ნარკორეალიზატორები სათბურში ორ მილიონ ევროს ინახავდნენ - 03.06.2010
საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა სპეცოპერაციის შედეგად, წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთიდან 2 მილიონამდე ევრო ამოიღეს.
ეს ინფორმაცია “მედიანიუსს” შსს-ში დაუდასტურეს. წინასწარი ცნობით, ფული, რომელიც ბოჭორიშვილების სათბურიდან ამოიღეს, ნარკორეალიზატორებს ეკუთვნით. გავრცელებული ინფორმაციით, ამ საქმეზე დაკავებულები არიან მევლუდ სვანიძე და ლევან კოჩაძე.