მღვდელმოწამისა ანთიმოზ ივერიელისა, უნგროვლახეთის მიტროპოლიტისა (1716); ქალწულმოწამისა აკვილინასი (293); ტრიფილე კვიპრელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 370); ქალწულმოწამისა ანტონინასი (284-303); ანტ იპატროს ბოსტრელი ეპისკოპოსისა; ღირსთა: ანასი (826) და ძისა მისისა იოანესი (IX).
წმიდა წამებული აკვილინა ფინიკიის ქალაქ ბიბლოსის მკვიდრი იყო. იმპერატორ დიოკლიტიანეს დროს გამოცხადებულ ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანი შეიპყრეს და აწამეს. ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს მიწას წმიდანის ცხედარი. მოგვიანებით კი მისი წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და მისი სახელობის ტაძარში დაასვენეს.
წაიკითხეთ სრულად
თემურ ნანეიშვილი: თბილისი ისევ რჩება მთავარ ოპოზიციურ ქალაქად - 04.06.2010
„ქართული აკადემიის“ გადაწყვეტილება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მხარი დაეჭირა „ალიანსი საქართველოსთვის“, არ ყოფილა სტრატეგიული შეცდომა, რადგან ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში ირაკლი ალასანია ისევ რჩება მთავარ პოლიტიკურ ფიგურად და მისი პერსპექტივები უფრო დიდია, _ ამის შესახებ „მედიანიუსს“ მოძრაობის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თემურ ნანეიშვილმა განუცხადა.
მისივე განცხადებით, არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა, რაშიც გადამწყვეტი როლი კორპუსის ამხანაგობების თავმჯდომარეებმა შეასრულეს.
წაიკითხეთ სრულად
იაპონია მესტიის მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაუმჯობესების პროექტს აფინანსებს - 04.06.2010
8 ივნისს დაბა მესტიაში გაიმართება იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი “გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების პროგრამის” ფარგლებში დაფინანსებული “მესტიის მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაუმჯობესების” პროექტის გახსნის ცარემონია, რომელსაც დაესწრება იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მასაიოში კამოჰარა. ცერემონიას ასევე დაესწრებიან წარმომადგენლები ადგილობრივი ხელისუფლებიდან და პროექტთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციებიდან.
წაიკითხეთ სრულად
კოკა გუნცაძე: არ შეიძლება დაგეგმო დამარცხება - 04.06.2010
კოკა გუნცაძის განცხადებით, "ალიანსმა საქართველოსთვის" დამარცხების გეგმა თვითონვე შეადგინა, რადგან ვერ უზრუნველყო ერთიანობა, და არც თავად აღმოაჩნდა საკმარისი ძალა ხელისუფლების ალტერნატივად ჩამოყალიბებულიყო.
როგორც “დაიცავი საქართველოს” ოფისში გამართულ ბრიფინგზე გუნცაძემ აღნიშნა, მას არ სურდა გარანტირებული დამარცხების გეგმის და იმიტირებული გამარჯვების ნაწილი ყოფილიყო, სწორედ ამიტომ მიიღო ალიანსიდან წასვლის გადაწყვეტილება.
წაიკითხეთ სრულად
5 ივნისი - 04.06.2010
შაბათი
მოწამეთა ქართველთა, ქრისტეს სარწმუნოებისათვის ფერეიდანში (ირანი) სპარსთაგან მოწყვეტილთა (XVII-XVIII) (გარდამავალია, მოიხსენიება ამაღლებას); მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი (IV); ღირსისა დამიანესი, მეფეყოფილისა დემეტრესი, გარეჯისა, „შენ ხარ ვენახის“ მთქმელისა (1157); ღირსისა მიქაელ აღმსარებლისა, სინადელი ეპისკოპოსისა (821); ღირს მოწამისა მიქაელისა (IX).
ამ დღეს დაიბადნენ:
1555 _ როდრიგეს დე სილვა ველასკესი, ესპანელი ფერმწერი. გარდაიცვალა 1660 წელს.
1846 — ჰენრიკ სენკევიჩი, პოლონელი მწერალი, ისტორიული რომანების ავტორი. გარდაიცვალა 1916 წელს.
1858 — პიერ ადოლფო ტირინდელი, იტალიელი მევიოლინე, კომპოზიტორი, პედაგოგი. გარდაიცვალა 1937 წელს.
წაიკითხეთ სრულად
4 ივნისი - 04.06.2010
პარასკევი
მოწამისა ვასილისკოსი, აფხაზეთის კომანში წამებულისა (დაახლ. 303); მოწამისა იოანე ვლადიმერისა, სერბეთის მთავრისა (1015); ხსენება მეორე მსოფლიო კრების წმიდათა მამათა (381).
ამ დღეს დაიბადნენ:
1772 — ფრიდრიხ არნოლდ ბროკჰაუზი, ცნობილი ენციკლოპედური გამომცემლობის დამაარსებელი. გარდაიცვალა 1832 წელს.
1782 – თეიმურაზ ბატონიშვილი, მწერალი, მეცნიერი, გიორგი XII-ს ძე. გარდაიცვალა 1846 წელს.
1856 – ვასილ ბარნოვი, მწერალი. Gგარდაიცვალა 1954 წელს.
წაიკითხეთ სრულად
3 ივნისი - 04.06.2010
ხუთშაბათი
მოციქულთა სწორთა: კონსტანტინე მეფისა (337) და დედისა მისისა ელენე დედოფლისა (237); კრება ვლადიმირის ღმრთისმ შობლის ხატისა.
ამ დღეს დაიბადნენ:
1469 _ ნიკოლო მაკიაველი, იტალიელი პოლიტიკური მოღვაწე, ისტორიკოსი, სამხედრო თეორეტიკოსი, დიპლომატი. გარდაიცვალა 1527 წელს.
1707 _ ჰენრი ფილდინგი, ინგლისელი მწერალი, დრამატურგი, პუბლიცისტი. გარდაიცვალა 1754 წელს.
1856 _ ვასილ ბარნოვი, (ბარნაველი), მწერალი, ქართული ისტორიული რომანის ფუძემდებელი. გარდაიცვალა 1934 წელს.
წაიკითხეთ სრულად
2 ივნისი - 04.06.2010
ოთხშაბათი
კრება მანგლისი ჯვარისა. ღირსთა: ზაბულონისა და სოსანასი, ნინო მოციქულთა სწორის მშობელთა (IV); მოწამეთა: თალალესი, ალექსანდრესი და ასტერისა (დაახლ. 284); მოწამისა ასკალონისა (დაახლ. 287); აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა ალექსი მოსკოველისა (1431).
ამ დღეს დაიბადნენ:
1729 — პრინცესა სოფია ფრედერიკა ავგუსტა ანჰალტ-ცერბსტი, რუსეთის მომავალი იმპერატრიცა ეკატერინე II. გარდაიცვალა 1796 წელს.
1771 — ნოვალისი, გერმანელი მწერალ-რომანტიკოსი, ფილოსოფოსი. გარდაიცვალა 1801 წელს.
წაიკითხეთ სრულად
1 ივნისი - 04.06.2010
სამშაბათი
წმიდისა დედისა ჩვენისა მოციქულთა სწორისა ნინოსი (საქართველოში შემოსვლა, დაახლ. 323); იოანე გუთელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 770-790); მღვედლმოწამეთა: პატრიკისა, პრუსელი ეპისკოპოსისა, და მისთანა აკაკი, მენანდრო და პოლიენო ხუცესთა (დაახლ 100); მოწამისა კალუთა ეგვიპტელისა (284-303); კეთილმსახურისა მთავრისა დიმიტრი დონელისა (1389).
ამ დღეს დაიბადნენ:
1646 — გოტფრიდ ლაიბნიცი, გერმანელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ფილოსოფოსი.
1796 _ ნიკოლა ლეონარ სადი კარნო, ფრანგი ფიზიკოსი, თერმოდინამიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. გარდაიცვალა 1832 წელს.
წაიკითხეთ სრულად
წყალდიდობის შედეგად ვარშავის მეტროპოლიტენში წყალი ჩავიდა - 04.06.2010
გასულ ღამით ვარშავაში დაწყებულმა წყალდიდობამ ჩაძირა მეტროპოლიტენის სადგურები “იმელინ”, “სტოკლოსი” და “კაბატი”.
გარდა ამისა, წყლით აივსო ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი. წყალდიდობამ ზიანი მიაყენა მარია სკლოდოვსკა-კიურის სახელობის ონკოლოგიურ ცენტრს.
პოლონური წყაროების ცნობით, ვარშავას ურსინოვის რაიონში, წყლის დონე ნახევარ მეტრს შეადგენს. წყალმა ელექტროგადამცემები წააქცია და პოლონეთის დედაქალაქს ელექტროენერგიით მომარაგების მხრივ, პრობლემები შეექმნა.
წაიკითხეთ სრულად
პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის აღდგენილი ვერსია საქართველოს ეროვნულ არქივს გადაეცა - 03.06.2010
საქართველოს კინოცენტრის წარმომადგენლებმა და დოკუმენტური ფილმის `აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში~ რესტავრაციის ინიციატორებმა, კინორეჟისორმა ნანა ჯანელიძემ, მარინა კერესელიძემ, ნინო ნატროშვილმა კინოფილმის აღდგენილი ციფრული ასლი, პოზიტივი და ნეგატივი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს გადასცეს შესანახად.
კინოდოკუმენტის პრეზენტაცია ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გაიმართა. უხმო ფილმის ნახვა უკვე მუსიკის თანხლებითაა შესაძლებელი, რომელიც სპეციალურად შექმნა კომპოზიტორმა მიშა მდინარაძემ.
წაიკითხეთ სრულად
საქართველოში საერთაშორისო ნარკოკარტელის ხუთი წევრი დააკავეს - 03.06.2010
ქუთაისსა და თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა საერთაშორისო ნარკოკარტელის 5 წევრი: ანასტასია ზაუტაშვილი, მევლუდ სვანიძე, რომან მუსემიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი.ამ საკითხთან დაკავშირებით შს სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსმა შოთა უტიაშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, 1968 წელს, საქართველოში დაბადებული ნუგზარ ბოჭორიშვილი (საბერძნეთის მოქალაქე, მცხოვრები ესპანეთში) დაკავებულთა ჯგუფს რეგულარულად უგზავნიდა ჯართს პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან. ტვირთში გადამალული იყო კოკაინის დიდი პარტიები საერთაშორისო ბაზრებზე შემდგომი განაწილების მიზნით.
წაიკითხეთ სრულად
ზვიად ძიძიგური: პარტნიორის გადაგდება ალიანსელებისთვის მისაღებია, ჩვენთვის კი მიუღებელი და არავაჟკაცური - 03.06.2010
30 მაისი არჩევნებისთვის ოპოზიციამ ერთიანობას ვერ მიაღწია. ამის მიზეზად ფორმულა „ყველა _ მინუს ერთი (ნოღაიდელი)“ და ალასანიას კანდიდატურასთან დაკავშირებით „ალიანსის“ ულტიმატუმი დასახელდა. შეუთანხმებლობას ურთიერთბრალდებები მოჰყვა. „ეროვნულმა საბჭომაც“ და „ალიანსმა საქართველოსთვისაც“ თავის გამართლების მიზნით იმაზე დაიწყეს კამათი, ალასანიას მეტი რეიტინგი ჰქონდა თუ ძიძიგურს და ვის უფრო ეკუთვნოდა კანდიდატურის მოხსნა მეორის სასარგებლოდ.
წაიკითხეთ სრულად
ნარკორეალიზატორები სათბურში ორ მილიონ ევროს ინახავდნენ - 03.06.2010
საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა სპეცოპერაციის შედეგად, წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთიდან 2 მილიონამდე ევრო ამოიღეს.
ეს ინფორმაცია “მედიანიუსს” შსს-ში დაუდასტურეს. წინასწარი ცნობით, ფული, რომელიც ბოჭორიშვილების სათბურიდან ამოიღეს, ნარკორეალიზატორებს ეკუთვნით.
წაიკითხეთ სრულად
იაშვილის კლინიკაში გოგონა მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით მოათავსეს - 03.06.2010
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 3 წლის გოგონა, ნუშა პეტროსიანი მედიკამენტური ინტოქსიკაციის სამცხე-ჯავახეთიდან გადმოიყვანეს.
როგორც „მედიანიუსს“ იაშვილის კლინიკაში განუცხადეს, ნუშა პეტროსიანი ჯანდაცვის სამინისტროს კატასტროფის სამსახურმა ახალციხის საავადმყოფოდან იაშვილის კლინიკაში გამთენიისას, დაახლოებით 4 საათისთვის გადმოიყვანეს.
წაიკითხეთ სრულად
ახლგაზრდული მოძრაობები თანამებრძოლების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს იწყებენ - 03.06.2010
ახალგაზრდული ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის დაკავებული მხარდამჭერების გათავისუფლების მოთხოვნით, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი და მედიას ერთობლივი ძალისხმევით საპროტესტო ღონისძიებების გეგმა გააცნეს.
ახალგაზრდული ორგანიზაციის „წინ“ თავმჯდომარე ზუკა ჩაჩანიძის განცხადებით, გაერთიანებული ორგანიზაციები უპირობოდ მოითხოვენ 7 მაისს ტელეკომპიანია „კავკასიის“ ეთერში განვითარებული მოვლენების შემდეგ დაპატიმრებული 8 თანამებრძოლის გათავისუფლებას და იწყებენ ბრძოლას ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტის“ საქმიანობის აღსაკვეთად.
წაიკითხეთ სრულად
აშშ საქართველოში ჩატარებული არჩევნებით კმაყოფილია - 03.06.2010
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელის ფილიპ ქროულის განცხადებით, საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები წინა არჩევნებთან შედარებით, პროგრესით გამოირჩევა და აშშ ულოცავს ქართველ ხალხს არჩევნების წარმატებით ჩატარებას.
როგორც ქროულიმ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არჩევნები მეტად შეესაბამებოდა საერთაშორისო და ეუთოს სტანდარტებს, იყო პროგრესი საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, თუმცა, იყო დარღვევებიც, რომლებიც დამკვირვებლებმა ცალკეულ უბნებზე დააფიქსირეს.
წაიკითხეთ სრულად
რატომ ჩამოვიდა საქართველოში „ეფბიაის“ შეფი?! - 08.05.2010
საქართველოში აშშ-ს ფედერალური ბიუროს დირექტორის რობერტ მიულერის ვიზიტს ექსპერტთა მხრიდან განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. ზოგიერთმა ექსპერტმა ისიც კი განაცხადა, რომ მიულერი სააკაშვილის დასაპატიმრებლად იყო ჩამოსული და ამ საკითხზე მერაბიშვილს და ადეიშვილს უთანხმდებოდა. იყო სხვა ვერსიებს ასახელებდა.
რას შეიძლება უკავშირდებოდეს ასეთი რანგის მოხელის ვიზიტი, ამ საკითხზე ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება.
წაიკითხეთ სრულად
8 მაისი - 08.05.2010
ხსენება წმიდა დიდებულისა, ყოვლადქებულისა, მოციქულისა და მახარებლისა მარკოზისა (I).
წმიდა მოციქული და მახარებელი მარკოზი, რომელიც იოანე-მარკოზადაც იწოდება, ქრისტეს სამოცდაათ მოციქულთა რიცხვს განეკუთვნება. იგი დისწული იყო მოციქულ ბარნაბასი. წმიდა მარკოზი დაიბადა იერუსალიმში. საეკლესიო გადმოცემით, დიდი ხუთშაბათის ღამეს, როცა ქრისტე შეიპყრეს იუდეველებმა, სწორედ მახარებელი მარკოზი იყო ის `ერთი ვინმე ჭაბუკი”, რომელიც `მისდევდა მას და შეემოსა არდაგი შიშულივ”. ქრისტეს ამაღლების შემდგომ წმიდა მარკოზის სახლი ქრისტიანთა სალოცავად შეკრების ადგილი გახდა; იქვე არაერთგზის შეუფარებიათ თავი ზოგიერთს თორმეტ წმიდა მოციქულთაგან.წმიდა მარკოზი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა და ქრისტიანობას ქადაგებდა.
წაიკითხეთ სრულად
7 მაისი - 08.05.2010
ხსენება წმიდა მოწამე საბა სტრატილატისა და მასთან 70 მხედართა (272); მოწამეთა: პასიკრატესი და ვალენტინასი (228); ევსევისა, ნეონისა, ლეონტისა და ლონგინოზისა (303); ღირსთა: თომა სალოსისა (546-560) და ელისაბედ საკვირველმოქმედისა (VI-VIII).
დაიბადნენ:
1711 – დევიდ იუმი, ინგლისელი ფილოსოფოსი, ეკონომისტი.
1745 – იოჰან გიულედნშტედტი, გერმანელი მეცნიერი, მოგზაური მრავალი ცნობა აქვს დაცული საქართველოს შესახებ. გარდაიცვალა 1781 წელს.
1833 – იოჰანეს ბრამსი, დიდი გერმანელი კომპოზიტორი, დირიჟორი.
1840 – პიოტრ ჩაიკოვსკი, დიდი რუსი კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1893 წელს.