მთავარი ჩვენ შესახებ სასარგებლო ლინკები გალერეა ფორუმი კონტაქტი  
  გორის ასფალტის გადამამუშავებელ ქარხანაში უბედური შემთხვევის შედეგად 28 წლის ნიკოლოზ ბაზანდარაშვილი გარდაიცვალა
  სიახლეები

«    სექტემბერი    » «    2010    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 


 
 
  საქართველოში საერთაშორისო ნარკოკარტელის ხუთი წევრი დააკავეს - 03.06.2010
 

ქუთაისსა და თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა საერთაშორისო ნარკოკარტელის 5 წევრი: ანასტასია ზაუტაშვილი, მევლუდ სვანიძე, რომან მუსემიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი.ამ საკითხთან დაკავშირებით შს სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსმა შოთა უტიაშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, 1968 წელს, საქართველოში დაბადებული ნუგზარ ბოჭორიშვილი (საბერძნეთის მოქალაქე, მცხოვრები ესპანეთში) დაკავებულთა ჯგუფს რეგულარულად უგზავნიდა ჯართს პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან. ტვირთში გადამალული იყო კოკაინის დიდი პარტიები საერთაშორისო ბაზრებზე შემდგომი განაწილების მიზნით. ტვირთი ჩამოდიოდა ფოთში ანასტასია ზაუტაშვილის ბიძაშვილის - რომან მუსემიანის სახელზე.

2009 წლის ივლისში, მუსემიანს ჯართის მორიგი პარტია, რომელშიც 90 კილოგრამი კოკაინი იყო გადამალული ფოთში ჩამოუვიდა. მუსემიანმა, ბოჭორიშვილის ბიძაშვილმა, გიორგი ჩეჩელაშვილმა და მათმა კიდევ ერთმა მეგობარმა აღნიშნული ტვირთი გადაიტანეს ქუთაისში ბოჭორიშვილის დის ქმართან, მევლუდ სვანიძესთან. კოკაინი სვანიძის სახლში გადამალეს.

ნარკოტიკების შემდგომი ტრანსპორტირებისათვის, ჯგუფი ელოდებოდა ნუგზარ ბოჭორიშვილის ზარს ესპანეთიდან. ბოჭორიშვილის დარეკვის შემდეგ, ჩეჩელაშვილმა და მისმა მეგობარმა, რომელსაც დახმარებისთვის 10 000 ევრო აღუთქვეს, მანქანის ბამპერში'დამალეს კოკაინი და წაიღეს თურქეთში. აღსანიშნავია, რომ თურქეთში ტვირთის მისაღებად, მათ ყოველ ჯერზე სხვადასხვა პიროვნება ხვდებოდა. ამჯერად, მათ საბერძნეთის მოქალაქე დახვდა. ჯგუფის წევრები პაროლად იყენებდნენ 5 დოლარიანი კუპიურის ნომერს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები შეხვედრისას ზეპირად ეუბნებოდნენ დამხვედრს, ხოლო ეს უკანასკნელი, 5 დოლარიანის სწორედ აღნიშნულ კუპიურას უჩვენებდა. ამის შემდეგ ხდებოდა ტვირთის გადაცემა. გამოძიებისათვის ცნობილია, რომ ამგვარი რეისი რამდენიმეჯერ განხორციელდა.

ჩეჩელაშვილის მეგობარს თანხლებისთვის ორჯერ 10 000-10 000 აშშ დოლარი გადაუხადეს, ნაცვლად - დაპირებული 10 000-10 000 ევროსი. ამას გარდა, ჯგუფმა გადაწყვიტა ამ უკანასკნელის საქმიდან ჩამოშორება. შეშფოთებულმა კურიერმა ადგილობრივ კრიმინალებს სთხოვა დახმარება. კრიმინალებმა იმ დროს საქართველოში მყოფი ბოჭორიშვილი დაიბარეს და 250 ათასი დოლარის მიტანა მოსთხოვეს. საქართველოში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტს, თენგიზ გურჩიანს დაუკავშირდა კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი და ბოჭორიშვილის დახმარება სთხოვა. გურჩიანი შეხვდა ბოჭორიშვილის დაშინების მოსურნე კრიმინალებს და ბოჭორიშვილზე ზეწოლის დაუყონებლივ შეწყვეტა მოითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. მოგვიანებით, ბოჭორიშვილმა პირადად დაურეკა გურჩიანს და მადლობა გადაუხადა.
ჯგუფმა კურიერის ლიკვიდაცია გადაწყვიტა. ცოტა ხანში, ბოჭორიშვილი დაუკავშირდა ანასტასია ზაუტაშვილს და მისცა კილერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლისთვისაც ზაუტაშვილს კურიერის მკვლელობა უნდა შეეკვეთა.

აღნიშნული დანაშაულებრივი ჯგუფი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მათი აყვანა მოხდა 2 ივნისს. ჩხრეკისას მევლუდ სვანიძის ეზოდან ამოღებულ იქნა მიწაში დამარხული, დაახლოებით, 1 700 000 ევრო, ხოლო ანასტასია ზაუტაშვილის ბინიდან - 50 000 ევრო. ნუგზარ ბოჭორიშვილი ამჟამად ესპანეთში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას და ახალ დეტალებს მოგვიანებით აცნობებს საზოგადოებას.

 
 
 
 
 
  გამოკითხვა
 
უნდა აეღოთ თუ არა სტალინის ძეგლი

უპირობოდ, დიახ
არავითარ შემთხვევაში
ხალხის აზრი უნდა გამოეკვლიათ
უნდა აეღოთ, მაგრამ სხვა ფორმით

 


სამკურნალო რჩევები

 © Copyrights 2008 Created By studio SPAR