მთავარი ჩვენ შესახებ სასარგებლო ლინკები გალერეა ფორუმი კონტაქტი  
  გორის ასფალტის გადამამუშავებელ ქარხანაში უბედური შემთხვევის შედეგად 28 წლის ნიკოლოზ ბაზანდარაშვილი გარდაიცვალა
  სიახლეები

«    სექტემბერი    » «    2010    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 


 
 
  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის თანახმად, პროკურატურა ყველაზე გაუმჭვირვალე სახელმწიფო სტრუქტურაა - 24.06.2010
 
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ"  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესაფასებლად ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის ვებ-გევრდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კვლევის ფარგლებში 52 განცხადება გაიგზავნა 10 საჯარო დაწესებულებაში, რომელთა შორის იყო პარლამენტი, ფინანსთა, იუსტიციის, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები, უზენაესი სასამართლო, პროკურატურა, ცენტრალური საარჩევნო კომისია, სახალხო დამცველის ოფისი და კონტროლის პალატა. განცხადებები დაწერილი იყო როგორც რიგითი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების, ისე ეთნიკური უმცირესობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ.

კვლევა ჩატარდა მიდმინარე წლის თებერვალ-მაისში.

კვლევის შედეგების  მიხედვით, შემთხვევათა 78.8%-ში ორგანიზაციებიდან დადებითი პასუხი მიიღეს, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირებმა ახსნა-განმარტების გარეშე უარი თქვეს ინფორმაციის მიწოდებაზე, ან განცხადება არამართებულად გადაამისამართეს სხვა დაწესებულებაში.

ინფორმაციის მიწოდების  მხრივ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, უზენაეს სასამართლოს, პარლამენტსა და კონტროლის პალატას ჰქონდა, მათ ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხეს.

ამ კვლევის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის  მიღება ყველაზე მეტად გაძნელდა თავდაცვის და  შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ასევე პროკურატურის ორგანოებიდან.  პროკურატურამ  4-დან მხოლოდ ერთი განცხადება დააკმაყოფილა.

როგორც კვლევის  კოორდინატორმა მარიამ ხოტენაშვილმა media.ge- სთან საუბრისას განაცხადა, პროკურატურა ყველაზე გაუმჭვირვალე დაწესებულებაა, მისი თქმით, მოქალაქეებმა ვერ მიიღეს პასუხი იმაზე, თუ რა თანხა შევიდა ბიუჯეტში 2009 წელს გაფორმებული საპროცესო შეთანხმებებისას, რაც, წესით, არ უნდა იყოს დაფარული.

განცხადებებზე რეაგირების დროს,  უმეტეს შემთხვევაში (75%), დაცული იყო საჯარო ინფორმაციის  მიწოდების 10 დღიანი ვადა. პასუხების 9.6% 10 დღის შემდეგ მიიღეს, საერთოდ უპასუხოდ დარჩა განცხადებების  13.5%.

ზოგადა დმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა.

კვლევის ავტორთა განცხადებით, კვლევის პერიოდში არ დაფიქსირებულა რაიმე ტიპის დისკრიმინაცია განმცხადებლების მიმართ. საჯარო დაწესებულებები ერთნაირად პასუხობდნენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ეთნიკური უმცირესობებისა და მედიის წარმომადგენლების, ისე რიგითი მოქალაქეების განცხადებებს.

წყარო: media.ge

 
 
 
 
 
  გამოკითხვა
 
უნდა აეღოთ თუ არა სტალინის ძეგლი

უპირობოდ, დიახ
არავითარ შემთხვევაში
ხალხის აზრი უნდა გამოეკვლიათ
უნდა აეღოთ, მაგრამ სხვა ფორმით

 


სამკურნალო რჩევები

 © Copyrights 2008 Created By studio SPAR