|
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ტელეკომპანიების “რუსთავი 2”-ს და “იმედის” მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა, რომელიც სასამართლოს გადაეცემა. ოქმი არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯანმრთელი სამყაროს” საჩივრის საფუძველზე შედგა.
მის თანახმად, ტელეკომპანიებმა საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-12 პუნქტი, კერძოდ, 30 მაისის არჩევნების დღეს გამოქვეყნებულ ეგზიტპოლის შედეგებზე არ მიუთითეს გარკვეული რეკვიზიტები ეგზიტპოლის შესახებ. სასმართლოს მიერ აღნიშნული საქმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ორივე ტელეკომპნაი 1500 ლარით დაჯარიმდება. |