სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტის ნელსონ მანდელას შვილიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა. გოგონა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნისადმი მიძღვნილი კონცერტიდან ბრუნდებოდა, როდესაც შემთხვევა მოხდა. მანდელას შვილიშვილს 9 ივნისს 13 წელი შეუსრულდა. ჯერ-ჯერობით ავტოავარიის გამომწვევი დეტალები არ არის ცნობილი.
მანდელას ოჯახის წევრებმა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებს თხოვნით მიმართეს, გაგებით მოეკიდონ მათ მდგომარეობას და პირად ცხოვრებაში არ ჩაერიონ. |