მღვდელმოწამისა ანთიმოზ ივერიელისა, უნგროვლახეთის მიტროპოლიტისა (1716); ქალწულმოწამისა აკვილინასი (293); ტრიფილე კვიპრელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 370); ქალწულმოწამისა ანტონინასი (284-303); ანტ იპატროს ბოსტრელი ეპისკოპოსისა; ღირსთა: ანასი (826) და ძისა მისისა იოანესი (IX).
წმიდა წამებული აკვილინა ფინიკიის ქალაქ ბიბლოსის მკვიდრი იყო. იმპერატორ დიოკლიტიანეს დროს გამოცხადებულ ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანი შეიპყრეს და აწამეს. ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს მიწას წმიდანის ცხედარი. მოგვიანებით კი მისი წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და მისი სახელობის ტაძარში დაასვენეს.
წაიკითხეთ სრულად
19 ივნისი - 18.06.2010
ღირსისა ბესარიონ ეგვიპტელისა, სასწაულმოქმედისა (IV-V); ღირსისა ილარიონ ახლისა (845); ღირსთა ქალწულმოწამეთა: არქელაიასი, თეკლასი და სოსანასი (293); მოწამეთა: მამელხთასი და ზინაიდასი.
ღირსი მამა ბესარიონ საკვირველმოქმედი ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში იჩენდა დიდ ღვთისმოსაობას. მონაზვნური ცხოვრების უფრო ახლოს გაცნობის სურვილით აღვსილმა წმიდა ადგილებში იმოგზაურა. იყო იერუსალიმშიც. შინ დაბრუნებული ბერად აღიკვეცა.
ღმერთმა წმიდანს სასწაულმოქმედების ნიჭი უბოძა. წმიდანმა ღრმა სიბერეში მშვიდობით მიაბარა სული უფალს.
წაიკითხეთ სრულად
18 ივნისი - 18.06.2010
ხსენება წმიდა მღვდელმოწამისა დოროთე ტვირელ ეპისკოპოსისა (დაახლ. 362). წმიდა მოწამეთა: მარკიანე, იკანდრე, იპერხი, აპოლონ, ლეონიდე, არიოს, გიორგი, სელინე, ირინეოს და პავნონესი (IV). ღირსთა: თეოდორე მეუდაბნოისა (დაახლ. VI) და ანუბი აღმსარებელისა, მეუდაბნოისავე (V). ღირსისა მამისა ჩვენისა დოროთესი.
წმიდა მღვდელმოწამე დოროთე იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ გამოცხადებული ქრისტიანთა დევნის დროს ფინიკიის ქალაქ ტვირის ეპისკოპოსი იყო.
ოთხშაბათი
მოწამეთა: ლუკილიანესი, კლავდისა, იპატისა, პავლესი, დიონისესი და ქალწულმოწამისა პავლასი (270-275); მღვდელმოწამეთა: ლუკიანე ეპისკოპოსისა, მაქსიანე ხუცისა, ივლიანე დიაკონისა, მარკელინესი და სტურნინესი, ბელგიაში ვნებულთა (81-96).
ლუკილიანე წარმართული ღვთაების ქურუმი იყო რომის იმპერატორ ავრელიანეს დროს. სიბერის ჟამს დარწმუნდა წარმართული რელიგიის სიყალბეში, სულითა და გულით ქრისტიანობა შეიყვარა და მოინათლა კიდეც.
მისი ქადაგების შედეგად ბევრი კერპთაყვანისმცემელი მოიქცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მაშინ იუდეველებმა მათ მიერ ნაწამები ქრისტეს მოძღვრების გავრცელებისათვის დაასმინეს ლუკილიანე ქალაქ ნიკოდიმიის მმართველ სილვანუსთან, რის შემდეგაც წმიდანი დილეგში ჩააგდეს, სადაც იგი ოთხ ქრისტიან განდეგილს კლავდიუსს, იპატის, პავლეს და დიონისეს შეხვდა. წმიდა ლუკიანე უქადაგებდა მათ მტკიცედ მდგარიყვნენ თავიანთ რწმენაზე, არ შეშინებოდათ ტანჯვა-წამებისა და სიკვდილისა.
წაიკითხეთ სრულად
15 ივნისი - 18.06.2010
სამშაბათი
ნიკიფორე აღმსარებლისა, კონსტანტინეპოლელი პატრიარქისა (828).
მღვდელმთავარი ნიკიფორე აღმსარებელი მერვე საუკუნეში დაიბადა კონსტანტინეპოლში. მან კარგი განათლება მიიღო. ლევ მეოთხის მეფობისას წმიდა ნიკიფორემ იმპერატორის მრჩეველის თანამდებობა მიიღო. ლევ მეოთხის გარდაცვალების შემდეგ, კონსტანტინე მეექვსის მეფობის ჟამს 787 წელს ნიკეაში ჩატარდა მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელზეც ხატმბრძოლი მწვალებლობა დაგმობილ იქნა. როგორც საღვთო წერილის მცოდნე, ნიკიფორე მართლმადიდებლობის დასაცავად გამოვიდა, რითაც უდიდესი დახმარება გაუწია კრების მონაწილე წმიდა ბერებს. ხატმბრძოლი მწვალებლობის მიმდევარი იმპერატორის ლევ მეხუთე სომეხის გამეფების შემდეგ კვლავ დაიწყო დევნის ხანა.
წაიკითხეთ სრულად
14 ივნისი - 18.06.2010
ხსენება ღირსთა მამათა: შიო ახლისა, დავით გაბრიელისა და პავლესი — გარეჯელთა (1696-1700); წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსისა და მეორისა მოწამე იუსტინესივე და მოყვასთა მისთა: ხარიტონისა, ხარიტასი, ეველპისტესი, იერაქსესი, პეონისა და ვალერიანესი (165).
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი დაიბადა სიქემში _ სამარიის ძველთაძველ ქალაქში. წმიდანი ბავშვობიდანვე დიდი გონიერებით გამოირჩეოდა. მან შეისწავლა ბერძნული ფილოსოფიის სხვადასხვა მიმდინარეობანი.
წმიდა ნათლობა იუსტინემ თავისი ცხოვრების 30-ე წელს მიიღო. მან თავისი ნიჭი და უდიდესი ფილოსოფიური განათლება წარმართთა შორის სახარების ქადაგებას მოახმარა.
წმიდანმა სასწავლებელიც გახსნა, სადაც ქრისტიანულ ფილოსოფიას ასწავლიდა.
წაიკითხეთ სრულად
13 ივნისი - 18.06.2010
კვირა
მოციქულისა ერმისა, სამოცდაათთაგანისა (I); მოწამისა პერმესისა (II) ; მოწამისა ფილოსოფოსისა (III).
70-თაგან წმიდა მოციქული ერმე თრაკიის ქალაქ ფილიპოლში იყო დადგინებული ეპისკოპოსად. სახარების ქადაგებისას წარმართთა შორის წმიდა მოციქულს ბევრი ჭირი და ურვა შეხვდა მათგან, მაგრამ წმიდა ერმე მშვიდობით ჩაბარდა უფალს.
წმიდა მოწამე პერმესი ქალაქ კომანში ევნო ქრისტესთვის იმპერატორ ანტონინე პიუსის მიერ გამოცხადებული ქრისტიანთა დევნის დროს.
წმიდა მოწამე ფილოსოფოსი ქალაქ ალექსანდრიაში ევნო ქრისტიანთა დევნულების დროს იმპერატორ დეკიუსისაგან. მას სჯულისაგან განდგომას აიძულებდნენ წარმართები, მაგრამ მისი სიმტკიცე შეურყეველი დარჩა. მტარვალებმა მას თავი მოჰკვეთეს.
წაიკითხეთ სრულად
რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპულმა კომისიამ საქართველოზე ანგარიში გამოაქვეყნა - 17.06.2010
გამოქვეყნდა რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც კომისიის წევრთა საქართველოში ვიზიტისა და საქართველოს მიერ რეკომენდაციებისა და რჩევების შესრულების შედეგებს ასახავს.
როგორც `მედიანიუსს~ საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, მოხსენებაში დადებითად არის შეფასებული საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების, კულტურათაშორისი დიალოგის წახალისებისა და რელიგიური შემწყნარებლობის განმტკიცების მიმართულებით გატარებული რეფორმები.
წაიკითხეთ სრულად
თბილისის ახლად არჩეულმა მერმა სამუშაო გეგმა წარადგინა - 17.06.2010
დღეს თბილისის ახლად არჩეული საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, თბილისის მერმა გიგი უგულავამ 120-დღიანი სამუშაო გეგმა წარადგინა.
სხდომის დაწყებამდე 2006-2010 წლების მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა უგულავას თბილისის გასაღები გადასცა.
Gგიგი უგულავას განცხადებით, მისი მუშაობის მთავარი პრიორიტეტი იქნება სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესება. უგულავამ ერთ-ერთ პრიორიტეტად თბილისის 24-საათიანი წყალმომარაგებაც დაასახელა.
წაიკითხეთ სრულად
12 ივნისი - 11.06.2010
ღირსისა ისააკ აღმსარებლისა, დალმატის მონასტრის იღუმენისა ( 383); ღირსთა მამათა ტატიანესი და ნესთერეონისა.
ღირსი მამა ისაკი, დალმატელი აღმსარებელი, ბერად აღკვეცის შემდეგ უდაბნოში მოსაგრეობდა. იმპერატორ ვალენტეს მეფობის დროს, რომელიც თავგამოდებული მიმდევარი იყო არიოსის მწვალებლობისა, დაიწყო მართლმადიდებელ ქრისტიანთა დევნა; ყველგან ხურავდნენ ან ანგრევდნენ ტაძრებს. როცა ამის შესახებ წმიდა ისაკმა შეიტყო, დატოვა უდაბნო და კონსტანტინეპოლში ჩავიდა.
წაიკითხეთ სრულად
11 ივნისი - 11.06.2010
პარასკევი
მოწამისა თეოდისია ქალწულისა, ტვირელისა (307-308); პირველი მსოფლიო კრების მამათა (325); ალექსანდრე ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსისა (326 ); ღირსმოწამისა თეოდისია ქალწულისა, კონსტანტინეპოლელისა (730).
წმიდა მოწამე თეოდოსია ტვირელი 307 თუ 308 წელს ევნო ქრისტესათვის. 29 მაისს (ძვ. სტ.) აღინიშნება მოწამის წმიდა ნაწილების კონსტანტინეპოლსა და ვენეციაში გადასვენება.
წაიკითხეთ სრულად
10 ივნისი - 11.06.2010
ხსენება ღირსი ნიკიტა აღმსარებლისა, ქალკიდონის ეპისკოპოსისა (IX); წმიდა მღვდელმოწამეთა: ევტიქისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა (I) და ელლადისა (XII); წმიდა მოწამე ელიკონიდასი (244).
ღირსი მამა ნიკიტა აღმსარებელი, ეპისკოპოსი ქალკიდონისა VIII საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა. თავისი ღვთის სათნომყოფელი ცხოვრებისათვის იგი ქალკედონის ეპისკოპოსად დაადგინეს. მღვდელმთავარი ნიკიტა გამოირჩეოდა დიდი მოწყალებით. ხატთმპყრობელი იმპერატორის ლევ სომეხის მეფობის ჟამს მღვდელმთავარი მხნედ ამხილებდა ხატთმბრძოლთა მწვალებლობას და დღედაღამ შეაგონებდა თავის სამწყსოს მოწიწებით ეცათ თაყვანი იესო ქრისტეს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და ყველა ღვთისსათნომყოფელი წმიდანის ხატებისათვის.
წაიკითხეთ სრულად
9 ივნისი - 11.06.2010
ოთხაშაბათი
ღირსისა ბასილისა, მეფე ბაგრატ III-ის ძისა (XI); ღირსისა მიქაელ პარეხელისა (VIII-IX); მღვდელმოწამისა თერაპონტისა, სარდიელი ეპისკოპოსისა (III); მოწამეთა თეოდორა ქალწულისა და დიდიმო მხედრისა (304); მართლისა იოანე რუსისა, აღმსარებლისა (1730).
წმიდა მღვდელმოწამე თერაპონტე, ეპისკოპოსი სარდიისა III საუკუნეში ევნო ქრისტეს სახელისათვის. იგი თავდადებულად აღასრულებდა თავის სამღვდელმთავრო მსახურებას, რომლის დროსაც მან მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. ამისათვის წმიდანი იულიანე განმგებელს წარუდგინეს განსასჯელად, რომლის წინაშეც მღვდელმთავარმა უშიშრად აღიარა თავი ქრისტიან ეპისკოპოსად. იგი საპყრობილეში ჩააგდეს და სასტიკად აწამეს. იქ, ხანგრძლივი ტანჯვა-წამების შემდეგ წმიდა მღვდელმთავარმა თერაპონტემ დაასრულა თავისი მოწამებრივი ღვაწლი.
წაიკითხეთ სრულად
8 ივნისი - 11.06.2010
ხსენება 70-თაგან წმიდა მოციქულების კარპესი და ალფესი, წმიდა მოწამეთა ამბერკისა და ელენესი, გიორგი ახლისა და ალექსანდრესი, ღირსი მამის იოანე პსიქაელისა, აღმსარებლისა.
70-თაგან წმიდა მოციქული კარპე იყო მოწაფე და თანამოსაგრე წმიდა პავლე მოციქულისა. წმიდა კარპე სათნო და ამაღლებული, წმიდა გონების კაცი იყო, რისთვისაც პავლე მოციქულმა იგი თრაკიის ქალაქ ბერიის ეპისკოპოსად დაადგინა.
წმიდა მოციქული კარპე მშვიდობით ჩაბარდა უფალს ქალაქ ბერიაში.
წმიდა მოციქული 70-თაგან ალფე წარმოშობით გალილეას ქალაქ კაპერნაუმიდან იყო. იგი იყო მამა წმიდა მოციქულ იაკობისა, რომელსაც ამის გამო ალფესი ეწოდა, და 70-თაგან წმიდა მოციქულის მათე მახარებლისა.
წაიკითხეთ სრულად
7 ივნისი - 11.06.2010
ორშაბათი
წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავის მესამედ პოვნა (დაახლ. 850); მღვდელმოწამისა თერაპონტისა, კვიპრელი ეპისკოპოსისა (IV).
მესამედ პოვნა უფლის დიდებული წინამორბედისა და ნათლისმცემლის, იოანეს პატიოსანი თავისა მოხდა IX საუკუნეში, დაახლოებით 850 წელს. კონსტანტინეპოლში დიდი მღელვარების დროს წმიდა იოანე უფლის წინამორბედის თავი ქალაქ ემესაში გადაასვენეს, ხოლო როცა ხატთმბრძოლი მწვალებლობა დამარცხდა, კონსტანტინეპოლის პატრიარქს, ეგნატეს, ღამეული ლოცვის დროს ჩვენებაში მიეთითა ის ადგილი, სადაც დამარხული იყო წმიდა იოანე ნათლისმცემელის თავი. პირველმღვდელმთავარმა ამის შესახებ იმპერატორს აცნობა, რომელმაც მოციქულნი გაგზავნა ქალაქ კომანში და იქ, დაახლოებით 850 წელს მესამედ მოიპოვეს წმიდა იოანე წინამორბედის თავი. მოგვიანებით იგი კვლავ კონსტანტინეპოლში გადაასვენეს. ნაწილი წმიდა იოანეს თავისა ინახება ათონის წმიდა მთაზეც.
წაიკითხეთ სრულად
6 ივნისი - 11.06.2010
კვირა
ყოველთა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა, ათონის წმიდა მთაზე და რუსეთს განბრწყინვებულთა (გარდამავალია, მოიხსენიება სულთმოფენობიდან მე-2 კვირიაკეს). ღირსისა სვიმეონ მესვეტისა, სასწაულმოქმედისა, რომელი იყო დამკვიდრებული მთასა საკვირველსა (დაახლ. 590-596); მოწამეთა: მელეტი სტრატილატისა, სტეფანესი,იოანესი, სერაპიონ ეგვიპტელისა, კალინიკე მოგვყოფილისა, თეოდორესი და ფავსტოსი, და მათთანა მრავალთა მხედართა (II-III).
წაიკითხეთ სრულად
ირაკლი ალასანია: ლევან გაჩეჩილაძე თავის წარუმატებლობაში ყველას ადანაშაულებს საკუთარი თავის გარდა - 11.06.2010
“ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია “დაიცავი საქართველოს” ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის კრიტრიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ “ალიანსი” იმ გზით მიდის, რომელიც სწორად მიაჩნია, ამიტომ ოპონენტების მოსაზრებებს მათთვის მნიშვნელობა არ აქვს.
ალასანიას თქმითვე, ლევან გაჩეჩილაძე იმ პოლიტიკოსთა რიცხვში ჩაეწერა ვინც საკუთარ წარუმატებლობას ყველას აბრალებს, საკუთარი თავის გარდა.
წაიკითხეთ სრულად
ნელსონ მანდელას შვილიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა - 11.06.2010
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტის ნელსონ მანდელას შვილიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა. გოგონა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნისადმი მიძღვნილი კონცერტიდან ბრუნდებოდა, როდესაც შემთხვევა მოხდა. მანდელას შვილიშვილს 9 ივნისს 13 წელი შეუსრულდა. ჯერ-ჯერობით ავტოავარიის გამომწვევი დეტალები არ არის ცნობილი.
წაიკითხეთ სრულად
"რუსთავი 2"–სა და "იმედს" დააჯარიმებენ? - 11.06.2010
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ტელეკომპანიების “რუსთავი 2”-ს და “იმედის” მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა, რომელიც სასამართლოს გადაეცემა. ოქმი არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯანმრთელი სამყაროს” საჩივრის საფუძველზე შედგა.
მის თანახმად, ტელეკომპანიებმა საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-12 პუნქტი, კერძოდ, 30 მაისის არჩევნების დღეს გამოქვეყნებულ ეგზიტპოლის შედეგებზე არ მიუთითეს გარკვეული რეკვიზიტები ეგზიტპოლის შესახებ.