  თემურ ნანეიშვილი: თბილისი ისევ რჩება მთავარ ოპოზიციურ ქალაქად - 04.06.2010
 
„ქართული აკადემიის“ გადაწყვეტილება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მხარი დაეჭირა „ალიანსი საქართველოსთვის“, არ ყოფილა სტრატეგიული შეცდომა, რადგან ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში ირაკლი ალასანია ისევ რჩება მთავარ პოლიტიკურ ფიგურად და მისი პერსპექტივები უფრო დიდია, _ ამის შესახებ „მედიანიუსს“ მოძრაობის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თემურ ნანეიშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა, რაშიც გადამწყვეტი როლი კორპუსის ამხანაგობების თავმჯდომარეებმა შეასრულეს.
წაიკითხეთ სრულად

  იაპონია მესტიის მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაუმჯობესების პროექტს აფინანსებს - 04.06.2010
 
8 ივნისს დაბა მესტიაში გაიმართება იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი “გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების პროგრამის” ფარგლებში დაფინანსებული “მესტიის მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაუმჯობესების” პროექტის გახსნის ცარემონია, რომელსაც დაესწრება იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მასაიოში კამოჰარა. ცერემონიას ასევე დაესწრებიან წარმომადგენლები ადგილობრივი ხელისუფლებიდან და პროექტთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციებიდან.
წაიკითხეთ სრულად

  კოკა გუნცაძე: არ შეიძლება დაგეგმო დამარცხება - 04.06.2010
 
კოკა გუნცაძის განცხადებით, "ალიანსმა საქართველოსთვის" დამარცხების გეგმა თვითონვე შეადგინა, რადგან ვერ უზრუნველყო ერთიანობა, და არც თავად აღმოაჩნდა საკმარისი ძალა ხელისუფლების ალტერნატივად ჩამოყალიბებულიყო. როგორც “დაიცავი საქართველოს” ოფისში გამართულ ბრიფინგზე გუნცაძემ აღნიშნა, მას არ სურდა გარანტირებული დამარცხების გეგმის და იმიტირებული გამარჯვების ნაწილი ყოფილიყო, სწორედ ამიტომ მიიღო ალიანსიდან წასვლის გადაწყვეტილება.
წაიკითხეთ სრულად

  5 ივნისი - 04.06.2010
 
შაბათი მოწამეთა ქართველთა, ქრისტეს სარწმუნოებისათვის ფერეიდანში (ირანი) სპარსთაგან მოწყვეტილთა (XVII-XVIII) (გარდამავალია, მოიხსენიება ამაღლებას); მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი (IV); ღირსისა დამიანესი, მეფეყოფილისა დემეტრესი, გარეჯისა, „შენ ხარ ვენახის“ მთქმელისა (1157); ღირსისა მიქაელ აღმსარებლისა, სინადელი ეპისკოპოსისა (821); ღირს მოწამისა მიქაელისა (IX). ამ დღეს დაიბადნენ: 1555 _ როდრიგეს დე სილვა ველასკესი, ესპანელი ფერმწერი. გარდაიცვალა 1660 წელს. 1846 — ჰენრიკ სენკევიჩი, პოლონელი მწერალი, ისტორიული რომანების ავტორი. გარდაიცვალა 1916 წელს. 1858 — პიერ ადოლფო ტირინდელი, იტალიელი მევიოლინე, კომპოზიტორი, პედაგოგი. გარდაიცვალა 1937 წელს.
წაიკითხეთ სრულად

  4 ივნისი - 04.06.2010
 
პარასკევი მოწამისა ვასილისკოსი, აფხაზეთის კომანში წამებულისა (დაახლ. 303); მოწამისა იოანე ვლადიმერისა, სერბეთის მთავრისა (1015); ხსენება მეორე მსოფლიო კრების წმიდათა მამათა (381). ამ დღეს დაიბადნენ: 1772 — ფრიდრიხ არნოლდ ბროკჰაუზი, ცნობილი ენციკლოპედური გამომცემლობის დამაარსებელი. გარდაიცვალა 1832 წელს. 1782 – თეიმურაზ ბატონიშვილი, მწერალი, მეცნიერი, გიორგი XII-ს ძე. გარდაიცვალა 1846 წელს. 1856 – ვასილ ბარნოვი, მწერალი. Gგარდაიცვალა 1954 წელს.
წაიკითხეთ სრულად

  3 ივნისი - 04.06.2010
 
ხუთშაბათი მოციქულთა სწორთა: კონსტანტინე მეფისა (337) და დედისა მისისა ელენე დედოფლისა (237); კრება ვლადიმირის ღმრთისმ შობლის ხატისა. ამ დღეს დაიბადნენ: 1469 _ ნიკოლო მაკიაველი, იტალიელი პოლიტიკური მოღვაწე, ისტორიკოსი, სამხედრო თეორეტიკოსი, დიპლომატი. გარდაიცვალა 1527 წელს. 1707 _ ჰენრი ფილდინგი, ინგლისელი მწერალი, დრამატურგი, პუბლიცისტი. გარდაიცვალა 1754 წელს. 1856 _ ვასილ ბარნოვი, (ბარნაველი), მწერალი, ქართული ისტორიული რომანის ფუძემდებელი. გარდაიცვალა 1934 წელს.
წაიკითხეთ სრულად

  2 ივნისი - 04.06.2010
 
ოთხშაბათი კრება მანგლისი ჯვარისა. ღირსთა: ზაბულონისა და სოსანასი, ნინო მოციქულთა სწორის მშობელთა (IV); მოწამეთა: თალალესი, ალექსანდრესი და ასტერისა (დაახლ. 284); მოწამისა ასკალონისა (დაახლ. 287); აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა ალექსი მოსკოველისა (1431). ამ დღეს დაიბადნენ: 1729 — პრინცესა სოფია ფრედერიკა ავგუსტა ანჰალტ-ცერბსტი, რუსეთის მომავალი იმპერატრიცა ეკატერინე II. გარდაიცვალა 1796 წელს. 1771 — ნოვალისი, გერმანელი მწერალ-რომანტიკოსი, ფილოსოფოსი. გარდაიცვალა 1801 წელს.
წაიკითხეთ სრულად

  1 ივნისი - 04.06.2010
 
სამშაბათი წმიდისა დედისა ჩვენისა მოციქულთა სწორისა ნინოსი (საქართველოში შემოსვლა, დაახლ. 323); იოანე გუთელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 770-790); მღვედლმოწამეთა: პატრიკისა, პრუსელი ეპისკოპოსისა, და მისთანა აკაკი, მენანდრო და პოლიენო ხუცესთა (დაახლ 100); მოწამისა კალუთა ეგვიპტელისა (284-303); კეთილმსახურისა მთავრისა დიმიტრი დონელისა (1389). ამ დღეს დაიბადნენ: 1646 — გოტფრიდ ლაიბნიცი, გერმანელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ფილოსოფოსი. 1796 _ ნიკოლა ლეონარ სადი კარნო, ფრანგი ფიზიკოსი, თერმოდინამიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. გარდაიცვალა 1832 წელს.
წაიკითხეთ სრულად

  წყალდიდობის შედეგად ვარშავის მეტროპოლიტენში წყალი ჩავიდა - 04.06.2010
 
გასულ ღამით ვარშავაში დაწყებულმა წყალდიდობამ ჩაძირა მეტროპოლიტენის სადგურები “იმელინ”, “სტოკლოსი” და “კაბატი”. გარდა ამისა, წყლით აივსო ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი. წყალდიდობამ ზიანი მიაყენა მარია სკლოდოვსკა-კიურის სახელობის ონკოლოგიურ ცენტრს. პოლონური წყაროების ცნობით, ვარშავას ურსინოვის რაიონში, წყლის დონე ნახევარ მეტრს შეადგენს. წყალმა ელექტროგადამცემები წააქცია და პოლონეთის დედაქალაქს ელექტროენერგიით მომარაგების მხრივ, პრობლემები შეექმნა.
წაიკითხეთ სრულად

  პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის აღდგენილი ვერსია საქართველოს ეროვნულ არქივს გადაეცა - 03.06.2010
 
საქართველოს კინოცენტრის წარმომადგენლებმა და დოკუმენტური ფილმის `აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში~ რესტავრაციის ინიციატორებმა, კინორეჟისორმა ნანა ჯანელიძემ, მარინა კერესელიძემ, ნინო ნატროშვილმა კინოფილმის აღდგენილი ციფრული ასლი, პოზიტივი და ნეგატივი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს გადასცეს შესანახად. კინოდოკუმენტის პრეზენტაცია ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გაიმართა. უხმო ფილმის ნახვა უკვე მუსიკის თანხლებითაა შესაძლებელი, რომელიც სპეციალურად შექმნა კომპოზიტორმა მიშა მდინარაძემ.
წაიკითხეთ სრულად

  საქართველოში საერთაშორისო ნარკოკარტელის ხუთი წევრი დააკავეს - 03.06.2010
 
ქუთაისსა და თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა საერთაშორისო ნარკოკარტელის 5 წევრი: ანასტასია ზაუტაშვილი, მევლუდ სვანიძე, რომან მუსემიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი.ამ საკითხთან დაკავშირებით შს სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსმა შოთა უტიაშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა. შს სამინისტროს ინფორმაციით, 1968 წელს, საქართველოში დაბადებული ნუგზარ ბოჭორიშვილი (საბერძნეთის მოქალაქე, მცხოვრები ესპანეთში) დაკავებულთა ჯგუფს რეგულარულად უგზავნიდა ჯართს პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან. ტვირთში გადამალული იყო კოკაინის დიდი პარტიები საერთაშორისო ბაზრებზე შემდგომი განაწილების მიზნით.
წაიკითხეთ სრულად

  ზვიად ძიძიგური: პარტნიორის გადაგდება ალიანსელებისთვის მისაღებია, ჩვენთვის კი მიუღებელი და არავაჟკაცური - 03.06.2010
 
30 მაისი არჩევნებისთვის ოპოზიციამ ერთიანობას ვერ მიაღწია. ამის მიზეზად ფორმულა „ყველა _ მინუს ერთი (ნოღაიდელი)“ და ალასანიას კანდიდატურასთან დაკავშირებით „ალიანსის“ ულტიმატუმი დასახელდა. შეუთანხმებლობას ურთიერთბრალდებები მოჰყვა. „ეროვნულმა საბჭომაც“ და „ალიანსმა საქართველოსთვისაც“ თავის გამართლების მიზნით იმაზე დაიწყეს კამათი, ალასანიას მეტი რეიტინგი ჰქონდა თუ ძიძიგურს და ვის უფრო ეკუთვნოდა კანდიდატურის მოხსნა მეორის სასარგებლოდ.
წაიკითხეთ სრულად

  ნარკორეალიზატორები სათბურში ორ მილიონ ევროს ინახავდნენ - 03.06.2010
 
საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა სპეცოპერაციის შედეგად, წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთიდან 2 მილიონამდე ევრო ამოიღეს. ეს ინფორმაცია “მედიანიუსს” შსს-ში დაუდასტურეს. წინასწარი ცნობით, ფული, რომელიც ბოჭორიშვილების სათბურიდან ამოიღეს, ნარკორეალიზატორებს ეკუთვნით.
წაიკითხეთ სრულად

  იაშვილის კლინიკაში გოგონა მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით მოათავსეს - 03.06.2010
 
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 3 წლის გოგონა, ნუშა პეტროსიანი მედიკამენტური ინტოქსიკაციის სამცხე-ჯავახეთიდან გადმოიყვანეს. როგორც „მედიანიუსს“ იაშვილის კლინიკაში განუცხადეს, ნუშა პეტროსიანი ჯანდაცვის სამინისტროს კატასტროფის სამსახურმა ახალციხის საავადმყოფოდან იაშვილის კლინიკაში გამთენიისას, დაახლოებით 4 საათისთვის გადმოიყვანეს.
წაიკითხეთ სრულად

  ახლგაზრდული მოძრაობები თანამებრძოლების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს იწყებენ - 03.06.2010
 
ახალგაზრდული ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის დაკავებული მხარდამჭერების გათავისუფლების მოთხოვნით, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი და მედიას ერთობლივი ძალისხმევით საპროტესტო ღონისძიებების გეგმა გააცნეს. ახალგაზრდული ორგანიზაციის „წინ“ თავმჯდომარე ზუკა ჩაჩანიძის განცხადებით, გაერთიანებული ორგანიზაციები უპირობოდ მოითხოვენ 7 მაისს ტელეკომპიანია „კავკასიის“ ეთერში განვითარებული მოვლენების შემდეგ დაპატიმრებული 8 თანამებრძოლის გათავისუფლებას და იწყებენ ბრძოლას ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტის“ საქმიანობის აღსაკვეთად.
წაიკითხეთ სრულად

  აშშ საქართველოში ჩატარებული არჩევნებით კმაყოფილია - 03.06.2010
 
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელის ფილიპ ქროულის განცხადებით, საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები წინა არჩევნებთან შედარებით, პროგრესით გამოირჩევა და აშშ ულოცავს ქართველ ხალხს არჩევნების წარმატებით ჩატარებას. როგორც ქროულიმ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არჩევნები მეტად შეესაბამებოდა საერთაშორისო და ეუთოს სტანდარტებს, იყო პროგრესი საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, თუმცა, იყო დარღვევებიც, რომლებიც დამკვირვებლებმა ცალკეულ უბნებზე დააფიქსირეს.
წაიკითხეთ სრულად

  საგარეო უწყება: განმუხურთან რუსული კატარღების შესვლა საფრთხის შემცველია - 05.04.2010
 
დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმუხურში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად აკვატორიაში რუსული კატარღების შესვლას აგამოეხმაურა და მას საფრთხის შემცველი უწოდა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ზედამხედვლობა შეზღუდულად ხორციელდება, ყველა მსგავსი ქმედება, საფრთხის მატარებელია.
წაიკითხეთ სრულად

  4 აპრილი - 02.04.2010
 
4 აპრილი წლის 94-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 271 დღე. საეკლესიო კალენდარი კვირა ბრწყინვალე აღდგომა იესუ ქრისტესი პასექი მღვდელმოწამისა ბასილისი, ანკვირელი ხუცისა (362-363); მოწამისა დროსიდასი, ტრაიანე მეფის ასულისა (104 -117); ღირსისა ისააკ დალმატელისა (IV).
წაიკითხეთ სრულად

  3 აპრილი - 02.04.2010
 
3 აპრილი წლის 93-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 272 დღე. საეკლესიო კალენდარი შაბათი დიდი შაბათი. ღირსისა იაკობ აღმსარებლისა, ეპისკოპოსისა (VIII-IX); კირილესი, კატანელი ეპისკოპოსისა (I-II); თომასი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (610).
წაიკითხეთ სრულად

 
 
 
 
 
  გამოკითხვა
 
უნდა აეღოთ თუ არა სტალინის ძეგლი

უპირობოდ, დიახ
არავითარ შემთხვევაში
ხალხის აზრი უნდა გამოეკვლიათ
უნდა აეღოთ, მაგრამ სხვა ფორმით

 


სამკურნალო რჩევები

 © Copyrights 2008 Created By studio SPAR