მთავარი ჩვენ შესახებ სასარგებლო ლინკები გალერეა ფორუმი კონტაქტი  
  გორის ასფალტის გადამამუშავებელ ქარხანაში უბედური შემთხვევის შედეგად 28 წლის ნიკოლოზ ბაზანდარაშვილი გარდაიცვალა
  სიახლეები

«    სექტემბერი    » «    2010    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 


 
 
  რადიო “ჰერეთი” საერთაშორისო ორგანიზაციებს და ომბუდსმენის აპარატს დახმარებას სთხოვს - 13.03.2010
 

რადიო “ჰერეთის” დირექტორი რამაზ სამხარაძე უახლოეს დღეებში საერთაშორისო ორგანიზაციებს, უფლებადამცველებს და ომბუდსმენის აპარატს თხოვნით მიმართავს, რომ რადიო “ჰერეთს” დედაქალაქში ლიცენზიის მიღებაში დახმარება გაუწიონ.
 
როგორც დღეს საგანგებო პრესკონფერენციაზე რამაზ სამხარაძემ განაცხადა, კომპანია ორი წლის განმავლობაში დედაქალაქში ლიცენზიის მიღებას უშედეგოდ ითხოვს.
 
“კანონის მიხედვით, 2004 წლის შემდეგ, ორ წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარებულიყო საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომლის საფუძველზე კომისია ან გამოაცხადებდა კონკურსს ახალი ლიცენზიის მაძიებლისთვის, ან არ გამოაცხადებდა. საქმე იმაშია, რომ ეს კვლევა საერთოდ არ ჩატარებულა. არსებობს კულუარული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ეს კვლევა ჩატარდა და არ აცხადებენ მის შედეგებს. ჩვენ გვინდა, რომ ერთგვარად  მივიქციოთ ყურადღება ყველა უფლებადამცველი, ჩვენი დამფინანსებელი დონორი ორგანიზაციების, საერთაშორისო ფონდების და საზოგადოების მხრიდან, რომ ერთხელ და სამუდამოდ კანონიერების ფარგლებში გამოცხადდეს კონკურსი მაუწყებლებისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს მივალთ იმ შედეგებამდე, რომ სასურველ შედეგებს ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიოთ”, - განაცხადა რამაზ სამხარაძემ.
 
რადიო “ჰერეთისთვის” გაგზავნილ ოფიციალურ წერილში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიების გაცემის საკითხი სპეციალური კვლევის შემდეგ გადაწყდება. კომისიაში ამტკიცებენ, რომ კვლევა დაწყებულია, თუმცა ვერ ასახელებენ ვადებს, თუ როდის დასრულდება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, - აცნობეს "მედიანიუსს" რადიო "ჰერეთიდან".

 
 
 
 
 
  გამოკითხვა
 
უნდა აეღოთ თუ არა სტალინის ძეგლი

უპირობოდ, დიახ
არავითარ შემთხვევაში
ხალხის აზრი უნდა გამოეკვლიათ
უნდა აეღოთ, მაგრამ სხვა ფორმით

 


სამკურნალო რჩევები

 © Copyrights 2008 Created By studio SPAR