მთავარი ჩვენ შესახებ სასარგებლო ლინკები გალერეა ფორუმი კონტაქტი  
  გორის ასფალტის გადამამუშავებელ ქარხანაში უბედური შემთხვევის შედეგად 28 წლის ნიკოლოზ ბაზანდარაშვილი გარდაიცვალა
  სიახლეები

«    სექტემბერი    » «    2010    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 


 
 
  რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპულმა კომისიამ საქართველოზე ანგარიში გამოაქვეყნა - 17.06.2010
 
გამოქვეყნდა რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც კომისიის წევრთა საქართველოში ვიზიტისა და საქართველოს მიერ რეკომენდაციებისა და რჩევების შესრულების შედეგებს ასახავს. 

როგორც `მედიანიუსს~ საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, მოხსენებაში დადებითად არის შეფასებული საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების, კულტურათაშორისი დიალოგის წახალისებისა და რელიგიური შემწყნარებლობის განმტკიცების მიმართულებით გატარებული რეფორმები.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება კარგად აცნობიერებს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პრობლემებს, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართული ენის არასაკმარის ცოდნას, ხელისუფლება ცდილობს მიიღოს ეფექტიანი ზომები აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად. რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისია მიესალმება საკანონმდებლო, ეკონომიკურ, კულტურის, განათლებისა და სოციალურ სფეროში გატარებულ ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათი უფლებების უკეთ დაცვას.

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის დელეგაცია საქართველოში 2009 წლის 5-9 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ეს იყო რიგით მესამე პერიოდული ვიზიტი, რომლის მიზანი 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიისა და მის შემდგომ პერიოდთან დაკავშირებული ინფორმაციის შესწავლა, ასევე რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიი მიერ 2007 წელს საქართველოს შესახებ მომზადებული მეორე პერიოდული მოხსენების შესრულებაზე ინფორმაციის მიღება იყო. 

რასიზმისა და შეუწყარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისია ევროპის საბჭოს ფარგლებში დაარსდა 2002 წელს. იგი არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს და კერძოდ, რასიზმისა და შეუწყნარებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. იგი დაკომპლექტებულია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი წევრებისგან, რომლებიც გამოირჩევიან პროფესიონალიზმითა და მორალური ღირებულებებით.

 
 
 
 
 
  გამოკითხვა
 
უნდა აეღოთ თუ არა სტალინის ძეგლი

უპირობოდ, დიახ
არავითარ შემთხვევაში
ხალხის აზრი უნდა გამოეკვლიათ
უნდა აეღოთ, მაგრამ სხვა ფორმით

 


სამკურნალო რჩევები

 © Copyrights 2008 Created By studio SPAR